17 ივნისი 2026, 13:34 / სანდო წყარო

ლადო სადღობელაშვილი სამადაშვილს: მოიხსენით შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ საქართველოს და თქვით სიმართლე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით

ლადო სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი

პოლიტიკური დალტონიზმი! აი ასეთ შეფასებას მივცემდი სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის! - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ მაგალითად, მისი მოლდოველი მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ წინ არის საქართველო მოლდოვასთან შედარებით!

ანალიტიკოსი სამადაშვილს მოუწოდებს შეხედოს სრულიად საქართველოს და თქვას სიმართლე, რომ საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით.

„- მე მყავს მოლდოველი მეგობრები რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ და ყოველ ჩამოსვლაზე აღფრთოვანებას ვერ მალავენ იმასთან დაკავშირებით თუ რაოდენ წინ ვართ მოლდოვასთან შედარებით! წინ არა მარტო ეკონომიკურად არამედ ზოგად სოციალურ თუ პოლიტიკურ განვითარების კუთხით!

- მე ვხედავ მართლაც რომ დაბეჩავებულ და გაღატაკებულ უკრაინელებს რომლებიც აქ საქართველოში რომ ჩამოდიან უკან წასვლა არ უნდათ!

- ასევე ჩემდა სამწუხაროდ მე ვხედავ ქართველ პოლიტიკოსებს რომლებსაც ბოღმამ მხედველობა დაუბინდა, რომლებიც შავზე თეთრს ამბობენ და ამით ჩვენი ბედკრული ქვეყნის დაკნინებას ცდილობენ!

- ქალბატონო სალომე მოიხსენით ეგ შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ თბილისს, ბათუმს, შეხედეთ სრულიად საქართველოს! გაიხსენეთ თქვენი მახინჯურ-სადისტური პარტიის მმართველობა და თქვით სიმართლე! სიმართლე რომელიც ასე ჟღერს : საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს თავის განვითარებით, ეკონომიკურ-სოციალური თუ პოლიტიკური წყობით! თქვით სიმართლე და დამიჯერეთ გულზე მოგეშვებათ! ნუ გაუხარებთ მტრებს გულებს, ამას ჩვენ ვიმახსოვრებთ, ესეც ღალატის ერთგვარი ფორმაა!“- წერს სადღობელაშვილი.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2026, 14:53

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი და მამუკა მერკვილაძე რკინიგზის კორუფციული სკანდალის უკან - რა კავშირი აქვთ ხსენებულ პირებს დავით ფერაძესთან

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძე რკინიგზის კორუფციული სკანდალის უკან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი კორუფციული სქემა გაშიფრა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ, ძებნა გამოცხადდა საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე.

იტამარ ბენ-გვირი

17 ივნისი 2026, 14:47

მსოფლიო

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის იტამარ ბენ-გვირის განცხადებით, ის აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს არ ეთანხმება.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 ივნისი 2026, 14:35

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ახადა ფარდა ევროკავშირის იმ ქმედებებს, რასაც ისინი აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვხედავთ თითქოს იმედის მომცემ განცხადებებს, რომ ევროკავშირი შეიძლება შეიცვალოს, 2030 წლისთვის უკვე სხვა ორგანიზაცია იყოს

„ქართულმა ოცნებამ“ ახადა ფარდა ევროკავშირის იმ ქმედებებს, რასაც ისინი აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვხედავთ თითქოს იმედის მომცემ განცხადებებს, რომ ევროკავშირი შეიძლება შეიცვალოს, 2030 წლისთვის უკვე სხვა ორგანიზაცია იყოს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

17 ივნისი 2026, 14:34

საზოგადოება

გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია

კვლევის მიხედვით უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა.

