ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ ესწრებიან მაშინ, როცა მათი მოწვევით მოვედი დღეს პარლამენტში. აქაც გამოჩნდა მათი ევროპულობა. აქაც გამოჩნდა, როგორი ხელწერა აქვთ ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას და მადლობა ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, სასარგებლო იყო და ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ სად დგას ჩვენი მთავრობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დასკვნით სიტყვაში მთავრობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის სწორ, გონივრულ პოლიტიკას კეთილდღეობა მოაქვს.
„ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს. აი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. მეორე, მე მინდა ძალიან მოკლედ შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბოლო ორი წელია გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2 წლის წინ, შარშანაც. ბიუჯეტის დეფიციტი 9,3% იყო, რომელიც დღეს არის 2,8%. შედარებისთვის მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, წელს იქნება 80 მილიარდი ლარი. ეს არის 30 მილიარდიანი ზრდა სულ რაღაც 2-3 წელიწადში. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა გამოდის 8 000 დოლარამდე, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნახტომია და ძალიან დიდი პროგრესია. სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ლარი არის გამყარებული და სტაბილური. ზოგადად, ამ ორ წელში 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამით ყველაფერია ნათქვამი. ნათქვამია, რომ სტაბილურობას მოაქვს კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენს სწორ, გონივრულ პოლიტიკას მოაქვს აი ეს შედეგები, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, კეთილდღეობა მოაქვს. მოაქვს ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი საშუალება გვაქვს დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა, როგორიც არის 800 სკოლის რეაბილიტაციის პროგრამა, 1 000 ბაღის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამა დავიწყეთ ახლა. ჯარის ქალაქი, პოლიციის ქალაქი, გადაიარაღება ბაზების, პოლიციის შენობების. ასევე, ჩვენ ახლა ვიწყებთ 12 ქალაქის და კურორტის სრულ რეაბილიტაციას. 63 მუნიციპალიტეტში დავასრულეთ სრული ურბანული განახლების პროექტები, ყველა ქალაქში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის პროექტები, 2025 წელს ყველა ქალაქს და მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. წელს ვიწყებთ მასშტაბური პროექტის მშენებლობას, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა რომ დავიწყოთ ამის მშენებლობა, მთავრობა დაიწყებს ამას. ასევე, გვაქვს ამბიცია, რომ დავიწყოთ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელშიც ჩვენი გათვლებით 400 დან 500 მილიონ დოლარამდე ჩაიდება. გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში შევქმნათ თანამედროვე IT ქალაქი, ტექნოლოგიური პარკი და სხვა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, წარმოების წახალისება, ზოგადად სამაცივრე მეურნეობების განვითარება, ბაღების გაშენება თუ სხვა. ყველაფერთან მიმართებაში გვაქვს კონკრეტული ხედვები და ამოცანები. ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენ შარშან დავამტკიცეთ მთავრობის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და კონკრეტული თანმდევი სამოქმედო გეგმები. ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყანა 2030-მდე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
26 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.
26 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.
26 აგვისტო 2026, 14:18
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.
26 აგვისტო 2026, 14:13
საზოგადოება
მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს
„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.
26 აგვისტო 2026, 14:00
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
26 აგვისტო 2026, 13:46
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 13:45
სპორტი
ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.
26 აგვისტო 2026, 13:36
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა
ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.
26 აგვისტო 2026, 13:13
ტექნოლოგიები
თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.
26 აგვისტო 2026, 13:07
საზოგადოება
„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.
26 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
26 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
ზელენსკიმ მასკი უკრაინის „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
26 აგვისტო 2026, 12:31
საზოგადოება
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


