ილია დარჩიაშვილი: საგარეო უწყების საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა
ილია დარჩიაშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის გახსნის ცერემონია გაიმართა. მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად, ეფექტიანად მუშაობის აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა როგორც სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„მინდა, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯი და ყოველდღიური საქმიანობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე იყოს მორგებული და თქვენ, რა თქმა უნდა, გექნებათ ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში საქართველოს მთავრობის და საგარეო უწყების მხრიდან მხარდაჭერა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად იზრუნოთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა საკონსულო თანამდებობის პირებს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის და მოუწოდა კვლავაც აქტიურად იმუშაონ საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეთა დასახმარებლად.
ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, წარმოადგინა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მან ყურადღება გაამახვილა საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სიახლეებზე. კერძოდ, აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა განახლებული მისაღებისა და საკონსულო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რამაც უზრუნველყო მომსახურების ქოლ-ცენტრის მაღალი გამტარუნარიანობა და მისი გაძლიერება როგორც ოპერატიულ, ისე ანალიტიკურ დონეზე.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსულებისთვის გაიმართა საკონსულო სერვისების განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია. განახლებული ვებ-გვერდი ადაპტირებულია მოქალაქეთა საჭიროებების მიხედვით. კერძოდ, მას დაემატა მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის მეშვეობითაც პირი შეძლებს მონაცემების შაბლონის შექმნას, ელექტრონული განაცხადების გაკეთებას, განაცხადების სტატუსის შემოწმებასა და დოკუმენტების ატვირთვას. ამასთან, დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პირადი სივრცის მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება მიიღოს განახლებული ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის შესახებ. გარდა ამისა, გაუმჯობესდა ძებნისა და ნავიგაციის მექანიზმები და პროგრამის ანალიტიკური შესაძლებლობები; ვებ-გვერდს დაემატა ინტერაქტიული რუკის სექცია. კონსულებს წარუდგინეს ვებ-გვერდის ანალოგი მობილური აპლიკაციაც.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპატიო კონსულის ინსტიტუტსა და მის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის იმიჯის განმტკიცების, ისე მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. საქართველოს მსოფლიოს 65 ქვეყანაში უკვე 87 საპატიო კონსული ჰყავს.
საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 23-27 იანვარს იმართება, მონაწილეები განიხილავენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის: საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ჩარჩოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ცირკულარულ შრომით მიგრაციას, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა.
კოვიდპანდემიის დაწყების შემდგომ, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად იმართება.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
25 აგვისტო 2026, 03:24
მსოფლიო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
25 აგვისტო 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.
25 აგვისტო 2026, 02:40
მსოფლიო
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.


