თამარ ჩიბურდანიძე: „ხალხის ძალის“ ახალი კანონპროექტი, სხვა ქვეყნის აგენტებთან ერთად, რუსეთის აგენტებსაც გამოავლენს, ამიტომაც ღელავენ ოპოზიციაში
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის მხრიდან ახალ კანონპროექტზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო დასავლეთის კურსით მიდის და იქ მოქმედი ყველა წარმატებული კანონის ანალოგია უნდა შეიქმნას ქვეყანაში.
„ჩვენი პოლიტიკური განაცხადი დასავლური კურსია და ვალდებული ვართ, იქ მოქმედი ყველა ყველა წარმატებული კანონის ანალოგია შევმქნათ ქვეყანაში. კონკრეტული კანონპროექტი ამერიკის სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და თუკი გვსურს ჩვენი სხელმწიფოს უსაფრთხოებაც დაცული იყოს ამ მხრივ, მაშინ უნდა მივბაძოთ. ვერ გავიგე ჩვენი ოპოზიციის, როდესაც სჭირდებათ, ამერიკის არიან და როცა ჭირდებათ - რუსეთის? მოკლედ, ქართული ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაიხლართა დროსა და სივრცეში და გამოსავლის საპოვნელად, ისევ ბიძინა ივანიშვილს მიადგნენ, თურმე ეს კანონპროექტი არა „ხალხის ძალის“, არამედ ბიძინა ივანიშვილის იდეა ყოფილა. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამით მის პოპულარიზაციას ეწევიან? რაც შეეხება კონკრეტულ კამონპროექტს, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მითუმეტეს დღეს, როდესაც ქვეყანა დიდი ყურადღების ქვეშ ხვდება ყველა წამყვანი სახელმწიფოსგან. ხვალ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში სხვა ქვეყნების დაფინანსების შემოდინება და რა ვქნათ მაშინ, ვის მოვთხოვოთ პასუხი, ოპოზიციას თუ ხელისუფლებას, რომელიც ვალდებული იყო ეს ზომები მიეღო? წარმოუდგენელია, ამდენი არ ესმოდეთ, უბრალოდ, თემას იყენებენ ხალხში პანიკის ასაწევად, თითქოს ჩვენი მოძრაობა დემოკრატიას საფრთხეს უქმნის ქვეყანაში. არადა, პირიქით, სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოების სტანდარტებს ვამკვიდრებთ საქართველოში. ოპოზიციას კი რეალურად იმის ეშინია, რომ ახალი კანონპროექტი სხვა ქვეყნის აგენტებთან ერთად, რუსეთის აგენტებსაც გამოავლენს, ამიტომაც ღელავენ“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 15:50
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
13 მაისი 2026, 15:47
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების სპეციალისტთან, ჰიმატ სინგჰ სანდჰუსთან შეხვედრა გამართა, რომელიც კომისიისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხებსა და „Log In Georgia“-ს პროექტის მიმდინარეობის განხილვას დაეთმო, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
13 მაისი 2026, 15:44
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: იანვარი-აპრილის პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
ქვეყანაში ბიზნესაქტივობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა - აღნიშნული გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის, ისე რეექსპორტის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ 2026 წლის 4 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შეფასებისას.
13 მაისი 2026, 15:41
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებლებია. ასევე რეკორდულია აპრილის მაჩვენებლებიც: არსებული სტატისტიკური მონაცემებით, აპრილში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 716.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
13 მაისი 2026, 15:31
ეკონომიკა
„დეილი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი: ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს
„დეილი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ ზამბახიძემ, „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ დამატებითი აქციების ფარგლებში, მომხმარებლები პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძლებენ.
13 მაისი 2026, 15:17
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
13 მაისი 2026, 15:10
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ფერნანდ კართაიზერი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს
ევროპარლამენტარმა ლუქსემბურგიდან ფერნანდ კართაიზერმა 11 მაისს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შედეგები გააკრიტიკა.
13 მაისი 2026, 14:53
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
13 მაისი 2026, 14:50
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული
„ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული. პირველ რიგში, ეს ეხება მთავრობის მიერ ყველა განკარგულებისა თუ დადგენილების, ნებისმიერი ბრძანების საჯაროდ გამოტანას და გამოქვეყნებას, რითაც ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაზღვევთ კორუფციულ რისკებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინოს“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
13 მაისი 2026, 14:49
რეგიონი
14-დან 27 მაისის ჩათვლით დაგეგმილი სამუშაოების გამო სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა“.
13 მაისი 2026, 14:49
მსოფლიო
პოლონელი ევროპარლამენტარი უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე: ნუთუ პოლონეთის ფსევდოელიტა კვლავ დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში უნდა მივიღოთ?
პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი უკრაინაში კორუფციის მორიგ სკანდალს ეხმიანება.
13 მაისი 2026, 14:45
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
13 მაისი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „დემოკრატიების ალიანსის" კვლევაზე: განისაზღვრა, რომ საქართველო გახლავთ ერთ-ერთი პირველი, მოწინავე პოზიციაზე, როგორც ევროკავშირის, ასევე „ნატოს" წევრ ქვეყნებს შორის
დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია
13 მაისი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ადგილზე ამის [რევოლუციის] დაკვეთა არ არის
არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ტვ ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ განაცხადა.
13 მაისი 2026, 14:33
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ევროპარლამენტის ცრუ ნარატივებს იმეორებენ ერთი-ერთში ფრანგი ქვედა პალატის წარმომადგენლები. ასეთი ზემოდან ყურება და უაპელაციოდ, არგუმენტების გარეშე დასკვნების გამოტანა არის ყოვლად წარმოუდგენელი
ევროპარლამენტის ცრუ ნარატივებს იმეორებენ ერთი-ერთში ფრანგი ქვედა პალატის წარმომადგენლები, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
13 მაისი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე: არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად ამ დოკუმენტს ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
„ეს არის ხმაურის ატეხის არაფრის მომეცი, იაფფასიანი მცდელობა, იმისთვის რომ საქართველოში რაღაც დღის წესრიგი გააჩინონ. სხვა მხრივ - არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად, ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა ამ დოკუმენტს არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციებში, აქაც უამრავი ტყუილი, ბრალდება და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრების. თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს ესა თუ ის საკითხი - კანონმდებლობა იქნება, ხელისუფლების გადაწყვეტილებები თუ ა.შ., მზად ვართ მათ კონსტრუქციულად დაველაპარაკოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებებით“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მახაშვილი.
13 მაისი 2026, 14:25
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც დავით კიკნაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მისივე განცხადებით, მათ შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
13 მაისი 2026, 14:23
საზოგადოება
იტალიის საელჩო შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
იტალიის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
13 მაისი 2026, 14:23
ეკონომიკა
„აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი „სასურსათო კალათაზე“: ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღინიშნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით
ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით, - განაცხადა „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.
13 მაისი 2026, 14:22
ეკონომიკა
„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი, რომელიც სამ დღეში ერთხელ შეიცვლება ხოლმე
ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში, - განუცხადა „ქრონიკას“ „ლიბრეს“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გოცირიძემ.


