ნანა კაკაბაძე: სპექტაკლის პირველი მოქმედება დასრულდა. მეორე მოქმედებაში საინტერესო მომენტად რჩება ის, თუ როდის გააცნობიერებს სააკაშვილი, რომ სიმულაცია მას ვერ დაიხსნის
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
სპექტაკლის პირველი მოქმედება დასრულდა. მეორე მოქმედებაში საინტერესო მომენტად რჩება ის თუ როდის დარწმუნდება სააკაშვილი, დამსახურებული სასჯელის მოხდის გარდაუვალობაში. როდის გააცნობიერებს, რომ სიმულაცია მას ვერ დაიხსნის. სამართლებრივ სახელმწიფოში ფუჭად გადაყრილია საერთაშორისო ლობისტებში ჩადებული ფული, - ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.
„უნიჭო სპექტაკლი უნდა დასრულდეს - სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის მცდელობის ორთვიანი სპექტაკლის პირველი მოქმედება დასრულდა. სპექტაკლში მონაწილე მთავარი თუ ეპიზოდური როლების შემსრულებლებმა, მაქსიმალური მონდომებით გამოავლინეს თავიანთი სამსახიობო ოსტატობა. ძალისხმევის მიუხედავად, სპექტაკლის პირველი მოქმედება, აპლოდისმენტების ნაცვლად წყევლა-კრულვით და ლანძღვა-გინებით დასრულდა. მაყურებელთა იმ ნაწილს, რომლებსაც ეს სპექტაკლი რეალობა ეგონა, ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან მართლა დაიჯერა, რომ ბოლო სერიაში მათი სუპერგმირი ბოროტმა ძალებმა უნდა განგმირონ. ბევრი უცნაურობები ვნახეთ და მოვისმინეთ ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში:
- თურმე არაჟნებიანი კონტეინერით სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მიზანი ქვეყნის სასამართლოს წინაშე წარდგენა იყო,
- თურმე საქართველოს ბოლო 300 წლის განმავლობაში არ ჰყოლია სააკაშვილის მსგავსი დიდებული მმართველი,
- თურმე მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება პოლიტიკურია და ამ ბრალდებებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ,
- თურმე სისტემური წამებების შემოქმედ, პატიმარ სააკაშვილს დღეს სხვები აწამებენ, წამლავენ და კლავენ.
- მის მიერ დანერგილი წამებებისგან განსხვავებით, დღევანდელი მისი წამება გამოიხატება იმაში, რომ მასთან 2 ოთახიან პალატა-ლუქსში დაკაკუნების გარეშე შედიან. ციხისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფორმიანი კაცები ტრიალებენ. მაჯის საათი, რომლის ტარება პატიმრისთვის აკრძალულია, ხელიდან ძალით შეხსნეს.
- თურმე პენიტენციური დაწესებულებიდან ციხის საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ მას ამის სურვილი არ გამოუთქვამს.
- ორი თუ სამი კვირის მანძილზე კარანტინის გამო არ უშვებდნენ ვიზიტორებს და ა. შ.
- დედის დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ და მისი ჯიბის ექსპერტებმა გამოგვიცხადა-მიშა მოწამლეს. ამ დროს, სააკაშვილის სხეულში დარიშხანი საერთოდ არ აღმოაჩნდა, ხოლო ვერცხლისწყალი, ნორმის ფარგლებში იყო. ტყუილის ტირაჟირება მის მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებში გრძელდება და დღესაც ვისმენთ „მიშა მოწამლულიას“ ზღაპარს, რადგან ამერიკელმა ექსპერტმა ივარაუდა, შეიძლება ანალიზები გვიან აუღეს და მძიმე მეტალები მისი სხეულიდან უკვე გამოდევნილი იყოო.
მოკლედ, მათ ასე აღიქვეს ან არც აღიქვეს, მაგრამ საქმეს ასე "სჭირდება". სააკაშვილის გულშემატკივრები ვერ ხვდებიან, რომ მასაც და საკუთარ თავსაც კომიკურ მდგომარეობაში აყენებენ, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ამტკიცებენ, არიქა, კვდება, ხვალ თუ არა ზეგ მოკვდება, თუ არ გაათავისუფლებთო.
ასეთივე კომიკურია, როდესაც საკუთარ ბელადზე ჯიუტად ამტკიცებენ, გინდა თუ არა, დემენცია ჭირს, ანუ ჭკუასუსტიაო.
სააკაშვილის ადვოკატებს, როდესაც ტყუილებიც შემოელიათ, ბოლოს პენიტენციურ დეპარტამენტს ედავებოდნენ, მონსტრებო, როგორ თუ, თქვენს სისტემაში ბოლო სამ წელიწადში 51 პატიმარი გარდაიცვალაო (ანუ წელიწადში საშუალოდ 17 პატიმარი). და ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს წელიწადში 140 პატიმარზე მეტი კვდებოდა“, - წერს კაკაბაძე.
