ჯუანშერ ბურჭულაძე: არ გადავდგით რადიკალური ნაბიჯები, რაც რევოლუციური იქნებოდა საზოგადოებისთვის, არამედ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო პირობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის
ჯუანშერ ბურჭულაძე
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ჩვენ გვექნება რამდენიმე ალტერნატივა და პირს თავისი სურვილის შესაბამისად და იმ რეალობიდან გამომდინარე, როგორც თვითონ ისურვებს, შეეძლება არჩევანის გაკეთება, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც მან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა სტუდენტებისთვის მოიცავს საერთო ჯამში 4-თვიან საწვრთნელ მომზადებას. ჯუანშერ ბურჭულაძემ სტუდენტების გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობებზეც ისაუბრა.
„ბევრად მოქნილია ახალი კოდექსი, საშუალებების ბევრად დიდ დიაპაზონს მოიცავს. სტუდენტს ექნება არჩევანის უფლება, ასევე ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი ნება და ნებაყოფლობით გაიაროს გაწვევამდე სავალდებულო სამსახური. ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება წლის განმავლობაში, მხოლოდ ზაფხულში, ერთი თვით გაიაროს მომზადება და აღარ იქნება იგი ვალდებული სავალდებულო სამსახურის მიმართ. ასევე, უცხოეთში მყოფ სტუდენტს ექნება იგივე საშუალება, აირჩიოს აღნიშნული პროგრამა და წლის განმავლობაში ერთხელ, ზაფხულში ჩამოვიდეს და გაიაროს ეს საწყისი მომზადების კურსი“, - განმარტა მინისტრმა.
მისი თქმით, სტუდენტის სტატუსი აღარ იქნება სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი, თუმცა, სტუდენტობა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად იქნება გაწვეულთა სიაში სტუდენტი.
„გადავადება იქნება, გარდა იმ მოტივაციებისა, რაც იყო აქამდე დადგენილი გათავისუფლებისთვის, მხოლოდ ერთხელ, თანხის სანაცვლოდ. დისკრიმინაციული არცერთი მიმართულებით არ არის აღნიშნული კანონპროექტი და გადავადება პირს შეეძლება მხოლოდ ერთჯერადად, 10 000 ლარის სანაცვლოდ და იგი ავტომატურად, შემდეგ წელს აღარ მოხვდება შესარჩევთა სიაში, არამედ ავტომატურად იქნება ვალდებული შემდეგ წელს გაიაროს სავალდებულო სამსახური,” - განაცხადა მინისტრმა.
მან ინდივიდუალურ შემთხვევებზეც ისაუბრა.
„ვნახე დღეს რომ, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდებოდა ამ სიაში. ეს არის ტყუილი, ასე არ იქნება. ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ სუბიექტური გადაწყვეტილების საშუალება. ავწიეთ პრემიერის დონეზე ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როგორიც არის, ვთქვათ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული ცვლილებების მიზანია, საქართველოს ჰყავდეს მომზადებული რეზერვი.
„ჩვენ ამ მიზანს სხვანაირად ვერ მივაღწევთ და ამაში ჩვენს საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, ეს გარდაუვალია ჩვენნაირ გარემოში არსებული ქვეყნისთვის, რომ არ ჰყავდეს ქვეყანას მომზადებული რეზერვი. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ გავითვალისწინეთ დღევანდელი მდგომარეობა, არ გადავდგით ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რაც რევოლუციური იქნებოდა საზოგადოებისთვის, არამედ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო პირობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ვინც არჩევს სავალდებულო სამსახურის გავლას“, - აღნიშნა მინისტრმა.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 22:52
მსოფლიო
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.
26 თებერვალი 2026, 22:00
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 21:41
პოლიტიკა
ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.
26 თებერვალი 2026, 21:37
პოლიტიკა
თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.
26 თებერვალი 2026, 21:35
მსოფლიო
ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 21:10
მსოფლიო
The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას
ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია. ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ლიდერობის პირობებში, ამ ოდესღაც ურყევ ორმხრივ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რომ სერიოზულად დაზიანდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით სტარმერი ანადგურებს „განსაკუთრებულ ურთიერთობას“.
26 თებერვალი 2026, 21:09
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
26 თებერვალი 2026, 21:07
კულტურა
თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა. დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა.
26 თებერვალი 2026, 20:59
საზოგადოება
გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე: ჩემთვის ეს არის დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა
ჩემთვის ეს არის დიდ პატივთან ერთად და დიდ ღირსებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და „იმედის დილის“ წამყვანმა გიორგი კალანდიამ.
26 თებერვალი 2026, 20:17
პოლიტიკა
როგორ ებრძვის რუსეთს ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ ებრძვის რუსეთს თავად ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. ცალკეა საკითხია ექსპორტში - მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნედლეულის გატანაში დახმარება. ასევე რუსი ჩინოვნიკების მდიდრული იახტებით გადაადგილების უზრუნველყოფა.
26 თებერვალი 2026, 20:10
მსოფლიო
Reuters: აშშ აფერხებს „ლუკოილის“ აქტივების გაყიდვას, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლის მიზნით
ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის პროცესი შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 19:45
საზოგადოება
კახა კალაძე: დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია
„დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
26 თებერვალი 2026, 19:37
მსოფლიო
POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტს სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის
ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის.
26 თებერვალი 2026, 19:12
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.
26 თებერვალი 2026, 19:12
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას
თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, - წერს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.
26 თებერვალი 2026, 19:00
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც საქართველოს იმ პროქსი ომში ჩართვა ჰქვია, რომელშიც უკრაინა უკვე 4 წელია იბრძვის
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირებას. დეპუტატის აზრით, ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხდება ახალი გადანაწილება და ამ პროცესში საქართველოს მსხვერპლის როლი ჰქონდა მინიჭებული. მისი სიტყვებით, საქართველომ ხალხის, „ხალხის ძალის“, მთავრობისა და „იმედისა“ და „პოსTV”-ს ერთობლივი ძალისხმევით შეძლო რუსეთთან ომის თავიდან აცილება:
26 თებერვალი 2026, 18:57
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს „ნაცრეჟიმის“ მიერ ,,იმედის" დარბევას, ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან, ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმაზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ 2007 წლის 7 ნომებერს "იმედის" დარბევასაც ტაშს უკრავს.
26 თებერვალი 2026, 18:49
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო ქართველობის შენარჩუნება და მეორეზე - ევროპაში ვიზით გადაადგილება
საქართველოს მიმართ გამწვავებული პოლიტიკის მიზეზი ახსნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი საწადელის მიუღწევლობაა.
26 თებერვალი 2026, 18:44
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სანქციები პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, გვეუბნებიან, რომ საქართველოში მხოლოდ მათთვის სასარგებლო მეინსტრიმული აზრი უნდა ბატონობდეს
ეს პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, მედიაზე, დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სწორედ რომ პროპაგანდისტულია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 18:32
მსოფლიო
Reuters: დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ფრედერიკსენი ფსონს გრენლანდიის კრიზისის შედეგად გაზრდილ რეიტინგზე დებს
„ამ ნაბიჯით იგი ცდილობს გამოიყენოს მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა, რომელიც გრენლანდიის საკითხზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიმართ მისმა მტკიცე პოზიციამ გამოიწვია“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.


