იოსებ არჩვაძე: ასეთი ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნიდან ზოგიერთი ოპოზიციური ძალის აკომპანირებით, მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ
იოსებ არჩვაძე
ფოტო: არქივი
საქართველოს დამაჯერებელი ეკონომიკური ზრდა, ის რომ ათეული წლების განმავლობაში უპირატესად საერთაშორისო ურთიერთობათა ობიექტად აღქმული ქვეყანა სულ უფრო დამაჯერებლად წარმოჩინდება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური და სერიოზული სუბიექტი, ბევრს არ მოსწონს და მოსვენება უკარგავს. ამ ბოლო დროს ქვეყნის გარეთ ზოგიერთი არამეგობრული ძალის მანიაკურ მცდელობას, საქართველო ჩათრეულ იქნას რუსეთის ფედერაციასთან ღია კონფრონტაციაში, დაემატა ახალი ნარატივი, თითქოს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონელი შედის და ამ დეზინფორმაციულ ფერხულში ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა ჩაბმული ისეთი სოლიდური მედიასაშუალებაც კი, როგორიცაა CNN, რომლის ჟურნალისტმა ამაზე შეკითხვაც კი დაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, - წერს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე.
როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე მხოლოდ რამდენიმე მიზანს ისახავს: ჩაითრიოს საქართველო საომარ კონფლიქტში, შეაფერხოს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა, მოახდინოს ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღის აგორება და ხელისუფლების დისკრედიტაცია.
„საქართველოს დამაჯერებელი ეკონომიკური ზრდა, ის რომ ათეული წლების განმავლობაში უპირატესად საერთაშორისო ურთიერთობათა ობიექტად აღქმული ქვეყანა სულ უფრო დამაჯერებლად წარმოჩინდება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური და სერიოზული სუბიექტად, ბევრს არ მოსწონს და მოსვენება უკარგავს. ამ ბოლო დროს ქვეყნის გარეთ ზოგიერთი არამეგობრული ძალის მანიაკურ მცდელობას, საქართველო ჩათრეულ იქნას რუსეთის ფედერაციასთან ღია კონფრონტაციაში, დაემატა ახალი ნარატივი, თითქოს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონელი შედის და ამ დეზინფორმაციულ ფერხულში ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა ჩაბმული ისეთი სოლიდური მედიასაშუალებაც კი, როგორიცაა CNN, რომლის ჟურნალისტმა ამაზე შეკითხვაც კი დაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.
რა შეიძლება ითქვას ამის თაობაზე? ასეთი ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნიდან ზოგიერთი ოპოზიციური ძალის აკომპანირებით, მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგი რამდენიმე მიზანს ისახავს: ჩაითრიოს საქართველო საომარ კონფლიქტში, შეაფერხოს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა, მოახდინოს ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღის აგორება და ხელისუფლების დისკრედიტაცია.
რა შეიძლება ითქვას რუსეთში საქართველოს გავლით სანქცირებული საქონლის მოხვედრაზე? 2022 წელს საქართველოს ექსპორტი მთლიანად გაიზარდა 31.8 პროცენტით, აქედან რუსეთის ფედერაციაში - მხოლოდ 6.8 პროცენტით, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში - 41.6 პროცენტით (მათ შორის საქართველოს დანარჩენ სახმელეთო მეზობლებში: აზერბაიჯანში - 27%-ით, თურქეთში - 35%-ით, სომხეთში - 129%-ით). იმის გათვალისწინებით, რომ თვით აშშ-ში 2022 წელს ინფლაციამ 8.0 პროცენტი შეადგინა, გამოდის, რომ რეალურად საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 2022 წელს კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც. რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში ერთ წელიწადში შემცირდა 14.4 პროცენტიდან 11.7 პროცენტამდე და ეს იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ მრავალმილიარდიან, ინტენსიურ ვაჭრობას რუსეთის ფედერაციასთან. მაგალითად, მხოლოდ ბალტიის ქვეყნების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რუსეთის იმპორტში მხოლოდ 0.3 პროცენტი უჭირავს, ხოლო ქართული ექსპორტი ძირითადად აგროსასურსათო საქონლითაა წარმოდგენილი, ადვილი წარმოსადგენია, რომ ბრალდება, თითქოს, საქართველო „ეხმარება რუსეთს“ სანქციების გვერდის ავლაში, აბსოლუტური ტყუილია, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო და თითიდან გამოწოვილია. რა თქმა უნდა, ამგვარ ტყუილს თავისი „ტაქტიკური და სტრატეგიული“ დანიშნულება აქვს, მისი მიზანია გაუთვითცნობიერებელი ადამიანის შეცდომაში შეყვანა და ამით მისი მანიპულირება ზემოთ უკვე ნახსენები მიზნების მისაღწევად. თუმცა ასეთების მისამართით შეიძლება გავიხსენოთ მთაწმინდაზე დაკრძალული რუსი მწერლის ცნობილ ნაწარმოებში ერთი პერსონაჟის მეორისადმი სარკასტული ნათქვამი: მოიტყუე, მაგრამ ზომა იცოდე!“, - წერს არჩვაძე facebook-ზე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითიც იგი 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით სი-ენ-ენის ინფორმაციას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 17:16
თემა
მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?
მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.
