ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტში, სადაც საქართველოს დელეგაციას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ერონ ემილსონი და კომიტეტის წევრები, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმ მრავალწლიან მხარდაჭერას, რომელსაც შვედეთი იჩენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და ემხრობა ევროკავშირის გაფართოებისა და ღია კარის პოლიტიკას. ასევე, შვედეთის მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებულ სვლას და იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიაღწია დემოკრატიული მშენებლობის კუთხით.
მინისტრმა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად და აღინიშნა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. შვედეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტის წევრებს გაუზიარა საქართველოს ხელისუფლების ხედვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და მიესალმნენ ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების ინტენსიურ დინამიკას, რაც გამოიხატა როგორც შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტით, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარმატებული ვიზიტით შვედეთის სამეფოში გასულ წელს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოების გლობალური გარემო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ვაჭრობა, ეკონომიკური და ხალხთა შორისი კავშირები.
ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 15:05
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციურ მედიას: დაინახეთ, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიას მიმართავს და აცხადებს, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია.

20 მარტი 2023, 14:58
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან
გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. ამილახვარი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა იგი განათლების მინისტრად დღეს წარადგინა.

20 მარტი 2023, 14:54
პოლიტიკა
სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა
„რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტა არ აქვთ“, - წერს ჩინეთი ლიდერი და მხარეებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს კარგ ძველ მეგობარს უწოდებს, რომელსაც კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია.

20 მარტი 2023, 14:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია
ვენეციის კომისიამ ჩვენც და მოლდოვასაც მსგავსი რეკომენდაციები მოგვცა. უკრაინის მიმართ ამჯერადაც თავი შეიკავა გამოქვეყნებისგან, რაც ცოტა საკვირველია, რადგან წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება მის კანონზე დასკვნას, რაც რატომღაც დღემდე არ საჯაროვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციამ, როდესაც მოტყუებით საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას, 2022 წლის 2 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, 38 ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას

20 მარტი 2023, 14:47
საზოგადოება
დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა
ცვლილებების თანახმად, დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი შეიქმნება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები განისაზღვრება.

20 მარტი 2023, 14:45
საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

20 მარტი 2023, 14:45
პოლიტიკა
ვლადიმირ ორლიჩი: დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ გზაზე გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი
დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შეგიძლიათ, ამ გზაზე ყოველთვის გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი, - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ვლადიმირ ორლიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:43
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც გვაქვს და მივიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს
„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც ჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ ჩვენ“

20 მარტი 2023, 14:41
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ წარჩინებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება
ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა

20 მარტი 2023, 14:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ოპოზიცია ვეღარ ამოახტება ვაგონს. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში
„მიუხედავად იმისა, იყენებენ თუ არა ისინი უფლებას შემოვიდნენ ღია კარში და იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები, ჩვენ ამ ოთახს მაინც არ დავხურავთ და ის იქნება მუდმივად ღია. ჩვენი პოლიტიკაა, რომ არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ისინი ვეღარ ამოახტებიან ვაგონს. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში და იყვნენ ამის ნაწილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველი რეკომენდაცია გულისხმობს დეპოლარიზაციას და ხალხისგან, რომელიც ამტვრევს პარლამენტის ფანჯრებს, კომიტეტში მაგიდებს ატრიალებს, პრორუსებს ეძახის ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას, მოლოდინი, რომ შეიძლება რაიმე კონსტრუქციული როლი შეასრულონ, რა თქმა უნდა არ მაქვს, პირიქით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 14:35
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად
„პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“

20 მარტი 2023, 14:34
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: შეუძლებელია ერთდროულად მოგვიწოდებდნენ პოლარიზაციის დასრულებისკენ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ პირდაპირი მიმართულებით
ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ შანსს, დაინახოს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით, შეხედოს და გააკეთოს ანალიზი, თუ როგორ მოქმედებს „ომის პარტია“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ვხედავ. თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე შემდეგ საუბარი შესაძლებელი არ იქნება
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:29
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება
„ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან: ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან“

20 მარტი 2023, 14:17
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს
„პირველ რიგში მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამოცხადებული ნდობისთვის თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლების და მეცნიერების მიმართულებას, იქ, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს“

20 მარტი 2023, 14:15
პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს
ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება უკვე დაწერა და ოფიციალურად მიმართა საპროცედურო კომიტეტს.

20 მარტი 2023, 14:04
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა. ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 13:51
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

20 მარტი 2023, 13:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
„სერბეთი მხარს უჭერს და აღიარებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა მოგილოცოთ რასაც მიაღწიეთ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გზაზე. დარწმუნებული ვარ რეფორმები, რომელზეც მუშაობთ, იქნება წარმატებული, ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. თქვენ ამ გზაზე, შეგიძლიათ ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე გქონდეთ სერბეთს მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ორლიჩმა.