17 ივნისი 2026, 14:32

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციების კონფერენციის გახსნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა

„ამ გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და თავად მედიის თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა უფლება მიიღონ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთოს. კომისია ხელს უწყობს ჯანსაღი მედიაგარემოს განვითარებას, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრებას. კომუნიკაციების კომისია აღასრულებს კანონს და მომავალშიც განუხრელად შეასრულებს საკუთარ მოვალეობას. სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და მაღალი პროფესიული სტანდარტები არის ის ღირებულებები, რომლებზეც უნდა იდგეს თანამედროვე მედია და რომელთა დაცვაც დემოკრატიული საზოგადოების მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კირ სტარმერი

17 ივნისი 2026, 14:31

მსოფლიო

სტარმერმა რუსული გემის გასროლას ლა-მანშის სრუტეში უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ლა-მანშის სრუტეში რუსული სამხედრო გემის მიერ განხორციელებული გამაფრთხილებელი გასროლა უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო.

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს საბჭოთა კავშირის ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა

იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს იმ ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. ის დაიბადა საბჭოთა კავშირში და როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

ვატო შაქარიშვილი

17 ივნისი 2026, 14:28

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს არ სურს არც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, არც თანასწორუფლებიანი წევრიც კი, მათ სურთ მხოლოდ მონურ მორჩილებაში მყოფი სახელმწიფოები, რომლებიც მთლიანად ბრიუსელის დღის წესრიგს გაჰყვებიან

ევროკავშირის პოლიტიკასა და მარტა კოსის გახმოვანებულ იდეას „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. პოლიტიკური პარტიის შეფასებით, ევროპელი ბიუროკრატები, ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირი თანასწორობის პრინციპს ფორმალურადაც აღარ იცავს და ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ.

17 ივნისი 2026, 14:27

ტაბლოიდი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, იგი ფლობდა Lloyd's Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.

17 ივნისი 2026, 14:15

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილესთან გიორგი მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 14:09

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული 13 პირი პროკურატურისგან ინდივიდუალურ განხილვას და გადაწყვეტილებას ელის - ყველა მათგანი დანაშაულს აღიარებს

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულები, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია და მიხეილ თოლორაიები, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი და სიმონ მახარაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

17 ივნისი 2026, 14:06

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების მიმართულებით უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლებისა და პროფესიული განათლების სტანდარტების გადახედვის მნიშვნელობას და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის გზით აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

17 ივნისი 2026, 13:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობები და ორი ქვეყნის ისტორიულად მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2026, 13:41

მსოფლიო

POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები საფრანგეთის ქალაქ ევიანში იმ მოლოდინით ჩავიდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ირანისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე მწვავე დაპირისპირება ელოდებოდათ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 13:35

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 13:35

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებაზე: ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებას ეხმაურება და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურად დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ნიკოლოზ მეტრეველი

17 ივნისი 2026, 13:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე: შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო, ძველი ხრიკია, რომელიც ქართულ საზოგადოებაზე დიდი ხანია აღარ მუშაობს

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს, მაშინ როგორ შეიძლება იყოს ის კანდიდატ ქვეყნებს შორის „ყველაზე ღატაკი “? გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იყო.

17 ივნისი 2026, 13:14

სამართალი

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს

„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტი“ – ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა.

დავით ქართველიშვილი

17 ივნისი 2026, 13:11

პოლიტიკა

ქართველიშვილი იუკნევიჩიენეს აღიარებაზე: 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იყო და საქართველოს ამ „ღია კარში“ მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ „საერთო ევროპული ფასეულობების“ დასაცავად. ჯილდოდ, თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ „კასტრირებულ“ პერსპექტივას, დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ

ეს მონაკვეთი ყველაფრით „მშვენიერია“ - იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ „ღია კარებში“, ისევე როგორც ნატო-ს ორპირში მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ „საათი იქს“ დადგომისას - სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ „საერთო ევროპული ფასეულობების“ დასაცავად. ჯილდოდ - თუ კი გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ „კასტრირებულ“ პერსპექტივას - დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ, მორიგი ბუნდოვანი ნახევრადდაპირების სახით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვის შესახებ.