23 თებერვალი 2023, 16:06 / სანდო წყარო

პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და პარლამენტის წევრებმა პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„დღეს პატივს მივაგებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებს, რომლებიც კოჯორთან, ტაბახმელასთან, იალღუჯთან დაეცნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ეს გმირობა არის მაგალითი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენი ვალია, რომ შემდეგ თაობებს ეს გმირობა გადავცეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საჭირო, რათა ქვეყანას შეუნარჩუნდეს ის მონაპოვარი, რისთვისაც გმირმა იუნკერებმა დაღვარეს სისხლი.

„წელს ამ დღეს აღვნიშნავთ განსაკუთრებულ გარემოებაში, როდესაც გვაქვს ამხელა გამოწვევები უსაფრთხოების მხრივ და განსაკუთრებით ამ დროს ორმაგი პასუხისმგებლობაა საჭირო ყველა ჩვენი ქმედებისთვის და ყველა ჩვენი გადაწყვეტილებისთვის, რათა ის, რისთვისაც გმირმა იუნკერებმა დაღვარეს სისხლი, შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს თავისუფლება. ჩვენი ვალია, დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით აღვნიშნოთ ეს დღე, ვიფიქროთ ჩვენს აწმყოზე და იმაზე, რომ ჩვენს მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ეზოში არსებულ ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და სტუმრებთან ერთად, იუნკერების შთამომავლებიც ესწრებოდნენ.

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ჯარისკაცებთან უთანასწორო ბრძოლას, ქართველ იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2026, 09:27

სპორტი

ჩეხეთმა სამხრეთ აფრიკასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული A ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

19 ივნისი 2026, 09:22

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები დღეს გრანდიოზული კონცერტით წარდგებიან.

19 ივნისი 2026, 09:09

მსოფლიო

აშშ-ის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს

ამერიკის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ფრიდრიხ მერცი

19 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი და მერცი პუტინთან კომუნიკაციის გამო ევროკავშირს თავს დაესხნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციის არხების გახსნის გამო ევროკავშირი გააკრიტიკეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

კრისტიან შტოკერი

19 ივნისი 2026, 08:55

მსოფლიო

ავსტრიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებს მხარს უჭერს

ავსტრიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, - განცხადება კრისტიან შტოკერმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა. როგორც ავსტრიის მთავრობის მეთაურმა განმარტა, ნებისმიერი მშვიდობა მოლაპარაკებებით იწყება და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ ის პოზიტიურად არის განწყობილი.

19 ივნისი 2026, 08:48

მსოფლიო

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და მიგრაციის საკითხებზე მსჯელობენ.

19 ივნისი 2026, 08:34

მსოფლიო

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა

ამერიკის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნა.

დონალდ ტრამპი

19 ივნისი 2026, 08:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ-ს ირანისთვის 300 მილიარდი დოლარი არ გადაუხდია, ეს ყალბი ამბავია

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შეერთებულმა შტატებმა ირანს 300 მილიარდი დოლარი გადაუხადა, სიმართლეს არ შეესაბამება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

თენგიზ შარმანაშვილი

19 ივნისი 2026, 08:12

პოლიტიკა

შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თუ ნეიტრალური ხარ, უკვე მტერი ხარ, ეს არის მათი თამაშის წესები და სამწუხაროდ, აქამდე მივიდა განვითარების ბოლო ეტაპზე ევროკავშირი

თუ ნეიტრალური ხართ, უკვე მტერი ხართ. რომ დაიმსახურო მათი შექება, უნდა იყო მათი პირდაპირი ხაზის გამტარებელი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერს.

19 ივნისი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

რუმენ რადევი

19 ივნისი 2026, 01:04

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს

ბულგარეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს, რადგან ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, გარდა ამისა, მთავრობა არ ეთანხმება რუსი ეპისკოპოსის მიმართ დაწესებულ სანქციებს - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.

მოჯთაბა ხამენეი

19 ივნისი 2026, 00:34

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმებასა და პირდაპირ მოლაპარაკებებს ნება დართო

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ირანელ მომლაპარაკებლებს აშშ-თან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის უფლება დართო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „არ ნიშნავს მტრის შეხედულებების მიღებას“.

19 ივნისი 2026, 00:19

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სამინისტროს ყოველწლიური შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ გუნდს სპეციალურად განკუთვნილი თასი გადასცა, ხოლო ფეხბურთელები მედლებით დააჯილდოვა.

შალვა გოგოლაძე

19 ივნისი 2026, 00:14

სპორტი

სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ

საქართველოს სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ. ამ თემაზე შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი Live” ისაუბრა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია წარმატებული სპორტსმენების ფინანსური მხარდაჭერა.

შალვა გოგოლაძე

19 ივნისი 2026, 00:04

სპორტი

შალვა გოგოლაძე: ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ასეთი გმირები ახალისებენ სპორტს

ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

შალვა გოგოლაძე

18 ივნისი 2026, 23:58

სპორტი

სპორტის მინისტრი: ასეთი დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება. რეგიონში ამდენი წლის უწყვეტმა მშვიდობამ მისცა საშუალება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოსთვის მიენიჭებინა 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი

თბილისში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც გადაცემაში „იმედი LIVE“ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო, მათ შორის არის მშვიდობა.

შალვა გოგოლაძე

18 ივნისი 2026, 23:54

სპორტი

შალვა გოგოლაძე: 2030 წლისთვის, სპორტულ ინფასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებით

2030 წლისთვის, სპორტულ ინფასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სპორტი ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი იყო.

18 ივნისი 2026, 23:40

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი დენ ჯარვისი მასპინძლობენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 23:37

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე: ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში

ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 23:34

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწვეთ რეალობისკენ შემობრუნება

დღე არ გათენდება, როცა არ ვამბობთ რომ მოდით დაგველაპარაკეთ, თუ მე ეს რეჟიმი [ევროკავშირთან დაშორება] მინდა, მაშინ რატომ მივიყვან აქამდე საქმეს? რატომ ველაპარაკები ყველა ევროპულ ქვეყანას, როდესაც ვხვდებით ცალ-ცალკე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების ევრობიუროკრატთან პოლიტიკა ართულებს.