მისივე თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ორთვიანი სპექტაკლი ნაცების საერთაშორისო ლობისტების აკომპანემენტის ქვეშ მიმდინარეობდა.
„„ისინი საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლის პირობად სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებდნენ.
გასაგები გახდა, რომ სააკაშვილის ფიგურა ამჯერადაც ჩვენი ქვეყნის პროევროპულ გზაზე შეფერხების და რუსულ ინტერესებზე წყლის დასხმის ინსტრუმენტად იქცა.
მოდით გავიხსენოთ, მერამდენედ მეორდება სააკაშვილის ფიგურის გამოყენება პრორუსული ინტერესებისათვის.
ჯერ იყო და, დემოკრატიისა და პროდასავლურობის სახელით მომხდარი ე. წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოში დამყარდა ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლშევიკურ სტილში ჩატარდა განკულაკებები. თავისუფალი მედია გაქრა ორბიტიდან. პატიმართა წამებები იქცა პენიტენციური სისტემის მართვის ფორმად. სასამართლო იქცა პროკურატურის ნოტარიუსად. დამკვიდრდა პიროვნების (მიშას) კულტი და ა. შ. შემდეგ იყო კულტის მიერ წარმოებული და სამარცხვინოდ წაგებული ბრძოლები სეპარატისტებისა და რუსების გაერთიანებულ სამხედრო ძალასთან, კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარება მტრისთვის, რასაც დაემატა 140-ზე მეტი ქართული სოფლის (რომელსაც სააკაშვილმა ქვა-ღორღი უწოდა) ჩაბარება.
მერე იყო ამ სამარცხვინოდ წაგებული 2-დღიანი ომის შემდეგ რუსეთის კულტურის მინისტრისთვის თხოვნა-მუდარა, რუსეთში დაეშვათ ქართული მომღერლებისა და მოცეკვავეების მიერ ტაშ-ფანდურის გამართვა. ამის შემდეგ "ჩვენი" კულტი „დიდი რეფორმატორის“ მანტია მოსხმული, თავის გუნდის ნაწილთან ერთად მიდის უკრაინაში, მონაწილეობს იქაურ სამხედრო გადატრიალებაში და გარკვეულ პოზიციებს იკავებს იქაურ ხელისუფლებაში. იქიდან პრეზიდენტ ზელენსკის კურთხევით ჩამოდის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. ციხეში აღმოჩენილი (თან საქართველოს მე 3-ე პრეზიდენტი და თან უკრაინის მოქალაქე???) ისევ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მავნებლურ მოქმედებებს აგრძელებს, რითაც ყველას უმტკიცებს, რომ მისი პიროვნული ინტერესებისთვის უსიტყვოდ გაწირავს ქვეყნის ინტერესებს.
ეს "ჩვენი" კულტი ხან ქართველია, ხან უკრაინელი. კულტს ხან დემენცია აქვს ხან არ აქვს და წერილობით გვმოძღვრავს.
ხან მოწამლულია, ხან არა. ხან განსაკუთრებული ფორმით შიმშილობს. შიმშილობისას თაფლსა და ნაირ-ნაირ ფაფებს მიირთმევს. ხან საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, ხან აცხადებს, რომ საქართველოს არავის დაუთმობს.
რაც მთავარია ხან კვდება, ხან არა, და ა. შ. და ა. შ.
მოკლედ, ისე ჩანს, რომ სააკაშვილი საქართველოს მოუცილებელი ჭირია. იმედის მომცემი მხოლოდ ის არის, რომ ეს ჭირი თანდათან სუსტდება რაც ქვეყნის გაჯანსაღებას იწვევს. ამის დასტურია მისი მომხრეების სიმეჩხერე ბოლოს გამართულ მის მხარდამჭერ აქციებზე. ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე სპექტაკლის პირველი მოქმედება დასრულდა.
მეორე მოქმედებაში საინტერესო მომენტად რჩება ის თუ როდის დარწმუნდება სააკაშვილი, დამსახურებული სასჯელის მოხდის გარდაუვალობაში. როდის გააცნობიერებს, რომ სიმულაცია მას ვერ დაიხსნის. სამართლებრივ სახელმწიფოში ფუჭად გადაყრილია საერთაშორისო ლობისტებში ჩადებული ფული. მას პასუხისმგებლობისგან ვერ გამოაძვრენს ვერც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ორჭოფული და უშინაარსო განცხადებები. მხოლოდ რეალობის გაცნობიერებისა და გაანალიზების შემდეგ შეწყვეტს ის თვითდაზიანების გზით თავისუფლების მოპოვების მცდელობას.
შეეგუება პატიმრობას, თვითონაც დაისვენებს, ქვეყანასაც დაასვენებს და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლიც დასრულდება“, - წერს კაკაბაძე.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


