20 თებერვალი 2023, 10:53 / სანდო წყარო

რატი ბრეგაძე: ითელებოდა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, კონსტიტუცია და სამართლებრივი წესრიგი და ამ ყველაფერზე პასუხი იყო დაცინვა ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების

რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა რეაგირება, თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების პასუხი იყო „დაცინვა ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების“. ეს განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

„აღსანიშნავია CPT-ის იმჟამინდელი ანგარიში. სწორედ ამ დოკუმენტში აღინიშნა, რომ არაადამიანური მოპყრობა საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში იყო სისტემური პრობლემა, ანუ საერთაშორისო საზოგადოება, ცხადია, ამ ყველაფერს ხედავდა. როდესაც არსებობს კომისიის ანგარიში, რომელიც პასუხისმგებელია, პრაქტიკულად, თვალყური ადევნოს ევროპის ტერიტორიაზე პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას, ასახავდა თავის ანგარიშში იმ ვითარებას, რის შესახებაც ჰქონდათ მათ ინფორმაცია. მაგრამ ერთია, საერთაშორისო საზოგადოება რას ამბობს, და მეორეა, სახელმწიფოში მთავარ მოქმედ პირებს რამდენად შესწევთ უნარი, დაინახონ თავიანთი ნაკლოვანებები; რას პასუხობდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეებში არსებულ სიტუაციას და, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლის არაადამიანურ მეთოდებს. პასუხი იყო ნულოვანი ტოლერანტობა და ის, რომ ადამიანს, რომელიც გაბედავდა, პროპაგანდისტული თვალსახვევი ოდნავ მაინც ჩამოეწია და დაენახა სიმართლე, თავზე ჩამოაცმევდნენ ტომარას და შეიძლება ხელკეტების ჯერის ქვეშაც გაეტარებინათ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა გაიხსენა იმჟამინდელი პრეზიდენტის ერთ-ერთი საჯარო შეხვედრა, სადაც მან განაცხადა, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომლის დასაქმებისათვის საჭიროა სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში.

„ამაზე მეტი დაცინვა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისა, რა უნდა იყოს. ერთი მხრივ, ითელებოდა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, კონსტიტუცია და სამართლებრივი წესრიგი, და ამ ყველაფერზე პასუხი იყო დაცინვა ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველა სიახლე

12 სექტემბერი 2026, 14:22

სამართალი

შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს

შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 14:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება

ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

12 სექტემბერი 2026, 14:05

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ დააზიანა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ, უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 13:56

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და გოლფის ტურნირს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დუბლინში ჩავიდა, სადაც ირლანდიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, შემდეგ კი საკუთარ ერთ-ერთ კურორტზე გამართულ გოლფის ტურნირს დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

Reuters: სი ძინპინი პირველად შვიდი წლის შემდეგ ინდოეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩავიდა, სადაც ორგანიზაცია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:34

საზოგადოება

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:14

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

12 სექტემბერი 2026, 13:13

საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.

12 სექტემბერი 2026, 13:09

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრების წევრები ქალაქ წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე იმყოფებიან. მინისტრმა მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა.

12 სექტემბერი 2026, 12:40

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გასამართ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად მიიწვია

თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირი მომავალ კვირას ჰიუსტონში „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკულ შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 11:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.

12 სექტემბერი 2026, 11:37

კულტურა

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

კაია კალასი

12 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 11:30

პოლიტიკა

„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

თორნიკე ჭეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

რატი იონათამიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს

ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა

ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 11:07

სამართალი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:57

სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:51

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.