ზაზა შათირიშვილი: კომპანიების მეშვეობით ევროპაზე ესოდენ მასშტაბური პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის პირობებში, გასაკვირი არაა, რომ ამერიკელები ევროპაში მედიის კონტროლსა და ცენზურას სრულიად იოლად ახერხებენ
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: არქივი
დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს, რომლითაც ცხადი ხდება, რომ კონტროლისა და ცენზურის მსხვერპლი არა მხოლოდ შვეიცარიული, არამედ სრულიად ევროპის მედია ყოფილა.
კერძოდ, ევროპის მასშტაბით განმეორდა ის, რაც მანამდე შვეიცარიაში მოხდა, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილშია აღნიშნული.
მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს, რომ შვეიცარიული მედია დაუბრკოლებლად ავრცელებდა უკლებლივ ყველა სტატიას, რომელიც ბანკის არასათანადო ქმედებებს ამხელდა, თუმცა, როგორც კი ივანიშვილის ადვოკატები ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებას ცდილობდნენ, მაშინვე ყრუ კედელს აწყდებოდნენ.
„ახლაც ზუსტად იგივე მოხდა, ოღონდ უკვე ევროპის მასშტაბით - ცენზურის გავლის შემდეგ, ევროპულმა მედიასაშუალებებმა სტატიიდან ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი ყველა პასაჟი ამოიღეს და ისინი სტატიების გავრცელებას მხოლოდ ამ პირობით დათანხმდნენ.
ევროკავშირში ცენზურის ასეთი მასშტაბი ყოვლად გაუგონარია და ის საბჭოთა კავშირსაც კი შეშურდებოდა. მედიის კონტროლისა და ცენზურის ამგვარი სქემა ქართულმა საზოგადოებამ თავის თავზე მძიმედ იწვნია 2004-12 წლებში, როდესაც აგენტურამ ყველა ეროვნული მაუწყებლის მონოპოლიზება მოახერხა.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ბანკის მენეჯმენტი კრიმინალური ქმედებებიდან ორმაგ შედეგს იღებს - ერთი მხრივ, ის შეგნებულად ანადგურებს შვეიცარიული საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს - „კრედიტ სუისს“ და მეორე მხრივ, საქართველოში მეორე ფრონტის მისაღებად, პოლიტიკურად აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს.
ცხადია, რომ ადვოკატების წერილი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწერა. ისიც ცხადია, რომ ამ წერილში მან 2008 წელზე შემთხვევით არ მიანიშნა. დადასტურდა ის, რასაც რამდენიმე კვირის წინ ვწერდი - სწორედ 2008 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო სააკაშვილს გაემიჯნა, ამ უკანასკნელის პატრონებმა ივანიშვილის ანგარიშის დანგრევა დაიწყეს და მას შემდეგ, ივანიშვილს სასამართლოდან სასამართლოში სიარულს აიძულებენ. სწორედ ბანკის მენეჯმენტი ახალისებდა დანაშაულის მთავარ ამსრულებელს, პატრის ლესკუდრონს და მას, დასჯის ნაცვლად, პრემიას პრემიაზე უწერდა. დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ კი, ლესკუდრონი ჯერ ციხეში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ გამოიყვანეს, ერთადერთი მიზეზით - მისი მოშორება და თვითმკვლელობის ინსცენირება, ბუნებრივია, ციხის გარეთ უფრო იოლი იყო.
ორიოდე კვირის წინ, გამოვაქვეყნე წერილი ოჯახების შესახებ, რომლებიც ამერიკას ბაიდენის მაგივრად მართავენ და შესაბამისად, თამაშის წესებს ევროპასაც უდგენენ. ამ ოჯახების შესახებ, რომლებიც საკუთარ გავლენებს გასული ორი საუკუნის მანძილზე თანმიმდევრულად აფართოებდნენ, დაწვრილებით ინფორმაციას - მათ შორის მათ ვინაობასა და მართვის სქემას - საზოგადოებას მოგვიანებით გავუზიარებ.
ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოჯახების საკუთრებაშია რამდენიმე ამერიკული კომპანია, რომლებიც სამყაროს დასავლეთ ნახევარსფეროში არსებული აქტივების უდიდეს ნაწილს, მათ შორის თითქმის ყველა წამყვან ამერიკულ და ევროპულ მედიასაშუალებას ფლობენ. ოჯახებს შექმნილი აქვთ კლუბები და ფონდები, რომლებიც მათი გავლენების წინა პლანზე წამოწევას ემსახურება. მათი მთავარი მიზანი მსოფლიოს, მათ შორის ევროპის, ერთი, ამერიკული ცენტრიდან მართვა და ორუელისა და ჰაქსლის მოდელების შესაბამისად, ახალი, სტერილური საზოგადოების მიღებაა. ყველას კიდევ ერთხელ ვურჩევ, წაიკითხონ ჯორჯ ორუელის „1984“ და ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“, რათა გაიაზრონ, როგორ მსოფლიოს ამზადებენ ოჯახები თითოეული ჩვენგანისთვის. კომპანიების მეშვეობით ევროპაზე ესოდენ მასშტაბური პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის პირობებში, გასაკვირი არაა, რომ ამერიკელები ევროპაში მედიის კონტროლსა და ცენზურას სრულიად იოლად ახერხებენ.
ოჯახების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს შორის ყველაზე მსხვილია „ბლექროკი“, რომელიც 10 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს მართავს და რომელსაც აშშ-ს ოფიციალურ სტრუქტურებშიც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. დემოკრატიის ყველა წესისა და პრინციპის წინააღმდეგ, სწორედ ოჯახები და კომპანიები განსაზღვრავენ ამერიკისა და ევროპის საკადრო პოლიტიკას და აყალიბებენ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. მაგალითად, „ბლექროკის“ კადრები არიან პრეზიდენტთან მოქმედი აშშ-ს ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ვიცე-პრეზიდენტის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები.
სწორედ „ბლექროკია“ დღეს „კრედიტ სუისის“ უმსხვილესი ინვესტორი და აქციონერი. ბანკის მენეჯმენტის დაუფლებისა და ბანკისთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნის შემდეგ, „ბლექროკმა“ იაფად შეიძინა „კრედიტ სუისის“ აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ სქემის მოქმედება მომავალშიც გაგრძელდება - ამერიკელები „ბლექროკის“ ხელით შვეიცარიული ბანკისთვის პრობლემების შექმნას განაგრძობენ, შვეიცარიელ აქციონერებს გააღარიბებენ და შემდეგ, მათ გაიაფებულ აქციებს თავადვე გამოისყიდიან. ამასობაში კი, მეორე ფრონტის გახსნის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შანტაჟიც გაგრძელდება.
ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ საზოგადოებას მინდა დავუსვა ღრმად სამსჯელო შეკითხვა - ღირს კი ამდენი შფოთვა ამერიკელების მიერ კოლონიზებულ და მართულ ევროკავშირზე? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, სადაც მედია სრულ პოლიტიკურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, რომელსაც ოჯახები ომსა და ეკონომიკურ კრიზისში ერთი თითის დაქნევით ხვევენ? ღირს კი ამდენი შფოთვა ევროკავშირზე, სადაც ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია და ლგბტ პრაიდი ცივილიზებულობის ლამის ერთადერთ საზომად არის ქცეული? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, სადაც ჩვენს ქვეყანას ფასი მხოლოდ ნაცაგენტურის ხელით კოლონიზების შემთხვევაში ექნება? ღირს კი ამდენი შფოთვა ევროკავშირზე, რომლისთვისაც საქართველომ, უკრაინის მსგავსად, სავალდებულო წესით, სიკვდილს უნდა გაუსწოროს თვალი? მიმაჩნია, რომ ეს არის შეკითხვები, რომლებზეც ღრმა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია უნდა გაიმართოს“, - წერს შათირიშვილი.
იურიდიულმა კომპანია MKD-მა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 18:33
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ ძალიან გვინდა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა აშშ ამ ეტაპზე ამის თანხმობას არ იძლევა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში. მისი თქმით, ვაშინგტონის ეს პოზიცია ეკონომიკური და ენერგეტიკული შეშფოთებებით არის განპირობებული.
28 ივლისი 2026, 18:28
პოლიტიკა
კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაგა. განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.
28 ივლისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, იქნება 3 000-მდე ვაკანსია
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
28 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან
ევროკავშირს, საქართველოს თანაბარ პარტნიორად აღქმაზე უარი დიდი ხანია ნათქვამი აქვს. ყველაზე კარგი მაგალითია ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში რა პროცესებს ვადევნებდით ქვეყნის შიგნით თავს. იყო მათ მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა რევოლუციური მცდელობა და ეს კიდევ ერთხელ არის დამაფიქრებელი იმაზე, თუ რა სურთ მათ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა.
28 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას
სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
28 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება
განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკაში“.
28 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს?
უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესე იგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მისთვის მიუღებელი და იმისთვის რომ ეს მიუღებლობა უბრალოდ მის აზრად არ დარჩეს, საზოგადოებას აცნობს გადაწყვეტილებას რომ აფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ჯერ ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას
„ის 78-ე მუხლი და ხელისუფლების მიერ გაცხადებული გეგმა ევროკავშირში 2030 წელს ინტეგრაციის შესახებ, ნაკლებად სავარაუდო და რეალისტურია დღევანდელი მოცემულობით, რადგან ვხედავთ, რომ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებები არ ხდება. პირიქით, სიტუაცია სულ უფრო უარესდება, ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც. ასევე, მზარდი მილიტარისტული განწყობები, რაც შეინიშნება უკვე ევროკავშირის პოლიტიკოსებში, ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას“, - აცხადებს ქიზიყურაშვილი.
28 ივლისი 2026, 17:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი დაიწყო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეიდან ამერიკის მთავრობამ ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
28 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: სარისკო არაფერია თვითონ იდეაში. საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა
რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა სახალხო მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.
28 ივლისი 2026, 17:47
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეაპოლის უნივერსიტეტის აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან შეხვედრა გაიმართა
მისი მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, ასახულს ასზე მეტ პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაში. 2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტრომ გაგა შურღაიას წლის ეროვნული პრემია მიანიჭა მხატვრულ თარგმანში.
28 ივლისი 2026, 17:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე: შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგის, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული
შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები და არასწორად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე საკითხებს. ეს საკითხები არის სამართლებრივი საკითხები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგთან ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული. ასე რომ ევროპული პრაქტიკაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და სადაც ნათქვამია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
28 ივლისი 2026, 17:38
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო. მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბერიძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
28 ივლისი 2026, 17:38
ჯანდაცვა
საქართველოში ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნა
28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას ირანში არსებული ხიდების განადგურება ერთ საათში შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, თუ ის ირანის დაბომბვის განახლებას კვლავ დააპირებს, პრაქტიკულად ერთ საათში ყველა ხიდს გაანადგურებს.
28 ივლისი 2026, 17:31
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები აფუძნებენ ეროვნულ მოძრაობას. სწორედ ეს იყო მისაღწევი!
ახალგაზრდული მოძრაობა „ეროვნული თაობის“ დაფუძნებას ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ეროვნულ მოძრაობას სწორედ ახალგაზრდები აფუძნებენ. მისივე თქმით, ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილში არსებობდა განცდა, რომ ახალგაზრდები ეროვნულ ღირებულებებს შორდებოდნენ, თუმცა დღეს გამოჩნდა, რომ ეს წარმოდგენა სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას.
28 ივლისი 2026, 17:28
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: გუშინ ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ძალიან ცუდად აიტაცეს და თქვეს, რომ თითქოს, ეს იქნება ძალადობრივი ქმედებებით - ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ
ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ, - განაცხადა მოძრაობა „ეროვნული თაობის“ წევრმა გიორგი ქართველიშვილმა.
28 ივლისი 2026, 17:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს, ეს შეგნებული დეზინფორმაციაა
ის შეტევა, უხამსობა, ის მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობასთან, ჩვენი ქვეყნის რელიგიურ იდენტობასთან, ადამიანებში იწვევს გარკვეულ პროტესტს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.
28 ივლისი 2026, 17:19
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ახალი მოძრაობა - „ეროვნული თაობა“ დაარეგისტრირა
„დავარეგისტრირეთ მოძრაობა, რომელსაც ჰქვია. ის მიზნად ისახავს ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი დედაეკლესიის, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი წინაპრების, საზოგადო მოღვაწეების დაცვას. გვინდა, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და ქართველმა ახალგაზრდებმა ამ ორგანიზაციის გარშემო ბევრი კარგი ქართული საქმე გავაკეთოთ. თუ ნიკა გვარამიას და მისნაირების სალანძღავი ვართ მე და ჩემი მეგობრები, უკვე სწორ გზაზე ვართ. გუშინ ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ძალიან ცუდად აიტაცეს და თქვეს, რომ თითქოს, ეს იქნება ძალადობრივი ქმედებებით. მე MMA მებრძოლი ვარ და მიაწერეს ამას, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებით გავუსწორდებით ყველას, რაც არის ძალიან დიდი სიცრუე. ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ“, - განაცხადა „ეროვნული თაობის“ წევრმა გიორგი ქართველიშვილმა.
28 ივლისი 2026, 17:14
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა.


