ირაკლი ზარქუა: ღირსეული დასასრული აქვს „ნაცმოძრაობას“, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო
ირაკლი ზარქუა
ფოტო: Facebook
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსეული დასასრული აქვს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიაში ცვლილების სიმბოლო.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაზიანდა და დაზარალდა. ჯერ ისედაც ხომ გაკოტრებული იყო და ახლა ცვლილება, როგორც ამას პარტიაში უწოდებენ, შეიძლება შემოიტანოს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა. ჩანაწერები, ერთმანეთის მოსმენა, კომპრომატები, შანტაჟი - ეს იყო მათი ხელწერა და ამიტომ უთხრა მოსახლეობამ მათ პარტიას უარი 2012 წელს. ზუსტად იმავეს აგრძელებენ და განახლება დაარქვეს თურმე მერაბიშვილის მიერ კულუარებიდან მართვას. ღირსეული დასასრული აქვს ამ პარტიას, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 18:31
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში
„ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
15 აპრილი 2026, 18:28
პოლიტიკა
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
15 აპრილი 2026, 18:27
მსოფლიო
ტრამპი მელონიზე: ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის განცხადებით, ორ ლიდერს შორის არსებული მჭიდრო კავშირი წარსულს ჩაბარდა, რისი მიზეზიც ირანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური რომის პოზიცია გახდა.
15 აპრილი 2026, 18:15
მსოფლიო
კირ სტარმერი: ჩვენ არ ვაპირებთ ირანში მიმდინარე ომში ჩათრევას - ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა სხვა კურსი ამერჩია, ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ დათმობს და არ შეიცვლის პოზიციას ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კრიტიკის მიუხედავად.
15 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ფაქტია, რომ ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს საერთაშორისო ზეწოლას უმკლავდება - ამ ვითარებაში ჩვენი საელჩოები უფრო აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას
ჩვენი საელჩოები გაცილებით უფრო აქტიურები უნდა იყვნენ და აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
15 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას
ის რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის? მიდიან აბსურდამდე ანუ ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
15 აპრილი 2026, 17:57
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს
„რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ პირობითად სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს პირველ რიგში. ერთია პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და მეორეა რეალობა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობის დროს ადრე თუ გვიან ყოველთვის იჩენს თავს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
15 აპრილი 2026, 17:53
რეგიონი
ქუთაისის მერიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
15 აპრილი 2026, 17:52
მსოფლიო
მოლდოვა დსთ-ს ოფიციალურად 2027 წლის 8 აპრილს დატოვებს
მოლდოვის ხელისუფლებამ დსთ-ს სამდივნოს, რომელიც ქალაქ მინსკში მდებარეობს, 8 აპრილს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად მიმართა, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ პოპშოიმ.
15 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ის სტაბილურობა და მდგრადობა, რაც საქართველომ გამოიჩინა, აჩვენებს, რომ საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ყველაზე უფრო მყარი სახელმწიფო
გეოპოლიტიკური მოცემულობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო არის უალტერნატივო და საქართველოს მისწრაფება ევროპასთან მიმართებაში არის უცვლელი. საქართველო ამ გზაზე ივლის თავისი ნებით და არა სხვისი მომსახურე სახელმწიფოს როლში. დღეს, ამასთან შეგუება არის ყველაზე მთავარი გარკვეული წრეებისათვის დასავლეთში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
15 აპრილი 2026, 17:49
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა და მაიკლ ო’ფლაერტიმ თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.
15 აპრილი 2026, 17:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე
სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთში.
15 აპრილი 2026, 17:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პატრიარქის წინააღმდეგ, მოსაყდრის წინააღმდეგ
„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, მოსაყდრის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.
15 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: აშშ-ის და ისრაელის ნებისმიერი მცდელობა ირანს კაპიტულაცია აიძულოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული
ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ამერიკისა და ისრაელის ნებისმიერი მცდელობა ირანს კაპიტულაცია აიძულოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული.
15 აპრილი 2026, 17:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, ახლა მორიგ სერიას უყურებს და ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში ვენესუელაში მოხდა გარე ჩარევით პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა
„ოპოზიციას თავი კინოში ჰგონიათ, ყველაფერს უყურებენ, როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რომელიც მათ სჭირთ. ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
15 აპრილი 2026, 17:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს ელჩებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების, აგრეთვე მასშტაბური სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
15 აპრილი 2026, 17:17
პოლიტიკა
მაიკლ ო’ფლაერტი ოძისსა და წეროვანში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ოძისს ეწვია. მაიკლ ო'ფლაერტიმ ასევე დაათვალიერა სოფელ წეროვნის დევნილთა დასახლება. კომისარი ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
15 აპრილი 2026, 16:55
მსოფლიო
Financial Times: BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში 2 ათასი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში, ყოველი მეათე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 16:48
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 16:45
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს
ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება.


