08 მარტი 2023, 00:01 / სანდო წყარო

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს ხართ რუსთაველის გამზირზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. მე ვარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც დღემდე მოვედით და მე ვარ თქვენ გვერდით, იმიტომ რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, წაართვან ეს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„ეს მომავალი ეკუთვნის შემდეგ თაობებს, ამ მომავალს ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ - არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც, ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი და ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ. ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, და პირველ რიგში მე, მაგრამ ასევე მთავრობა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე. დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ვინც ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას და გვაშორებს ევროპისგან. მინდა მივმართო საქართველოს ელჩებს - რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს? ჩვენ ყველა ერთად: ახალგაზრდები, ვინც იქ ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, როცა ვამბობთ იგივეს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს უაზრო კანონი. ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, იმიტომ რომ ეს პირობა ჩემს თავს დავუდე დიდი ხნის წინ“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ყველა სიახლე

სვიმონ ჯანგულაშვილი

19 აპრილი 2026, 22:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ

ნანუკა ჟორჟოლიანს, ამ ყველაზე დაბალი სტანდარტების, არაპროფესიონალ, დილეტანტ ადამიანს, რომლის მთელი პროფესიული მიღწევები არის მხოლოდ და მხოლოდ სკანდალზე, სიყვითლეზე, ყვითელ თემებზე აწყობილი, აღელვებდა თავისი ახლად შექმნილი უბადრუკი მედია, რაღაცა პლატფორმისთვის რეიტინგის მოპოვება, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

 მიხეილ დუნდუა

19 აპრილი 2026, 22:32

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

19 აპრილი 2026, 22:01

საზოგადოება

თანამედროვე სივრცითი დაგეგმარება - როგორი იქნება ქართული სოფლები და ქალაქები წლების შემდეგ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული ქალაქების - ძველი უბნების არქიტექტურა ბევრს ხიბლავს, განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს. თვალში საცემია ქართული სივრცითი განაშენიანების უნიკალური სტილი სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში, ხევსურეთში, რაჭაში, აჭარაში, სამცხე -ჯავახეთში, ქართლში თუ კახეთში, რომელიც აქა-იქ შემორჩა, მაგრამ ერთ მთავარ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ჰქონდა უდიდესი კულტურა სივრცითი განაშენიანებისა, რომელიც დროსა და თვითნებურ მშენებლობებში ჩაიკარგა.

დავით ნებიერიძე

19 აპრილი 2026, 21:57

პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ, პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ

თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ, - წერს ოპოზიციის პროპაგანდისტი, დავით ნებიერიძე, ქართველი სპორტსმენების მოსამართით სოციალურ ქსელში.

გიორგი გაბუნია

19 აპრილი 2026, 21:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით

გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

ანდრია ჯაღმაიძე

19 აპრილი 2026, 21:40

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი

მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

19 აპრილი 2026, 21:39

ეკონომიკა

ოთხწლიანი შეღავათი ბიზნესს - პლასტიკის ბოთლში სასმლის წარმოებისა და იმპორტის გადავადებული აკრძალვა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

საკვებთან შემხებლობაში პლასტმასის გამოყენება აკრძალულია - 4 წლით გადავადდა მხოლოდ ერთი აკრძალვა, რომელიც 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო და პლასტიკის ბოთლში სასმელის წარმოებასა და იმპორტს ეხება.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

19 აპრილი 2026, 21:34

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება

„ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

19 აპრილი 2026, 21:27

პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა ფეშენებელურ ვილას ყიდის - შაშკინის მდიდრული ცხოვრება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თბილისში მდებარე ეს ფეშენებელური ვილა დღეს გასაყიდად არის გამოტანილი. სწორედ ამ მისამართზე იწყება „იმედის კვირის“ სიუჟეტი. პოტენციური მყიდველის როლში, „იმედის კვირა“ ესტუმრა ობიექტს, სადაც მასპინძელი დიმიტრი შაშკინია — სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, ციხეებში ახალაიას სისასტიკის გამგრძელებელი და განათლების სისტემაში ტერორის შემოქმედი, რომლის სახელსაც თავდაცვის მინისტრობისას არაერთი სისხლიანი ოპერაცია უკავშირდება.

 მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი

19 აპრილი 2026, 21:19

საზოგადოება

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო

პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ილია მეორეზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მშვიდობას მოაქვს მეტი ინვესტიცია, მეტი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ყველგან არ არის სახარბიელო ვითარება და არსებობს პრობლემები , რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება და აზარალებს. შეუძლებელია, თავი დააღწიო ომისგან მიყენებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

19 აპრილი 2026, 21:04

პოლიტიკა

თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების“ საფუძველზე გამოქვეყნებული „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

19 აპრილი 2026, 21:04

საზოგადოება

ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ

გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა მეუფე შიოზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 20:57

ეკონომიკა

თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში

უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.

19 აპრილი 2026, 20:52

საზოგადოება

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი მეუფე შიოზე: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.

19 აპრილი 2026, 20:49

პოლიტიკა

ახალგაზრდების ხმა პოლიტიკაში და დიდი რეზონანსი, რომელიც ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილის საკვანძო სიტყვას - დეპოლარიზაციას მოჰყვა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პოლარიზაცია - რადიკალების მასაზრდოებელი მთავარი წყარო. დეპოლარიზაცია - ჯანსაღი გარემოს განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. დისკუსია, დებატები, აზრების გაცვლა და განსხვავებული ხედვის მიუხედავად ერთად ზრუნვა სამშობლოზე - ეს არის ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე , რომელსაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

19 აპრილი 2026, 20:44

საზოგადოება

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო

ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 20:37

პოლიტიკა

პეტრე ცაავა და ანტიეკლესიური კამპანია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

როგორ სტკენდნენ გულს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მისივე სულიერი შვილები, მათ შორის ერთ დროს მაღალი იერარქი, რომელმაც თავისივე უგუნურებით განიცადა იერარქიული დაღმასვლა და დღეს არაფრით განსხვავდება რიგითი რადიკალებისგან - სინოდის მიერ დასჯილი პეტრე ცაავა ახლა უწმინდესის სულს შეურაცხყოფს და ეკლესიის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს კადრულობს.

არქიმადრიტი ეფრემ ვატოპედელი

19 აპრილი 2026, 20:34

საზოგადოება

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ილია მეორეზე: იყო ნამდვილი მწყემსი კეთილი. ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა

ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ილია მეორეზე საუბრისას.