02 მარტი 2023, 10:36 / სანდო წყარო

ჯუანშერ ბურჭულაძე: აბსურდული შავი პიარია მიმართული ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუციის დასაკნინებლად

ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გასცა პასუხი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მას შავი პიარი უწოდა. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან მობილური ტელეფონები გადასცა არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ და რამდენიმე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდოს სახით პრემიაც გადაეცათ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო პირისთვის არ მიჩუქებია, მე თვითონ მაქვს ძველი მოდელი აიფონი და მეტიც, მე არც კი ვსარგებლობ კორპორატიული მომსახურებით ჩემს მობილურ ნომერზე. მე თვითონ ვიხდი ჩემი მობილურის გადასახადს, ასევე, საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის დროს მე თვითონ ვიხდი როუმინგის გადასახადებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი“, - განაცხადა მინისტრმა.

ბურჭულაძემ ისაუბრა ალკოჰოლური ხარჯებისა და სასაჩუქრე კალათების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გახლდათ წარმომადგენლობითი ხარჯი, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში და ტენდერის გამოცხადებას არ საჭიროებდა.

„ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯი, სხვა ხარჯი ვერ იქნება. ანალოგიურია ის სასმელები, რაზეც მეორე სერია იყო ამ შავი პიარის, ესეც ახალ წელს ჩვენი დაღუპული გმირების, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს გადავეცით“, - ამბობს ბურჭულაძე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შესყიდვების ვებგვერდზე იტვირთება აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება, გარდა საიდუმლო შესყიდვებისა. მან ასევე უპასუხა მისი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

„მე არაერთხელ აღვნიშნე, არ ვმალავ, რომ ვარ შეძლებული ოჯახიდან. ჩემმა ოჯახმა მარტო 2007 წელს მოახდინა რეალიზაცია ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ფართის რუსთაველის გამზირზე. ეს არასდროს არ დამიმალავს, თუ ეს მიკრძალავს მე ჩემს საქმიანობას? პირიქით, ჩემი აზრით, ეს არის მოტივაცია, რომ უფრო მეტად მოვუფრთხილდეთ და უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგეთ ფინანსების ხარჯვის საკითხს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 21:10

მსოფლიო

The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას

ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია. ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ლიდერობის პირობებში, ამ ოდესღაც ურყევ ორმხრივ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რომ სერიოზულად დაზიანდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით სტარმერი ანადგურებს „განსაკუთრებულ ურთიერთობას“.

26 თებერვალი 2026, 21:09

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

26 თებერვალი 2026, 21:07

კულტურა

თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა. დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა.

26 თებერვალი 2026, 20:17

პოლიტიკა

როგორ ებრძვის რუსეთს ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ ებრძვის რუსეთს თავად ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. ცალკეა საკითხია ექსპორტში - მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნედლეულის გატანაში დახმარება. ასევე რუსი ჩინოვნიკების მდიდრული იახტებით გადაადგილების უზრუნველყოფა.

26 თებერვალი 2026, 20:10

მსოფლიო

Reuters: აშშ აფერხებს „ლუკოილის“ აქტივების გაყიდვას, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლის მიზნით

ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის პროცესი შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 19:45

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია

„დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

რობერტა მეცოლა

26 თებერვალი 2026, 19:37

მსოფლიო

POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტს სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის

ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის.

ბექა ოდიშარია

26 თებერვალი 2026, 19:12

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას

თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, - წერს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.

