თამთა მეგრელიშვილი: გუშინ გამოვლენილმა უშინაარსო რადიკალიზმმა, უკულტურობამ, ჩვენზე ფიზიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა ძალადობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორ ადგილას ვდგავართ
თამთა მეგრელიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
კანონპროექტის განხილვამდე და განხილვის დროს გამოვლენილი უშინაარსო რადიკალიზმი, პოლიტიკური უკულტურობა, ჩვენზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორ ადგილას ვდგავართ - ჩვენ არაფრის არ გვეშინია, რადგან ჩვენი გუნდისთვის საქართველოს ინტერესი უპირველესია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომის შეფასებისას, რომელიც გუშინ, 2 მარტს გაიმართა და სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.
მისი თქმით, კანონმდებლობის განხილვისას ოპონენტების არაადეკვატურმა ქცევამ კიდევ უფრო გაუმყარა ეჭვი, რომ კანონი მათ ფინანსურ გადაცდომებს ააშკარავებს და მას სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან.
„ეს იყო სამარცხვინო დღე. რატომღაც, მოლოდინი მქონდა, რომ საგნობრივი დისკუსია გაიმართებოდა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ ქართული ვერსიის კანონპროექტისა და ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონპროექტის შესახებ, მაგრამ ჩვენ მიმართ გამოვლენილმა იმ პოლიტიკურმა უკულტურობამ, უმიზნო, უშინაარსო რადიკალიზმმა, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ სადაც ვდგავართ, სწორად ვდგავართ, რასაც ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ და ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მთავარი და ამოსავალი პრინციპი სახელმწიფოებრივი ინტერესებია.
არცერთი არგუმენტი, სამართლებრივი შესწორება, რეკომენდაცია ამ დისკუსიის ფორმატში (თუ შეიძლება ამას დისკუსია ეწოდოს), არ მოგვისმენია. მხოლოდ ის ისმოდა, რომ ეს რუსული კანონია, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ისტერიულ ფორმატში წარმოგვიდგნენ, არც რუსული კანონი ჰქონდათ წაკითხული, არც - ამერიკული და არც - ჩვენი.
აქედან გამომდინარე, მათგან ჯანსაღი დისკუსიის მოლოდინი ვერ გვექნებოდა. უდიდესი წნეხი გავიარეთ გუშინ და მადლობა ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ამ კანონების გატანა და განხილვა მოახერხეს. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ამ ადამიანების რეალური შიშია, რომ გამოაშკარავდება ის ფარული გარიგებები, ე.წ. დონორსა და ბენეფიციარს შორის ე.წ. ატკატების თემას ვგულისხმობ, რომელშიც, პრინციპში, უკვე დარწმუნებულიც ვარ, რადგან, სხვანაირად, მათი ასეთი გავეშებული, უარგუმენტო ქცევა ვერ აიხსნება. ეს არ იყო პოლიტიკიდან გამომდინარე ქცევა, ეს თავდაცვიდან თავდასხმაზე გადასული პოზიცია იყო. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტით კარტები იხსნება, რომელიც ამ ადამიანებისთვის დიდი პრობლემაა“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 12:57
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:56
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.
01 სექტემბერი 2026, 12:54
მსოფლიო
POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ტრამპის ირანის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 12:44
კულტურა
კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას
კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 12:40
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა
„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.
01 სექტემბერი 2026, 12:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე
საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი
ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა
01 სექტემბერი 2026, 11:57
მსოფლიო
POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება
ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 11:51
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს
ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას.
01 სექტემბერი 2026, 11:46
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
01 სექტემბერი 2026, 11:45
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.
01 სექტემბერი 2026, 11:42
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს
დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.
01 სექტემბერი 2026, 11:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა მადიარის განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.
01 სექტემბერი 2026, 11:36
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება
შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს ხალხს მოაჩვენოს, თითქოს და სულ იბრძვის, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
01 სექტემბერი 2026, 11:33
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსეთი „დიდ ოცეულში“ დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 11:33
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 11:20
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა
01 სექტემბერი 2026, 11:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში - უნგრეთიც ამის წინაშე დგას
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. შარმანაშვილის თქმით, დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში.


