13 თებერვალი 2023, 15:05 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან დახსნის სპეცოპერაცია არარეალისტურია

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან დახსნის სპეცოპერაცია არარეალისტურია.

„მიხეილ სააკაშვილის ქცევიდან, კადრებიდან, ასევე, ლობისტური კომპანიების აქტივობიდან, ოჯახის წევრებისა თუ პოლიტიკური მეგობრების დამოკიდებულებიდან ვაკეთებ დასკვნას, რომ ეს არის სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან დახსნის, რაც არარეალისტურია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

„იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ექსკლუზიური კადრები მიაწოდეს, რომლებიც სხვადასხვა დროს, 2022 წელს არის გადაღებული.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2025, 10:33

საზოგადოება

GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

13 ივნისი 2025, 10:23

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:03

მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის იერიშების დროს არ დაზიანებულა

ირანის ერთ-ერთი უძველესი ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის საჰაერო იერიშების დროს არ დაზიანებულა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 09:54

ჯანდაცვა

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

13 ივნისი 2025, 09:49

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

13 ივნისი 2025, 09:35

საზოგადოება

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

13 ივნისი 2025, 09:34

მსოფლიო

„ცაჰალი“: ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

შალვა პაპუაშვილი

13 ივნისი 2025, 09:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს

მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

13 ივნისი 2025, 09:22

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ

ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 09:10

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. მათ ვერ მოუნელებიათ, რომ სააკაშვილი არ არის დღეს საქართველოს პირველი პირი, რადგან მათ გარანტირებული ექნებოდათ მეორე ფრონტის გახსნა

პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. ამ კომენტარით სუბარი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

დონალდ ტრამპი

13 ივნისი 2025, 09:07

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანზე ისრაელის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს თავს დაესხმებოდა, თუმცა დასძინა, რომ ამერიკა ამ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს.

გიორგი ვოლსკი

13 ივნისი 2025, 09:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არც იმდენი რესურსი გააჩნია დონალდ ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს

არც იმდენი რესურსი გააჩნია ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

რიმა ბერაძე

13 ივნისი 2025, 08:52

პოლიტიკა

რიმა ბერაძე: ქვეყანაში ხდება ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის

ხდება ქვეყანაში ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ. მისი თქმით, ეს ყველაფერი გარედან არის დაფინანსებული.

მოჰამედ ბაყერი

13 ივნისი 2025, 08:48

მსოფლიო

BBC: ისრაელის დარტყმებს ირანის გენშტაბის უფროსი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაყერი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 08:40

პოლიტიკა

იან პრაუდი: დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ჩარევა უნდა შეწყვიტონ - უხეში სიმარტივეა იმის თქმა, რომ საქართველო პრორუსულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე

დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ჩარევა უნდა შეწყვიტონ, - წერს ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი, რომელიც 4-7 ივნისს თბილისი გამართული ფორუმის შეჯამებას სტატიის სახით აქვეყნებს. როგორც დიპლომატი წერს „უკრაინიზაცია“ არც საქართველოსთვის იქნება კარგი და არც დასავლეთისთვის“.

13 ივნისი 2025, 08:28

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა 10 წლის წინ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

13 ივნისი 2025, 08:20

საზოგადოება

13 ივნისის სტიქიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

მარკო რუბიო

13 ივნისი 2025, 08:18

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში, ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა

ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

13 ივნისი 2025, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

აიათოლა ალი ხამენეი

13 ივნისი 2025, 08:00

მსოფლიო

ირანის სულიერი ლიდერი: ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს

„რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მტრის თავდასხმების დროს არაერთი მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას“, - აღნიშნა ხამენეიმ.