01 თებერვალი 2023, 22:32 / სანდო წყარო

რატი ბრეგაძე: არასაკმარისი კალორაჟის მიღება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალისადმი მუქარა და ამ ყველაფრის წახალისება, ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით

რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახური ნებიმისმიერ პატიმართან მიმართებით ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს პროტოკოლის განუხრელი დაცვით.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ, როდესაც პატიმარი შიმშილობდა, ვგულისხმობ პენიტენციურ დაწესებულებებს, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელი დაცვით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე პატიმარს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით. ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ შევუწყობდით ხელს. თუმცა, ამ შეთავაზებასაც მხარე არ გამოხმაურებია და არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით. შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის მიღება, ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების არჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალისადმი მუდმივი მუქარა და შეურაცხყოფა და ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით. პირიქით, მოვლენათა განვითარების მთელი ეს ჯაჭვი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2026, 20:51

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ირანში განვითარებულ მოვლენებზე: ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

28 თებერვალი 2026, 20:43

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან სწორად აღნიშნა, თურმე ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში იმიტომ ისწავლა ქართული, რომ შემდეგ „დანოსი“დაეწერა და ეს გამოყენებულიყო საბაბად

პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან სწორად აღნიშნა, თურმე ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში იმიტომ ისწავლა ქართული, რომ შემდეგ „დანოსი“ დაეწერა და ეს გამოყენებულიყო საბაბად , - განაცხადა გადაცემაში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა.

ბაჩო ოდიშარია

28 თებერვალი 2026, 20:43

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ბრიტანეთის მთავრობიდან თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა გაცილებით მეტ მოტივაციას იძლევა

ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როცა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს, რაღაც ჯილდოებს გადასცემენ, იმათ როგორც ეს უხარიათ, ჩვენთვის ეს [სანქციები]იყო გასახარი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „პოსტივის“ წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობიდან თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა გაცილებით მეტ მოტივაციას იძლევა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 თებერვალი 2026, 20:41

მსოფლიო

ნეთანიაჰუმ და ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. საუბარი შედგა იმ დროს, როდესაც ორი ქვეყნის სამხედრო ძალები ირანის წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.

ბექა ძამაშვილი

28 თებერვალი 2026, 20:41

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ცდილობ სხვა ქვეყნის იურისდიქციაში შეიჭრა და გქონდეს მცდელობა შეზღუდო მედიის საქმიანობა

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა არის, რომ ასეთი დონის შეზღუდვა აუცილებლად სასამართლოს კონტროლით უნდა განხორციელდეს. ტელეკომპანია „იმედს“ უნდა ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებლობა ჰქონოდა პოზიცია დაეფიქსირებინა, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, ამაზე ინფორმაცია ჰქონოდა და ამ მსჯელობაზე დაყრდნობით მიეღოთ რაღაც გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ყველასთვის სიურპრიზი იყო“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

ეიალ ზამირი

28 თებერვალი 2026, 20:33

მსოფლიო

„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელი დგას ბედისწერის განმსაზღვრელი, უპრეცედენტო კამპანიის წინაშე, რათა აღმოფხვრას ირანისგან მომავალი ეგზისტენციალური საფრთხე

ისრაელის თავდაცვითი ძალების („ცაჰალი“) გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი „ირანის ტერორისტული რეჟიმის შესაძლებლობების გასანადგურებლად მნიშვნელოვანი, ბედისწერის განმსაზღვრელი და უპრეცედენტო კამპანიის“ წინაშე დგას.

28 თებერვალი 2026, 20:28

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ღარიბაშვილის საკანში გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია

სპეციალური პენიტენციური სამსახური ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

თამარ ცაგარეიშვილი

28 თებერვალი 2026, 20:24

პოლიტიკა

თამარ ცაგარეიშვილი: „იმედის“ გაჩუმების სურვილი აქვს მტერს, რომელიც არის ქართველი ხალხის და საქართველოს მტერი

