რატი ბრეგაძე: პატიმრებს თავიდანვე უნდა სცოდნოდათ, რომ ისინი უკვე შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც აღარ არსებობს სამართალი, და რასაც ეტყვიან, ის უპირობოდ უნდა შეასრულონ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებოდნენ კიდევ უფრო სასტიკად
რატი ბრეგაძე
ფოტო: არქივი
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას კიდევ ერთხელ ისაუბრა 2012 წლამდე ციხეებში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ხშირად ჭორებს და მოგონილ ამბებს უწოდებდა იმ სისასტიკის შესახებ არსებულ ინფორმაციას, რომელიც ჟონავდა ციხის გარეთ.
„იმისთვის, რომ დამყარებულიყო მაქსიმალური მორჩილება, პატიმრებს ეთანამშრომლათ ციხის ადმინისტრაციასთან, როგორც კი შედიოდა პატიმარი ციხის ტერიტორიაზე, მას ეგრევე ხვდებოდა „საკარანტინო პროცედურები“, რაც გულისხმობდა ხელკეტებით მათ სასტიკად ცემას. იმისთვის, რომ თავიდანვე სცოდნოდათ, რომ ისინი უკვე შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც აღარ არსებობს სამართალი, და რასაც ეტყვიან, ის უპირობოდ უნდა შეასრულონ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებოდნენ კიდევ უფრო სასტიკად.არსებობდა სპეციალური ჩაფხუტები, პირში თავსდებოდა სპეციალური ბურთი, რომ არ ესაუბრათ. მათ შეეძლოთ ერთმანეთში ესაუბრათ მხოლოდ ჩურჩულით და თუ ოდნავი ხმა მაინც გამოვიდოდა, მათ ისევ და ისევ გაატარებდნენ ხელკეტების ქვეშ. ასევე, როცა პატიმარი მოთავსდებოდა კარცერში, იქ იყო სპეციალური ლოგინი, რომელიც იყო აკეცილი და დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე პატიმარს არ შეეძლო დამჯდარიყო. თუკი დაჯდომა მოუნდებოდა, უნდა დამჯდარიყო ცემენტის იატაკზე. მათ ეზღუდებოდათ საკვების მიღება და საპირფარეშოთი სარგებლობაც კი. ასეთ სამწუხარო და, პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულებრივ პრაქტიკასთან გვქონდა საქმე 2012 წლამდე.
ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომელსაც სასამართლოც აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ გაბედეს პატიმრებმა ამ დანაშაულებზე საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ დანაშაულებრივი რეჟიმით, რომელიც არსებობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ მიღწეული ჰქონდათ უკვე თავიანთი მიზნისთვის, ანუ შიში იყო დასადგურებული. თუკი ვინმე გაბედავდა, ხმა ამოეღო ან ახლობლისთვის ეთქვა ცემის ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მას კიდევ უფრო დაუმატებდნენ და მისი წამება და მისგან გამოწვეული როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილი იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე. ეს სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები უკვე, ფაქტობრივად, განაგებდნენ თავიდან ბოლომდე იმ ადამიანების ბედს, რომელთა უფლებებიც მათ უნდა დაეცვათ და უნდა ეზრუნათ მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. ახორციელებდნენ, ასევე, შანტაჟს პატიმრების ახლობლებზე და იყენებდნენ მათ გარკვეული პოლიტიკური დანიშნულებითაც კი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 12:40
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გასამართ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად მიიწვია
თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირი მომავალ კვირას ჰიუსტონში „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკულ შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.
12 სექტემბერი 2026, 11:37
კულტურა
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
12 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 11:30
პოლიტიკა
„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა
„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა
12 სექტემბერი 2026, 11:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
12 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს
ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.
12 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა
ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 11:07
სამართალი
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:57
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:51
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.
12 სექტემბერი 2026, 10:50
მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის საწარმოებზე იერიში მიიტანეს
უკრაინულმა ძალებმა 12 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში ტოლიატისა და ტაგანროგში სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:45
საზოგადოება
სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.
12 სექტემბერი 2026, 10:39
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
12 სექტემბერი 2026, 10:36
მსოფლიო
The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება
მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:33
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
12 სექტემბერი 2026, 10:11
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 09:47
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში
საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
12 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 09:26
პოლიტიკა
ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში
რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.


