30 იანვარი 2023, 12:19 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: მიშას ყოფილი პარტიის ორივე ფრთა გაურბის იმის აღიარებს, თუ რომლის ინიციატივისა და ცრუ დაპირებების შედეგია სააკაშვილის პატიმრობა

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

სააკაშვილის ბოლო ინტერვიუმ ბევრი კითხვა დაბადა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება მისი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასთან რუსეთის აგენტურის დაკავშირებას. ლოგიკურად გამოდის, რომ მას ეჭვი შეაქვს იმ ხალხში, ვინც მის საქართველოში ჩამოსვლის ორგანიზებას ახდენდა, - ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

როგორც კაკაბაძე წერს, მიხეილ სააკაშვილი არა მარტო ხაბეიშვილსა და მის უკან მდგომებს არ ენდობა, ის პარტიაში უნდობლობას უცხადებს მელიასა და მის გუნდს. მისივე თქმით, სააკაშვილის აზრებიც დაახლოებით, იქეთკენ მიიმართება და ის ფაქტი, რომ მას საქართველოში არავინ დახვედრია, კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ამ ეჭვებს.

„მიხეილ სააკაშვილი - გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

სააკაშვილის ბოლო ინტერვიუმ ბევრი კითხვა დაბადა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება მისი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასთან რუსეთის აგენტურის დაკავშირებას. ლოგიკურად გამოდის, რომ მას ეჭვი შეაქვს იმ ხალხში, ვინც მის საქართველოში ჩამოსვლის ორგანიზებას ახდენდა.

სამართლებრივად ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის დადასტურებული, რომ გენერალი გია ლორთქიფანიძე იყო მისი გამომგზავრების ორგანიზატორი. როგორც ამბობენ, ეს კაცი ჯერ იგორ გიორგაძის დაცვის წევრი იყო, ხოლო შემდეგ ვანო მერაბიშვილის მოადგილე. თვითონ „ნაცები“ იმასაც არ უარყოფენ, რომ ლორთქიფანიძე კეზერაშვილის კლანის წევრია.

როგორც ჩანს, მიშა არა მარტო ხაბეიშვილსა და მის უკან მდგომებს არ ენდობა, ის უნდობლობას უცხადებს მელიასა და მის გუნდს პარტიაში. სააკაშვილის ინტერვიუს ეს ნაწილი იმის მანიშნებელია, რომ „ნაციონალებში“ დარჩენილ მთავარ მოთამაშეთა შორის მას თავისიანად არცერთი არ მიაჩნია. მიშას ყოფილი პარტიის ორივე ფრთა (მელია, ხაბეიშვილი) გაურბის იმის აღიარებს, თუ რომლის ინიციატივისა და ცრუ დაპირებების შედეგია სააკაშვილის პატიმრობა.

აქედან იკვრება ჯაჭვი, რომ მიშა დაარწმუნეს მისი საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოობაში, ხალხის მასობრივი მხარდაჭერის გზით რევოლუციის მოწყობისა და ხელისუფლების დაბრუნების რეალობაში და ეს ყველაფერი რუსული ძალების ჩარევით მოხდა. პრინციპში, თვითონ სააკაშვილის აზრებიც დაახლოებით აქეთკენ მიიმართება და ის ფაქტი, რომ მას საქართველოში არავინ დახვედრია, კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ამ ეჭვებს. ანუ მიშა გაწირეს! გამოსაკვლევი და დასადასტურებელი რჩება, დასახელებულების გარდა სხვა პირთა ვინაობა და საბოლოო მიზანი. ყოფილ პრეზიდენტთან ჩამოსული ყველა რანგის სტუმარი თუ სამედიცინო ექსპერტი, შეხვედრას მართავდა და ინფორმაციას იღებდა მიშას ოჯახისგან, დედისგან და არა პარტიის წევრებისგან.

ევროსაბჭოში მაღალი დონის შეხვედრაც ოჯახის წევრებმა პარტიის წევრების გარეშე ჩაატარეს, მას არცერთი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ დასწრებია. მიშა სააკაშვილი საკუთარ პარტიას არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით გაემიჯნა! ამ მოსაზრების საფუძვლიანობას ისიც ადასტურებს, რომ სააკაშვილის ოჯახი „ნაცების“ თავმჯდომარის არჩევნებში მხარს უჭერს არა გამოკვეთილ ლიდერებს (მელია და ხაბეიშვილს), ან ნონა მამულაშვილს (უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის დას), არამედ აშკარა აუტსაიდერ გიორგი მუმლაძეს. ეს ფაქტობრივად, განაცხადა კიდეც სააკაშვილის ძმამ დავითმა, რომელსაც უარი არ უთქვამს მუმლაძის მიერ მისთვის პარტიის გენერალური მდივნის პოსტის შეთავაზებაზე.

მიშა, ალბათ, ყველანაირად ეცდება, რომ არცერთი კანდიდატისa და მათი მომხრეების მხარდაჭერა არ დაკარგოს, რადგან ეს ოთხეული შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, „ნაცების“ პარტიის რეალური ლიდერი, რომლის პოზიციაც ყველას მიერ უსიტყვოდ იქნება გაზიარებული, მხოლოდ სააკაშვილია და სხვა არავინ.

ფაქტია ისიც, რომ `ნაცმოძრაობის~ დღევანდელ ლიდერებს მიშა ციხეში სჭირდებათ იმისათვის, რომ მუდმივად იტივტივონ და წინა პლანზე იყვნენ პოლიტიკური თეატრის სცენაზე. ამ პოზიციებშიც არ ემთხვევა `ნაცმოძრაობის~ ინტერესები მიშას ინტერესებს.

საკუთარი პარტიისგან განსხვავებით მიშას მხოლოდ თავისუფლება სჭირდება, რისთვისაც ყველა ზომას მიმართავს - წამებულის პოზაში მყოფის სიმულაციით, მანიპულაციებით და მსახიობობით დაწყებული და საერთაშორისო ლობისტური კამპანიების მძლავრი მხარდაჭერით დამთავრებული.

პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა - რაში სჭირდებათ მიშას უცხოელ ლობისტებსa ან თვითონ მიშას, უღირსად მოპოვებული თავისუფლება? მხოლოდ თავისუფლებისთვის? სამომავლო პოლიტიკური გეგმებისთვის? თუ წარსულში ჩადენილი ერთობლივი დანაშაულის გაუთქმელობისთვის? ბოლო ორზე ჯერ არავის უსაუბრია!”- წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 23:25

მსოფლიო

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 21:00

საზოგადოება

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 20:55

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.

ზაზა დობორჯგინიძე

11 სექტემბერი 2026, 20:53

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას

კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

11 სექტემბერი 2026, 20:48

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.

11 სექტემბერი 2026, 20:47

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.

11 სექტემბერი 2026, 20:44

პოლიტიკა

უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.

11 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარტა კოსი

11 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს

28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 20:13

რეგიონი

ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ

„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.

11 სექტემბერი 2026, 20:10

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.

რიკარდ იოზვიაკი

11 სექტემბერი 2026, 19:51

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.

11 სექტემბერი 2026, 19:41

რეგიონი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამირან გულუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 19:38

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა

გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.

ირაკლი ლექვინაძე

11 სექტემბერი 2026, 19:23

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

11 სექტემბერი 2026, 19:18

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 19:01

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.

11 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.