ვის აქვს „იმედის“ გაჩუმების სურვილი? გადაცემის „ღია ეთერი - დებატები“ წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ეს სურვილი აქვს მტერს, რომელიც არის, არა მხოლოდ „იმედის“, არამედ ქართველი ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მტერი. „ამას აქვს ერთადერთი და მოკლე პასუხი - მტერს, რომელიც არის არა მხოლოდ „იმედის“ მტერი, არამედ ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მტერი. მე ვემსახურები „იმედს“, ხალხს, საქართველოს იმიტომ რომ მჯერა - ამ ტრიბუნიდან ისმის მხოლოდ სიმართლე, მხოლოდ სასარგებლო რჩევა და ინფორმაცია საზოგადოებისთვის, რაც ჩემი აზრით წინააღმდეგობას უწევს ჩვენს ჩართვას ამ აპოკალიფსურ, გლობალურ ომში. ჩვენს ჩაბმას უწყობს ხელს, ის ვინც აჩუმებს „იმედს“ და „პოსტივის“ და სიტყვის თავისუფლებას ურტყამს“, - განაცხადა გადაცემის „შემდეგი გაჩერება“ ავტორმა და წამყვანმა თამარ ცაგარეიშვილმა.

28 თებერვალი 2026, 20:20

მსოფლიო

მედია: ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობას კრძალავს

ევროკავშირის საზღვაო მისიის (Aspides) ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ჰორმუზის სრუტეში მყოფ გემებს უკავშირდება და გადაადგილების აკრძალვის შესახებ აფრთხილებს.

ანტონიუ გუტერეში

28 თებერვალი 2026, 20:14

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციას გმობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები და თეირანის საპასუხო დარტყმები. მან მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა.

28 თებერვალი 2026, 20:04

პოლიტიკა

მაგდა ანიკაშვილი: კლასიკური დებატების ნაცვლად დღეს ღია ეთერი დაეთმობა დისკუსიას სიტყვის თავისუფლების და მედიაგარემოს შესახებ. ვეცდებით, ვუპასუხოთ მთავარ კითხვას - ვის ინტერესებშია ცენზურის დაწესება ქართველი მაყურებლისთვის

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობაზე კვლავ უარი თქვეს ოპონენტებმა. ნაწილი გადაცემის ზარებს არ პასუხობდა, ნაწილი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობდა სტუმრობაზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯერ დათანხმდა, თუმცა შემდეგ ეთერზე უარი თქვეს.

კირ სტარმერი

28 თებერვალი 2026, 19:51

მსოფლიო

კირ სტარმერის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა „ცაში თვითმფრინავები ააფრინა“, რათა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეები დაიცვას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების დასაცავად სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.

აბას არაღჩი

28 თებერვალი 2026, 19:13

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აიათოლა ალი ხამეინიზე: რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.

28 თებერვალი 2026, 19:03

საზოგადოება

პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა

პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა.

28 თებერვალი 2026, 18:37

საზოგადოება

თსუ-ში ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა იურიდიულ თუ ინტერდისციპლინურ თემაზე დაწერილი სტატიებია თავმოყრილი.

28 თებერვალი 2026, 18:34

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 18:31

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაზე: ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ. რა სინდისი აქვთ, როგორ უნდა მიმართონ მათ საერთოდ - მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ოთარ ჭულუხაძე

28 თებერვალი 2026, 18:28

პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე: მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციისთვის ცდილობენ, რომ ორი მედია დაასანქცირონ

მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ.

28 თებერვალი 2026, 18:17

პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმა: ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ

„ამ სანქციებს განსაკუთრებული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ არის გათვლა, რომ გარკვეული შიდა რყევები გამოიწვიოს, ერთგვარი კბილის მოსინჯვის ამბავია და სამომავლო სიგნალია, რომ ვიღაცებს კიდევ დავასანქცირებთ და შეშინდითო. თუმცა, ვხედავ, რომ საზოგადოების სიმწიფე და სუვერენიტეტის იდეის გარშემო გაერთიანებულობა ამ რყევებს ვერ გამოიწვევს. ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ. “, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 18:05

პოლიტიკა

ჭეიშვილი ბრიტანეთზე: რასაც უწუნებ რუსეთს და იგივეს აკეთებ არა შენს, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში, დაუწესო ცენზურა ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია

რასაც შენ უწუნებ რუსეთს და იგივე მეთოდებით შენ აკეთებ არა შენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში და მით უფრო, დაუწესო ცენზურა ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია და ვერანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით ვერც ბრიტანეთის ელჩი და ვერც ერთი ქვეყნის შიდა თუ გარე მტერი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.