სოზარ სუბარი: სწორედ იმიტომ რომ იმ პერიოდში ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში, ჩემს თვალწინ ჩაიარა იმან, როგორ გამოიყენეს დონორებისგან გამოყოფილი დაფინანსებების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში რევოლუციის შესამზადებლად
სოზარ სუბარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
სწორედ იმიტომ რომ ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორშიც, თან იმ პერიოდში, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, ჩემს თვალწინ ჩაიარა, როგორ იყო გამოყენებული გარკვეული დაფინანსებების რაღაც ნაწილი ქვეყანაში რევოლუციის შესამზადებლად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დონორებისგან აღნიშნული გრანტები განსაზღვრული იყო ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
„მე ჩემი მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი საქართველოს და ძალიან მცირე ნაწილია, (ამ ნაწილშიც ძალიან კარგ საქმეს ვემსახურებოდი) რომელიც შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული გრანტებთან. ვიყავი ქართული გაზეთის რედაქტორი, ვიყავი სკოლის დირექტორი, ვიყავი სახალხო დამცველი, ვიყავი მედავითნე 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეკლესიაში, ეს არის ჩემი ისტორია. ამაში შედის ის ნაწილი, როდესაც მე ვმუშაობდი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც და მგონია, რომ იქაც ძალიან კარგს საქმეს ვემსახურებოდი, იმიტომ რომ ძირითადად ეს იყო ადამიანი უფლებების დაცვა. თუმცა, სწორედ იმიტომ რომ ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორშიც და თან იმ პერიოდში, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, იმანაც ჩემს თვალწინ ჩაიარა, როგორ იყო გამოყენებული გარკვეული დაფინანსებების რაღაც ნაწილი რევოლუციის შესამზადებლად, მაშინ როცა ამ გრანტების მიზანი იყო ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არ იყო დონორებისგან განსაზღვრული ამ დროს.
საქართველოს მტერი ძალიან ბევრი ჰყავს და ეს მტერი შეიძლება იყოს მთელს მსოფლიოში, ჩრდილოეთში, სამხრეთშიც, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც. როცა დასავლეთზე ამბობენ, რატომო - გუშინ თქვენს ეთერში ახსენეს ფინელი დეპუტატი - ჰაუტალა, რომელიც იბრძოდა აქ ჰესების აშენების წინააღმდეგ. ერთის მხრივ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ განახლებადი ენერგიები არის კარგი და ფინეთშიც, შვედეთშიც, ნორვეგიაშიც 99%-ით არის ათვისებული წყლის მთელი ენერგია და როდესაც საქართველოს ეს ერთი წყარო გვაქვს ენერგიის, რომლითაც უცხოეთზე არ ვიქნებით დამოკიდებული და ებრძვიან იმას, რომ საქართველოს თავისი ენერგია ჰქონდეს და არ იყოს ჩამოკიდებული არც რუსულ, არც აზერბაიჯანულ და არც თურქმენულ თუ სხვა ენერგიაზე, მე არ მგონია, რომ ამას ქვეყნის მეგობრობა ერქვას“, - განაცხადა სუბარმა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!
როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
17 აპრილი 2026, 00:12
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან
ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
17 აპრილი 2026, 00:07
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“
ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.
16 აპრილი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა
16 აპრილი 2026, 23:52
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
16 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
16 აპრილი 2026, 23:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
16 აპრილი 2026, 21:36
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
16 აპრილი 2026, 21:21
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
16 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