24 აგვისტო 2026, 13:37
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე: ძალიან სამწუხარო ბრალდებაა, ეხება კორუფციას. მან რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ ჩაერთო თავდაცვის მექანიზმი და თავდაცვის მიზნით გამოაქვეყნა ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
ძალიან სამწუხარო ბრალდებაა, ეხება კორუფციას. ყველა ადამიანი კონსტიტუციისა და კანონის წინაშე არის თანაბარი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
24 აგვისტო 2026, 13:03
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა
საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მეხუთე ნაკადის მონაწილეებს უმასპინძლა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 12:56
სპორტი
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოდან დაიწყება⚽
28 სექტემბერს კი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
24 აგვისტო 2026, 12:55
პოლიტიკა
გივი მიქანაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია, გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული, მიუხედავად იმისა, მას რა თანამდებობა ეკავა თუ უკავია
„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული, მიუხედავად იმისა მას რა თანამდებობა ეკავა თუ უკავია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
24 აგვისტო 2026, 12:38
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (NCEQE) და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს (NEAQA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სამედიცინო განათლების მიმართულებით მხარეთა თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
24 აგვისტო 2026, 12:37
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა
ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
24 აგვისტო 2026, 12:34
საზოგადოება
ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.ამ დროისთვის ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია 400 ანკერი და 20 ხიმინჯი.
24 აგვისტო 2026, 12:30
საზოგადოება
ლევან ღირსიაშვილი: ფორმების არმორგების შემთხვევაში შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა. შვეიცარიული კომპანიის SGS-ის სერტიფიკატი გვაქვს აღებული, სადაც გარკვევით წერია ამ შემოწმების შედეგად, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს
სასკოლო ფორმის ონლაინ შეძენისას, ზომის ვერ მორგების შემთხვევაში მისი უკან დაბრუნება და გამოცვლა იქნება შესაძლებელი.
24 აგვისტო 2026, 12:21
პოლიტიკა
კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომი იყო გარედან წამოსული დაკვეთა და ის უმძიმესი ჭრილობები ქვეყანას დღესაც არ აქვს მოშუშებული.
24 აგვისტო 2026, 12:13
რეგიონი
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ერთი თვის განმავლობაში 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია. მათ შორის იყვნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 15-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები და 10-მდე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები. გარდა ამისა, ტექნოლოგიური ჰაბი 100-ზე მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მზარდია. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 12:04
ტაბლოიდი
ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელი“ გაიტანა, აუქციონზე გაიყიდა⚽
მარადონამ, როგორც ცნობილია, ბურთი ხელით გადააგზავნა მეკარე პიტერ შილტონის კარში, რითაც არგენტინამ მეოთხედფინალში ინგლისი 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გოლი გაიტანა „ცოტათი მარადონას თავით და ცოტათი ღვთის ხელით“. მოგვიანებით, იმავე მატჩში, მარადონამ გაიტანა გოლი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც „საუკუნის გოლი“.
24 აგვისტო 2026, 12:00
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, საქართველოში არსებობს არა ოპოზიცია, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და დავალებებს უცხოელი პატრონებისგან იღებენ.
24 აგვისტო 2026, 11:54
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე გვაქვს საუბარი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი წერილების მეშვეობით ცდილობდა, თავი გადაერჩინა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.
24 აგვისტო 2026, 11:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
24 აგვისტო 2026, 11:48
საზოგადოება
შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიური შეხვედრა გაიმართა
შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიური შეხვედრა გაიმართა. ბანაკის მონაწილეებს ამჯერად დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე და მსახიობი გია აბესალაშვილი ეწვივნენ.
24 აგვისტო 2026, 11:43
პოლიტიკა
ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს
ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს. ის სააკაშვილს სახელმწიფოს მშენებელს უწოდებს, ჩერგოლეიშვილს კი დასცინის.
24 აგვისტო 2026, 11:40
მსოფლიო
ახალმა ზელანდიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს
კანონპროექტის მომზადებისას შესწავლილი იყო ავსტრალიის გამოცდილება, რომელმაც 16 წლამდე ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება მსოფლიოში პირველმა აკრძალა. ანალოგიური შეზღუდვების მიღებას გეგმავენ ვიეტნამში, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებში.
24 აგვისტო 2026, 11:28
რეგიონი
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი: მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თუ რა მოხდებოდა. მთელი საძირკველი წყლით იყო დაფარული, როდის ჩამოიშლებოდა და როდის მოიყოლებდა ქვეშ პერსონალს და პაციენტებს ეს შენობა, ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო - ახალი ლოკაცია არის სპეციალურად შერჩეული, რადგან აქ ხდება სამი ხეობის ჰაერის შერწყმა
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი, თითქოს ცენტრი შეუფერებელ გარემოში გადაიტანეს. რევაზ ჟღენტის განმარტებით, შენობების რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. ფილტვის ცენტრის ახალი მისამართი კი სპეციალურად შეარჩიეს ჰაერის ცირკულაციის გათვალისწინებით.
24 აგვისტო 2026, 11:21
საზოგადოება
სააპელაციო სასამართლო: 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოქალაქეს, მოსამართლეს და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელს ულოცავს კონსტიტუციის დღეს
სააპელაციო სასამართლო კონსტიტუციის მიღების დღეს ეხმაურება.