26 თებერვალი 2026, 19:12

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 19:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც საქართველოს იმ პროქსი ომში ჩართვა ჰქვია, რომელშიც უკრაინა უკვე 4 წელია იბრძვის

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირებას. დეპუტატის აზრით, ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხდება ახალი გადანაწილება და ამ პროცესში საქართველოს მსხვერპლის როლი ჰქონდა მინიჭებული. მისი სიტყვებით, საქართველომ ხალხის, „ხალხის ძალის“, მთავრობისა და „იმედისა“ და „პოსTV”-ს ერთობლივი ძალისხმევით შეძლო რუსეთთან ომის თავიდან აცილება:

26 თებერვალი 2026, 18:57

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს „ნაცრეჟიმის“ მიერ ,,იმედის" დარბევას, ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან, ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმაზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ 2007 წლის 7 ნომებერს "იმედის" დარბევასაც ტაშს უკრავს.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 18:49

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო ქართველობის შენარჩუნება და მეორეზე - ევროპაში ვიზით გადაადგილება

საქართველოს მიმართ გამწვავებული პოლიტიკის მიზეზი ახსნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი საწადელის მიუღწევლობაა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სანქციები პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, გვეუბნებიან, რომ საქართველოში მხოლოდ მათთვის სასარგებლო მეინსტრიმული აზრი უნდა ბატონობდეს

ეს პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, მედიაზე, დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სწორედ რომ პროპაგანდისტულია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტე ფრედერიკსენი

26 თებერვალი 2026, 18:32

მსოფლიო

Reuters: დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ფრედერიკსენი ფსონს გრენლანდიის კრიზისის შედეგად გაზრდილ რეიტინგზე დებს

„ამ ნაბიჯით იგი ცდილობს გამოიყენოს მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა, რომელიც გრენლანდიის საკითხზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიმართ მისმა მტკიცე პოზიციამ გამოიწვია“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

26 თებერვალი 2026, 18:26

საზოგადოება

იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე: როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევისთვის

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო პროცესში. მეორე დილით, ორშაბათს, როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში, - აცხადებს იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი, ნათია ცერცვაძე, ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:25

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროპელი ლიდერები საუბრობენ კომუნიკაციის აუცილებლობაზე რუსეთთან. არც ერთს საკუთარი ელჩი არ გამოუწვევია და დიპლომატიური ურთიერთობა ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს რუსეთთან. ჩვენ კი მოგვიწოდებენ, რომ ჩავერთოთ ომში

თურმე ჩვენი მთავარი დანაშაული არის ის, რომ ომში არ ვართ ჩართული. ხვალ თუ საქართველო ჩაერთვება ომში, ამ ყველაფრის მერე ისინი რუსეთთან დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თავს კომფორტულადაც კი იგრძნობენ. აი, ეს არის ის დეკადანსი და დაცემა, რაც ევროპულ პოლიტიკაში არსებობს დღეს, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ევროპული ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის განცხადებაზე, რომ ევროპამ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:25

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, ევროპის ქვეყნები რუსეთის ფედერაციაში უფრო მეტ „ფულს ასხამენ“, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერაში - ამ პროცესში ფლაგმანი ყოფილა დიდი ბრიტანეთი, რომელიც მილიარდობით ფუნტი სტერლინგით ვაჭრობს რუსეთთან

სინამდვილეში, ევროპის ქვეყნები რუსეთის ფედერაციაში უფრო მეტ „ფულს ასხამენ“, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც ჩანს, ამ პროცესში ფლაგმანი ყოფილა დიდი ბრიტანეთი, რომელიც მილიარდობით ფუნტი სტერლინგით ვაჭრობს რუსეთთან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 18:18

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: სასწორის ერთ პინაზე არის სახელმწიფოს გადარჩენა, ქართული კულტურის, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნა თვითმყოფადობა. მეორე პინაზე იმდენად მსხვილი ფსონი დევს, რომ ამას ვერაფერი გადაწონის

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, უბრალოდ არ არსებობს ის გზა, რომლითაც შეგვიძლია უკან რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

26 თებერვალი 2026, 18:17

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, არტურ ერკენს შეხვდა

„განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში” განხორციელებული ცვლილებები. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს მიერ ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებას. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ორიოდე წლის წინ საქართველოს მოსახლეობა მსგავს ფაქტს ვერ წარმოიდგენდა, თუმცა დღეს ცხადია, რომ ხელისუფლება იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს: