08 თებერვალი 2023, 13:37 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: ქართულ საზოგადოებას მინდა დავუსვა ღრმად სამსჯელო შეკითხვა - ღირს კი ამდენი შფოთვა ამერიკელების მიერ კოლონიზებულ და მართულ ევროკავშირზე?

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

ქართულ საზოგადოებას მინდა დავუსვა ღრმად სამსჯელო შეკითხვა - ღირს კი ამდენი შფოთვა ამერიკელების მიერ კოლონიზებულ და მართულ ევროკავშირზე? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, სადაც მედია სრულ პოლიტიკურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება?, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილშია აღნიშნული.

„ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, რომელსაც ოჯახები ომსა და ეკონომიკურ კრიზისში ერთი თითის დაქნევით ხვევენ? ღირს კი ამდენი შფოთვა ევროკავშირზე, სადაც ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია და ლგბტ პრაიდი ცივილიზებულობის ლამის ერთადერთ საზომად არის ქცეული? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, სადაც ჩვენს ქვეყანას ფასი მხოლოდ ნაცაგენტურის ხელით კოლონიზების შემთხვევაში ექნება? ღირს კი ამდენი შფოთვა ევროკავშირზე, რომლისთვისაც საქართველომ, უკრაინის მსგავსად, სავალდებულო წესით, სიკვდილს უნდა გაუსწოროს თვალი? მიმაჩნია, რომ ეს არის შეკითხვები, რომლებზეც ღრმა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია უნდა გაიმართოს“, - წერს შათირიშვილი.

როგორც ის აცხადებს, დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს, რომლითაც ცხადი ხდება, რომ კონტროლისა და ცენზურის მსხვერპლი არა მხოლოდ შვეიცარიული, არამედ სრულიად ევროპის მედია ყოფილა. კერძოდ, ევროპის მასშტაბით განმეორდა ის, რაც მანამდე შვეიცარიაში მოხდა.

მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს, რომ შვეიცარიული მედია დაუბრკოლებლად ავრცელებდა უკლებლივ ყველა სტატიას, რომელიც ბანკის არასათანადო ქმედებებს ამხელდა, თუმცა, როგორც კი ივანიშვილის ადვოკატები ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებას ცდილობდნენ, მაშინვე ყრუ კედელს აწყდებოდნენ.

„ახლაც ზუსტად იგივე მოხდა, ოღონდ უკვე ევროპის მასშტაბით - ცენზურის გავლის შემდეგ, ევროპულმა მედიასაშუალებებმა სტატიიდან ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი ყველა პასაჟი ამოიღეს და ისინი სტატიების გავრცელებას მხოლოდ ამ პირობით დათანხმდნენ.

ევროკავშირში ცენზურის ასეთი მასშტაბი ყოვლად გაუგონარია და ის საბჭოთა კავშირსაც კი შეშურდებოდა. მედიის კონტროლისა და ცენზურის ამგვარი სქემა ქართულმა საზოგადოებამ თავის თავზე მძიმედ იწვნია 2004-12 წლებში, როდესაც აგენტურამ ყველა ეროვნული მაუწყებლის მონოპოლიზება მოახერხა.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ბანკის მენეჯმენტი კრიმინალური ქმედებებიდან ორმაგ შედეგს იღებს - ერთი მხრივ, ის შეგნებულად ანადგურებს შვეიცარიული საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს - „კრედიტ სუისს“ და მეორე მხრივ, საქართველოში მეორე ფრონტის მისაღებად, პოლიტიკურად აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს.

ცხადია, რომ ადვოკატების წერილი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწერა. ისიც ცხადია, რომ ამ წერილში მან 2008 წელზე შემთხვევით არ მიანიშნა. დადასტურდა ის, რასაც რამდენიმე კვირის წინ ვწერდი - სწორედ 2008 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო სააკაშვილს გაემიჯნა, ამ უკანასკნელის პატრონებმა ივანიშვილის ანგარიშის დანგრევა დაიწყეს და მას შემდეგ, ივანიშვილს სასამართლოდან სასამართლოში სიარულს აიძულებენ. სწორედ ბანკის მენეჯმენტი ახალისებდა დანაშაულის მთავარ ამსრულებელს, პატრის ლესკუდრონს და მას, დასჯის ნაცვლად, პრემიას პრემიაზე უწერდა. დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ კი, ლესკუდრონი ჯერ ციხეში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ გამოიყვანეს, ერთადერთი მიზეზით - მისი მოშორება და თვითმკვლელობის ინსცენირება, ბუნებრივია, ციხის გარეთ უფრო იოლი იყო.

ორიოდე კვირის წინ, გამოვაქვეყნე წერილი ოჯახების შესახებ, რომლებიც ამერიკას ბაიდენის მაგივრად მართავენ და შესაბამისად, თამაშის წესებს ევროპასაც უდგენენ. ამ ოჯახების შესახებ, რომლებიც საკუთარ გავლენებს გასული ორი საუკუნის მანძილზე თანმიმდევრულად აფართოებდნენ, დაწვრილებით ინფორმაციას - მათ შორის მათ ვინაობასა და მართვის სქემას - საზოგადოებას მოგვიანებით გავუზიარებ.

ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოჯახების საკუთრებაშია რამდენიმე ამერიკული კომპანია, რომლებიც სამყაროს დასავლეთ ნახევარსფეროში არსებული აქტივების უდიდეს ნაწილს, მათ შორის თითქმის ყველა წამყვან ამერიკულ და ევროპულ მედიასაშუალებას ფლობენ. ოჯახებს შექმნილი აქვთ კლუბები და ფონდები, რომლებიც მათი გავლენების წინა პლანზე წამოწევას ემსახურება. მათი მთავარი მიზანი მსოფლიოს, მათ შორის ევროპის, ერთი, ამერიკული ცენტრიდან მართვა და ორუელისა და ჰაქსლის მოდელების შესაბამისად, ახალი, სტერილური საზოგადოების მიღებაა. ყველას კიდევ ერთხელ ვურჩევ, წაიკითხონ ჯორჯ ორუელის „1984“ და ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“, რათა გაიაზრონ, როგორ მსოფლიოს ამზადებენ ოჯახები თითოეული ჩვენგანისთვის. კომპანიების მეშვეობით ევროპაზე ესოდენ მასშტაბური პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის პირობებში, გასაკვირი არაა, რომ ამერიკელები ევროპაში მედიის კონტროლსა და ცენზურას სრულიად იოლად ახერხებენ.

ოჯახების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს შორის ყველაზე მსხვილია „ბლექროკი“, რომელიც 10 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს მართავს და რომელსაც აშშ-ს ოფიციალურ სტრუქტურებშიც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. დემოკრატიის ყველა წესისა და პრინციპის წინააღმდეგ, სწორედ ოჯახები და კომპანიები განსაზღვრავენ ამერიკისა და ევროპის საკადრო პოლიტიკას და აყალიბებენ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. მაგალითად, „ბლექროკის“ კადრები არიან პრეზიდენტთან მოქმედი აშშ-ს ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ვიცე-პრეზიდენტის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები.

სწორედ „ბლექროკია“ დღეს „კრედიტ სუისის“ უმსხვილესი ინვესტორი და აქციონერი. ბანკის მენეჯმენტის დაუფლებისა და ბანკისთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნის შემდეგ, „ბლექროკმა“ იაფად შეიძინა „კრედიტ სუისის“ აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ სქემის მოქმედება მომავალშიც გაგრძელდება - ამერიკელები „ბლექროკის“ ხელით შვეიცარიული ბანკისთვის პრობლემების შექმნას განაგრძობენ, შვეიცარიელ აქციონერებს გააღარიბებენ და შემდეგ, მათ გაიაფებულ აქციებს თავადვე გამოისყიდიან. ამასობაში კი, მეორე ფრონტის გახსნის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შანტაჟიც გაგრძელდება“, - წერს შათირიშვილი.

იურიდიულმა კომპანია MKD-მა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2026, 02:27

მსოფლიო

ტრამპი: შესანიშნავი იქნებოდა, ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს - ორივე მათგანი ძალიან კარგი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, თუ რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე კრემლის ლიდერისადმი. მან თავისი მოსაზრება ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს გაუზიარა.

05 ივნისი 2026, 01:56

პოლიტიკა

ბრაზილიამ გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციაზე თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბრაზილიის მისიის წარმომადგენელმა განმარტა ქვეყნის პოზიცია იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ეხება.

05 ივნისი 2026, 01:45

პოლიტიკა

ისრაელმა გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მორიგი რეზოლუციის კენჭისყრისას ისრაელმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ისრაელის მისიის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უცვლელი რჩება.

05 ივნისი 2026, 01:28

პოლიტიკა

გაეროში უკრაინის მისიის წარმომადგენელი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სრულად შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ვალდებულებები - რუსეთის ოკუპაცია კვლავაც ხელს უშლის დევნილებსა და ლტოლვილებს საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებაში

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის მისიის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

05 ივნისი 2026, 01:16

პოლიტიკა

გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავისი უკანონო ყოფნა საქართველოში, დატოვოს ოკუპირებული რეგიონები და სრულად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები

გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე ისაუბრა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 18 წელი გავიდა, თუმცა მოსკოვი კვლავ აგრძელებს უკანონო ქმედებებს, რაც კონფლიქტის ხანგრძლივად გაჭიანურებას უწყობს ხელს.

05 ივნისი 2026, 00:54

პოლიტიკა

გაეროში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი: ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით

ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:41

პოლიტიკა

იან პრაუდი: ეს რომ მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, უცხოელი ელჩი გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, რადგან პროტესტი მიდის პარლამენტის გარეთ, ყველა გაზეთში იქნებოდა მოთხოვნა, რომ ეს ელჩი გაეწვიათ

ეს რომ მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, უცხოელი ელჩი რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ პროტესტი მიდის პარლამენტის გარეთ, ყველა გაზეთში იქნებოდა მოთხოვნა, რომ ეს ელჩი გაეწვიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:39

პოლიტიკა

იან პრაუდი: თუ გააკრიტიკებ იმას, რომ 21 მილიარდ ფუნტს ურიცხავს ბრიტანეთი უკრაინას ომისთვის, რომელიც ანგრევს ქვეყანას და უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, დაგადანაშაულებენ, რომ კრემლის რუპორი ხარ. შეიძლება დაგაპატიმრონ და კონტრტერორიზმის პოლიციამ დაგკითხოს რადიკალური იდეებისთვის. ეს ყველაფერი გვაქცევს ახალ საბჭოთა კავშირად

თუ გააკრიტიკებ იმას, რომ 21 მილიარდ ფუნტს ურიცხავს ბრიტანეთი უკრაინას ომისთვის, რომელიც ანგრევს ქვეყანას და უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, დაუყოვნებლივ დაგადანაშაულებენ იმისთვის, რომ კრემლის რუპორი ხარ. შეიძლება დაგაპატიმრონ ქვეყანაში, რომ ჩახვალ და კონტრტერორიზმის პოლიციამ დაგკითხოს რადიკალური იდეებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა კითხვაზე: თუ რა მდგომარეობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 00:31

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს რეზოლუციაზე: მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:27

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: ევროპული და ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის დაფაზე. რაღაც ზარალიც რომ მიაყენონ რუსეთს, ესეც საკმარისია და არ აინტერესებთ შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის

ევროპული ელიტებისთვის, ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის დაფაზე. რაღაც ზარალიც, რომ მიაყენონ რუსეთს ესეც საკმარისია და არ აინტერესებთ შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

05 ივნისი 2026, 00:21

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: არასდროს მსმენია, რომ ჩავიდა ელჩი და გააკრიტიკა საჯაროდ ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის ნათელი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში

არასდროს მსმენია, რომ ჩავიდა ელჩი და გააკრიტიკა საჯაროდ ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის ნათელი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:12

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს

გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:59

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამა-პაპისეულ სახლებს

იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათასობით ადამიანი, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნებათ საშუალება, რომ დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ სახლებს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:55

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება

წლების განმავლობაში რადიკალიზაციის თესვამ მიიყვანა სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე, რომ უფრო ეფექტიანად აღასრულოს ეს მიმართულება, ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას ისეთი გარემო სახელმწიფოში, სადაც ყველას შეეძლოს ერთმანეთთან საჯაროდ კონსტრუქციულად საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე საუბრისას.

დავით ბაქრაძე

04 ივნისი 2026, 23:54

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე გაეროს გენერალურ ასამბლეას: ქართველი დევნილებისა და ლტოლვილების საქმის მხარდაჭერით, თქვენ ასევე სოლიდარობას უცხადებთ მსოფლიოს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ვინაიდან მათ მიერ განცდილი გაჭირვება უნივერსალურია, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

04 ივნისი 2026, 23:49

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩვენი პარტნიორებიც მეტი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიაც სწორედ ამას აჩვენებს

ჩვენი პარტნიორებიც მეტი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და ესეც [სტატია] სწორედ ამას აჩვენებს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: როდესაც ვისმენთ აბსურდულ ბრალდებებს, აბსურდულ განცხადებებს, ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. ყველაფერს ვაძლევთ სათანადო შეფასებას. ადრე თუ გვიან, როდესაც დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველაფერს უნდა ერქვას თავისი სახელი

ჩვენი პოლიტიკა არის მარტივი, მაქსიმალურად ვფოკუსირდეთ პოზიტიურ დღის წესრიგზე. ის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოსთან თანამშრომლობით, პარტნიორობით ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, - გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:39

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩავთვალოთ, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაში ფარული დღის წესრიგი არ არის, თუმცა მომავალი აჩვენებს ამას. უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს გარიყვა არ გამოვიდა და არ უნდათ თავიანთი კარტები დაყარონ

ჩავთვალოთ, რომ ფარული დღის წესრიგი არ არის, თუმცა მომავალი აჩვენებს ამას. ამ ეტაპზე რაც არის, უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს გარიყვა არ გამოვიდა და არ უნდათ თავიანთი კარტები დაყარონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:33

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ აუხსნა ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, აშშ-თვის იყო მიუღებელი

ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც არ ჩაერთნენ დემოკრატიულ პროცესებში, უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე და ახლა უბრალოდ დროის მოგებას ცდილობენ იმის იმედით, რომ იქნებ რაღაც მოიგონ ამ პროცესში, მაგრამ გზავნილები იყო ძალიან მკაფიო, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რადიკალების პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის მხრიდან ოპოზიციის ბოიკოტის დაგმობას უკავშირდებოდა.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:31

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები

ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.