ირაკლი კობახიძე: კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც
ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაცმოძრაობასთან“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.
„ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან.
გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.“, - განაცხადა კობახიძემ.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 02:10
მსოფლიო
აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად
აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ოთხშაბათს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად.
23 ივლისი 2026, 01:43
სამართალი
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც დაიღუპა
ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილის ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
23 ივლისი 2026, 01:27
მსოფლიო
Reuters: სპარსეთის ყურის რეგიონში CIA-ს ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას
სპარსეთის ყურის რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ან უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 00:46
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
23 ივლისი 2026, 00:27
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს
გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
23 ივლისი 2026, 00:23
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
23 ივლისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმანეთს ილუზიაში აცხოვრებენ, ამდენი წელია ერთმანეთს ატყუებენ, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოდიან. ეს ოპოზიცია არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაა
სრულიად ლუსტრირებულები არიან, ყველა აგენტი გაიშიფრა. ყველა თანაბრად დაზიანებულია, მათ თავი დაიზიანეს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
23 ივლისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო
უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიამ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.
22 ივლისი 2026, 23:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა
როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.
22 ივლისი 2026, 23:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია - ახლა მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის დროა
ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს.
22 ივლისი 2026, 23:43
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს. ფაქტია, რომ დღეს კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ
როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც საქართველოს ღირებულებებზე აგენტი ესაუბრება.
22 ივლისი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის
უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
22 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი
მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალიტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.
22 ივლისი 2026, 23:23
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა - სასანქციო პაკეტის გადასარჩენად, ხუთშაბათს დილით მოლაპარაკებების დამატებით რაუნდი გაიმართება
ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა, - წერს გამოცემა POLITICO.
22 ივლისი 2026, 23:11
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში Changi Airport Group-ის ინტერესებზე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ
ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანიის, Changi Airport Group-ის, ინტერესის სფეროში მოექცა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
22 ივლისი 2026, 22:56
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია
ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც Changi Airport Group-ის მიერ თბილისის ახალი აეროპორტისადმი გამოჩენილ ინტერესს ეხმიანება.
22 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
ევროკომისია: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება
ევროკომისიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება - მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.
22 ივლისი 2026, 21:32
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი
ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.
22 ივლისი 2026, 21:26
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 21:22
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
ევროკავშირის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ტანკერი, რომელსაც ბრალი ედება ცრუ დროშით ნაოსნობასა და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსებაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.


