16 მარტი 2023, 15:15 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი უკრაინული კანონის ასლია, იმ კანონის, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, ესაა კარგი კანონი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მიუხედავად პროპაგანდისა, თითქოს ეს იყო მორგებული საქართველოზე ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი არის უკრაინული კანონის ასლი, იმ კანონის, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ესაა კარგი კანონი, უკრაინას რეკომენდაციაშიც კი ჩაუწერეს, მოახდინოს ამ კანონის იმპლემენტაცია, იმდენად მოიწონა თავის დროზე ევროკომისიამ, ესეც იყო მიზეზი, რატომაც პირდაპირ გადმოვიტანეთ უკრაინული კანონი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რა წერია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქვა ვენეციის კომისიამ. ვენეციის კომისიამ იმსჯელა სამ ქვეყანაზე – უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე. როგორც იცით, უკრაინაზე უკვე წელიწად ნახევარია, პროექტი არის ვენეციის კომისიაში. მართალია, ვენეციის კომისიამ მოლდოვასა და საქართველოზე დასკვნა გამოაქვეყნა, მაგრამ გასაკვირია, რომ უკრაინაზე კვლავ არ გამოაქვეყნა. ესეც ცოტა საეჭვო გარემოებაა, რატომ აყოვნებს უკრაინის კანონზე დასკვნის გაკეთებას. აგვიანებს ამ დასკვნის გამოქვეყნებას. იდენტური დასკვნებია ჩვენთანაც და მოლდოვასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, პირველი – მიუხედავად იმ პროპაგანდისა, თითქოს ეს იყო მორგებული საქართველოზე, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ არის უკრაინული კანონის ასლი, იმ კანონის, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ესაა კარგი კანონი და უკრაინას რეკომენდაციაშიც კი ჩაუწერეს, მოახდინოს ამ კანონის იმპლემენტაცია, იმდენად მოიწონა თავის დროზე ევროკომისიამ. ესეც იყო მიზეზი, რატომაც ჩვენ პირდაპირ გადმოვიტანეთ უკრაინული კანონი.

მეორე, ვენეციის კომისიამ თქვა, რა თქმა უნდა, არის ორი გზა, რომელზეც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშაოთ - ერთია სისტემური, მეორე ინდივიდუალური მიდგომა. სისტემური მიდგომით საქართველო ისედაც წინ არის, მათ შორის უკრაინასთან, მოლდოვასთან შედარებით. დღეს საუბარია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსზე, სადაც საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ყველა კანდიდატი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის 11 წევრი ქვეყანა. სისტემურის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ისედაც ძლიერია, თუმცა მიუხედავად ამისა, 12 პუნქტის ფარგლებში ჩვენ დამატებით რეფორმებს ვაწარმოებთ, იქნება ეს სასამართლო, ანტიკორუფციული მიმართულება თუ ა.შ. ამავე დროს, ის ტყუილი, რომელსაც გუშინ ავრცელებდნენ, თითქოს ვენეციის კომისიამ თქვა, რომ კანონის მიღება არ შეიძლება, არ ვიცი, შავით თეთრზე კითხულობენ, თუ თეთრად შავზე, მაგრამ ჩახედეთ ყველამ რეკომენდაციას, სადაც წერია – რეკომენდაციები კანონპროექტის გაუმჯობესებისთვის, რა შეიძლება იყოს გაუმჯობესებული და აქ არის სამი საკითხი. პირველი, ტერმინოლოგიის დაზუსტება. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, რომ ეწეროს განსაზღვრება. მეორე, სამართლებრივი დაცვის მექანიზმები იყოს უფრო ძლიერი, გასაჩივრების უფლება, მოსმენის უფლება და ა.შ. მესამე, შედეგები ამ რეესტრში აღმოჩენისა, რომ იყოს უფრო მეტად პროპორციული. მაგალითად, უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქს სრულად ეკრძალება პარტიების დაფინანსება. ვენეციის კომისია ამბობს, რომ იქნებ ლიმიტით მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დააფინანსონ. ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს პარლამენტი და მსჯელობის საფუძველზე მივიღებთ საბოლოოდ გადაწყვეტილებას. არ დაგვავიწყდეს პრეისტორია. ეს კანონი უკრაინაში მოქმედებს, ვენეციის კომისია ხომ არ ამბობს, უკრაინაში რომ მოქმედებს ეს კანონი, ვინმეს უფლებები ირღვევა, ევროკომისიის პრეზიდენტი ასეთ კანონზე ხომ არ იტყოდა, იმპლემენტაცია განახორციელეთო, რეკომენდაციას ხომ არ მისცემდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:38

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან

ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან

იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:30

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი

გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლაშა აბაშიძე

12 ივლისი 2026, 23:24

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის

ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი

ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

ანდრაშ ლასლო

12 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

12 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.

ტომაშ ფროელიხი

12 ივლისი 2026, 22:28

მსოფლიო

ტომაშ ფროელიხი: ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ - ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში

მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.

თამარ იოსელიანი

12 ივლისი 2026, 22:25

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს

ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.

12 ივლისი 2026, 22:20

პოლიტიკა

დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.

12 ივლისი 2026, 22:08

საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში

პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.

12 ივლისი 2026, 21:52

სამართალი

4 ოქტომბრის საქმე - ბაჩო ახალაიას ძალადობის უმძიმესი ფაქტები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე, როგორც ჩანს კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა. სუს-მა ქვეყნის საზღვართან, ბუფერულ ზონაში გადაადგილებისას დააკავა ძებნილი ბექა ჭულუხაძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის სისრულეში მოსაყვანად დიდი ოდენობით იარაღი შეიძინა და თბილისთან ახლოს ტყეში დამარხა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:51

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

12 ივლისი 2026, 21:44

ეკონომიკა

შუა დერეფნის მთავარი კარიბჭე - ანაკლია „ლენდლორდის“ მოდელით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ანაკლიის პორტის მშენებლობა მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც წლებია, ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად განიხილება.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:32

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“.

თამარ იოსელიანი

12 ივლისი 2026, 21:20

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან - დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული

ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.

12 ივლისი 2026, 21:13

პოლიტიკა

ეუთოს რეზოლუცია უილსონის ფასად. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რეალობას აცდენილი დასკვნები, პოლიტიკურად მიკერძოებული და დეზინფორმაციული შინაარსის მოხსენებები, ვერაფრით გამოდგება ანგარიშგასაწევ დოკუმენტად. მით უფრო, თუ ეს ჯო უილსონის კარნახით მზადდება. ეს ის უილსონია, რომელსაც საკუთარი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვაშინგტონში იმავე რეისით დაბრუნება აუკრძალა, რომლითაც სხვა წევრები მიფრინავდნენ. ჯო უილსონი საკუთარ თანაგუნდელებს აღარ უნდათ.