ნანა კაკაბაძე: სააკაშვილის ანტიდემოკრატიულ რეჟიმს უწოდებენ „დემოკრატიულ შუქურას“, ხოლო ევროპარლამენტის დეპუტატები სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილს უწოდებენ პოლიტიკურ პატიმარს
ნანა კაკაბაძე
ფოტო: არქივი
ხაბეიშვილის ნაცგვარდიის აქტივისტები უსტვენენ!, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
„სასტვენებით შეიარაღებული ნაცგვარდიის აქტივისტების „პატრიოტული“ მოძრაობა სულ ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს.
ამჯერად მათი სამიზნეა ყველა, ვინც შავზე თეთრს არ ამბობს ან თეთრზე შავს.
ზუსტად ამ ნიშნით ამჯერად მათი თავდასხმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე და ყველა ის პირი, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეწინააღმდეგებიან.
ვინც არ იტყვის, რომ დემოკრატიული უკრაინა ომს იგებს და ანტიდემოკრატიული რუსეთი მარცხდება, ხოლო კრემლის თავზე დღე-დღეზე აფრიალდება უკრაინული დროშა ის თურმე საქართველოს მტერია. თუ იტყვი, რომ რუსეთი დღეს ამ ომში ინიციატივას ფლობს და ბოლო ხანებში უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებს იკავებს, ხოლო სამწუხაროდ, უკრაინელი ერის საუკეთესო ნაწილი ნადგურდება (ანუ თუ ფაქტებს რეალურად აღწერ და არა პროპაგანდისტულად), ე. ი. პრორუსი, ან სულაც „რუსი“ და პუტინისტია, რომელსაც არ უნდა ევროპაში და ქვეყანას მიაქანებს „რუსულ ჭაობში“.
მოდით, თვალი გადავავლოთ „პრორუსობაში“ ბრალმდებელი და ბრალდებული მხარეების მოკლე ბიოგრაფიებს და ვიხალისოთ, როგორი ადამიანები როგორ კონკურენტებს უყენებენ სასაცილო ბრალდებებს.
მიხეილ სააკაშვილი - მსახურობდა კაგებეს სასაზღვრო ჯარში, დაამთავრა კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ამზადებდა საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლებს. შემდგომში იქ მიღებული თეორიული ცოდნა სააკაშვილმა წარმატებით გამოიყენა სხვა ქვეყნის (თუ ქვეყნების) დაზვერვის სამსახურში შესვლისა და ამ ქვეყნის (თუ ქვეყნების) ინტერესების საქართველოზე წინა პლანზე დაყენებით.
ელენე ხოშტარია - დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით.
ახლახანს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი (როგორც რუსეთის პოტენციური გავლენის აგენტები), ვისაც ეს ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. საქართველოში კი ქ-ნი ხოშტარია ითვლება ანტირუსული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. მას ხელს არ უშლის ის ფაქტიც, რომ მრავალი წელია რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას.
ლევან ხაბეიშვილი - მუშაობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, 2013-2014 წლებში იკავებდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2017 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად. 2020 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2023 წლიდან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.
„პატრიოტი და ანტირუსი“ ქართველების კლასტერის გამოჩენილი ფიგურები იყვნენ რუსეთში გამილიარდელებული კახა ბენდუქიძე,
რუსეთის უშიშროების სამსახურის გენერალი თემურ ალასანია,
საქართველოში "მოღვაწე" რუსი ბიზნესმენი კობა ნაყოფია,
წლების მანძილზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გრიგოლ ვაშაძე და ა. შ.
თუ ამ ყველაფერს დაუმატებთ იმ ფაქტს, რომ ნაცკოჰორტას დღეს რეალურად მართავს და "ამშვენებს" ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ფიგურის გავარ-სახელი გაცილებით მეტის მთქმელია მკითხველუსათვის, ვიდრე მათი ქაღალდზე არსებული ბიოგრაფიული მონაცემები.
ახლა ვნახოთ, პრორუსულ ფესვებზე დამყნობილი რუს-ქართველი პოლიტიკოსების მიერ ვინ არიან ბრალდებულები „პრორუსობაში“.
ირაკლი კობახიძე დაიბადა და აღიზარდა ეროვნულ მოძრაობაში ცნობილი და გამორჩეული ფიგურის გიორგი კობახიძის ოჯახში, სადაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსათვის ბრძოლა განსაზღვრავდა ამ ოჯახის ცხოვრების წესს. ირაკლიმ -დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხები. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში. იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. 2017-2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა.
იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
26 იანვარი 1976-1998
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამართლის დოქტორი (Dr. iur.),ასოცირებული პროფესორი
საარჩევნო სუბიექტი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ფრაქცია/ჯგუფი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2017 - 2020 გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი
2015 - 2017 გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე
2015 - დღემდე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი 2012 - 2015 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
2007 - 2015
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი
2005 - 2006
სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში
2003 - 2007
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი 2000-2002 საარლენდის უნივერსიტეტის დოქტორანტურა (Dr.iur.) 2000 - 2001
საადვოკატო ბიურო Heimes&Muller - ადვოკატის თანაშემწე 1998 - 1999 საარლენდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა (LL.M.)1996 - 1998 საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე სპეციალობა:
საერთაშორისო სამართალი
1999
დაწესებულება:
საარლენდის უნივერსიტეტი
სპეციალობა:
ევროპული კერძო სამართალი
არჩილ თალაკვაძე - 2007-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, მრჩევლის პოზიციაზე. 2010 წელს დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა. 2015 წელს ჩაირიცხა ლონდონის ეკონომიკის სკოლის აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში.
2011-2012 წლებში მუშაობა დაიწყო დირექტორის მოადგილედ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, პოლიტიკური სისტემის განვითარებას, მედიის თავისუფლებას და დემოკრატიულ რეფორმებს ემსახურებოდა. 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ, სადაც პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა წარმატებით გაატარა - შედეგად 11-ჯერ შემცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებლები, მინიმუმამდე შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება და დაიწყო “C” ჰეპატიტის პროგრამა. 2014-2016 წლებში არჩილ თალაკვაძე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, სადაც ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობებს, მიგრაციის სამსახურის რეფორმას და ცენტრალური აპარატის მუშაობას უძღვებოდა. 2015-2016 წლებში იყო “გლობალური ფონდის” (The Global Fund) მმართველი საბჭოს წევრი, საქართველოს მთავრობის კვოტით. არის საქართველოს პარლამენტის წევრი.
ანრი ოხანაშვილი - არის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - “ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) სამეცნიერო რედაქტორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 2009 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც სწავლობდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მას 2010 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის წოდება Magister Legum (LL.M.) სისხლის სამართლის მიმართულებით. 2012 წელს ანრი ოხანაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სადოქტორო საფეხურზე სწავლის სამწლიანი სტი-პენდია და ამავე წლიდან გახდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტე-ტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულე-ბით. ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
2008-2012 წლებში ის იყო სამეცნიერო მკვლევარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“) სამეცნიერო სტიპენდიატი. მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტში სისხლის სამართალის მიმართულებით. 2008-2009 წლებში, როგორც ერთ-ერთმა სამეცნიერო შემსრულებელმა, მიიღო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“. 2017 წლიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის „პოლიცია და უსაფრთხოება“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2008, 2011-2012 წლებში იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელი“ (Netzwerk Ost-West) სამეცნიერო ხელმძღვანელი. ანრი ოხანაშვილის არის სამართლის დოქტორი.
ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ისედაც ნათელია, რომ რუსული ფესვების პოლიტიკოსები პრორუსობას სწამებენ ევროპული განათლებისა და ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსებს.ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილის ანტიდემოკრატიულ რეჟიმს უწოდებენ „დემოკრატიულ შუქურას“, ხოლო ევროპარლამენტის დეპუტატები სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილს უწოდებენ პოლიტიკურ პატიმარს.
ეს არის ზოგიერთი ევროპელი დეპუტატების ფუჭი მცდელობა, საქართველის მოქალაქეებს თავს მოგვახვიონ ევროპული ღირებულებების გაუკუღმართებული გაგება.
ხაბეს ნაცგვარდიის აქტივისტების სტვენა, ვერაფერს დააკლებდა ქართველთა მისწრაფებას ევროპისაკენ, რომ არა კრებსითი კუბილიუსების ბანის მიმცემი სტვენა, ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან”, - წერს კაკაბაძე.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 13:58
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
28 მაისი 2026, 13:57
საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.
28 მაისი 2026, 13:56
მსოფლიო
რუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 13:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას
„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 13:10
მსოფლიო
Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ
შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.
28 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.
28 მაისი 2026, 12:11
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 11:57
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო
აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 მაისი 2026, 11:51
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
28 მაისი 2026, 11:44
სპორტი
სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
28 მაისი 2026, 11:39
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:31
რეგიონი
რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს
რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
28 მაისი 2026, 11:25
სპორტი
ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.
28 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.
28 მაისი 2026, 11:20
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:16
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.


