პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" განხორციელების დინამიკას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. მინისტრმა და მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ 15 თებერვლიდან ძალაში შევა მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები. ასევე აღინიშნა, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.
2023 წელს დაგეგმილია:
- •რეფერენტული ფასებით დარეგულირებული მედიკამენტების ნუსხის გაფართოება (ესენციური მედიკამენტებიდან);
- ძვირადღირებულ მედიკამენტებზე უშუალოდ მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის (Managed Entry Agreements) მექანიზმის დანერგვა;
- წამლის ხარისხის ლაბორატორიის სრულად ამოქმედება;
- ქრონიკული მედიკამენტების მოცვის პაკეტის გაუმჯობესება ( პირველ კვარტალში დასრულდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტების გადახედვა).
მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს C ჰეპატიტზე 590 ათასზე მეტი პირის სკრინინგია დაგეგმილი, 2026 წლისთვის კი C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია იგეგმება.
სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახურის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს. ამ მიმართულებით 2023 წელს დაგეგმილია:
- ინსულტის მართვის ცალკე მიმართულების შექმნა (stoke unit), იმისთვის, რომ ასეთი გამოძახების შემთხვევაში გამოძახებაზე პირდაპირ სპეციალიზებული ბრიგადა გავიდეს;
- 70 ახალი სტანდარტული სასწრაფოს მანქანის შეძენა, რის შედეგადაც ავტოპარკში აღარ იქნება 5 წელზე უფრო ძველი მანქანები;
- ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში, ახალქალაქში სერვისცენტრების მშენებლობა, აგრეთვე თბილისში ორი ახალი სერვისცენტრის აშენება და ამბროლაურის სერვისცენტრის რეაბილიტაცია- მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისში უკვე გარემონტდა გადაუდებელი დახმარების 12 სერვის ცენტრი. ასევე გაუმჯობესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების სადაზღვევო პაკეტი და 23 ლარიანი პაკეტის ნაცვლად მათ 60 ლარიანი პაკეტი აქვთ.
- დაწყებულია მუშაობა იმისათვის, რომ სადისპეტჩეროს პროგრამა მიებას 112-ის პროგრამას, რაც საშუალებას მოგვცემს გამოიყოს ნაკლებად პრიორიტეტული ზარები და ასეთ შემთხვევებში პაციენტს მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია მიეწოდოს. გეგმის მიხედვით, ამ სერვისმა დაახლოებით 35%-ით უნდა შეამციროს გამოძახებები და სამსახური ბევრად უფრო ეფექტიანი გახადოს;
- სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება პარამედიკოსის საბაკალავრო პროგრამის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს სასწრაფოს ექიმები ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ სპეციალიზებული პარამედიკოსებით.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით, 2023 წელს დაგეგმილია დაფინანსების დრჯ-ის სისტემის მთელ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაზე გავრცელება (მშობიარობა, პერინატალური, თანდაყოლილი მანკები). ასევე, 2023 წელს დაინერგება ონკო და იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მწარმოებლებისგან შესყიდვის პირდაპირი მეთოდი.
მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროცესის შესახებ. ასევე აღინიშნა, რომ 2023 წელს დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ქუთაისის კლინიკის სრული რეაბილიტაცია, შემუშავდება სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების გეგმა, აეწყობა სახელმწიფო ბავშვთა ონკოლოგიის სერვისი, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება ხულოში, ყვარელსა და წალენჯიხაში. 2022 წელს დიალიზის ცენტრები გაიხსნა ამბროლაურში, ლანჩხუთში, მესტიაში, თიანეთში და ყაზბეგში.
2023 წელს ასევე დაგეგმილია სოფლის ექიმების პროგრამაში დამატებით 50 ტელემედიცინის კაბინეტის გახსნა. ქვეყნის მასშტაბით კი 100-მდე ამბულატორიის რემონტი დაიწყება.
სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულების მიზნით დაგეგმილი ცვლილებები. აღინიშნა, რომ 2022 წელს პარლამენტმა მიიღო „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონი. კანონის გარდამავალი პერიოდი 2025 წლის 1 ივლისამდე განისაზღვრა და ამ პერიოდში უნდა მოხდეს სისხლის ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულების ჩამოყალიბება და აღჭურვა, გაიდლაინებისა და სტანდარტების განახლება და უანგარო დონაციის ხელშემწყობი აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც მთავრობას განსახილველად წარედგინება 2023 წლის პირველ კვარტალში:
- ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონი;
- ,,ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გადანერგვის შესახებ’ კანონი;
- ,,დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ“ კანონი.
აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რაც გლობალური პრობლემაა და საჭიროებს მაღალი რანგის პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასევე დაწყებულია მუშაობა სამედიცინო აღჭურვილობის/საგნების რეგისტრაციისა და რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოზე ევროდირექტივების შესაბამისად.
ხაზი გაესვა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს, რომელიც უკვე წარდგენილია პარლამენტისთვის. ცვლილებები ითვალისწინებს პარამედიკოსების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, ექთნებისა და ბებიაქალების პროფესიულ აღიარებას. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 2023 წელს დაგეგმილია ამ პროფესიებისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.
- დამტკიცდება საექთნო საქმის განვითარების განახლებული სტრატეგია და ხელი მოეწერება მემორანდუმს EBRD-სთან, ახალი სტრატეგიით გათვალისწინებული ნაბიჯების იმპლემენტაციის მიზნით.
- 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მინიმალური ხელფასის მექანიზმი - საათში 7 ლარი ექიმებისა და 4,4 ლარი ექთნებისთვის. ამ მექანიზმმა გააუმჯობესა 9000-მდე ექიმისა და 8300-მდე ექთნის შემოსავალი. დაგეგმილია ამ მექანიზმის განვრცობა პაციენტის მოვლაში მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალზე - ექთნის დამხმარესა და სანიტარზე.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილთა სააგენტოს გეგმები. მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს დევნილთა ბინით დაკმაყოფილების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ 2023 წელს ბინების მშენებლობა 5 ქალაქში აქტიურ ფაზაში გადავა და წელსვე დაიხურება რამდენიმე პრობლემური ობიექტი, სადაც დევნილები ცხოვრობენ.
რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართულებას, - 2023 წელს დაგეგმილია მომსახურების 13 ოფისის რეაბილიტაციის დაწყება, საიდანაც 5 ოფისის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება, დანარჩენი ოფისების რეაბილიტაცია კი, 2024 წელს დასრულდება. 2023 წელს ასევე დაგეგმილია მიზნობრივი სოციალური პროგრამის ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცება, რის შემდეგაც, 2024 წელს, ეტაპობრივად მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება ახალი მეთოდოლოგიით.
სამუშაო თათბირზე განიხილეს საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამის მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა. გეგმის მიხედვით, 2023 წელს დასაქმდება 20 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე.
პრემიერ-მინისტრთან თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.
31 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
31 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


