imedi /  24 მარტი 2023, 18:54 / სანდო წყარო

ილია დარჩიაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი საქართველოს ახალ ევროპულ დანიშნულებას სძენს

ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

საქართველო, ისევე, როგორც ჩვენი რეგიონი, დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია იმ მნიშვნელოვანი ფუნქციით, რომელიც დაკავშირებულია ევროპის ენერგორესურსების, სატრანსპორტო მარშრუტების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან და საქართველო, როგორც ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა საგრძნობლად გაზარდა ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების განახლებისა და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა.

„გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. „შუა დერეფნის“, როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით. ამ კონტექსტში, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით. გამოსვლისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ამბიციურ პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მინისტრის განცხადებით, „პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არა მხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორიც ხდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ევროკავშირის მიერ აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით.

როგორც მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, ინტენსიურად მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების, აგრეთვე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და პოპულარიზაციას. სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებსაც.

„საქართველო მუდამ გვევლინებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის/თანაცხოვრების მომხრედ და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უმასპინძლოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის, მიმართულია ნდობის აღდგენისკენ და, ასევე, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის გადაჭრისკენ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ტრანზიტული კომუნიკაციის სფეროში სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობაზეც.

„მივესალმებით მეზობელ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ეს პროექტები ზრდის როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების ინტერესს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნის მიმართ, ჯანსაღი კონკურენცია კი ხელს უწყობს სატრანსპორტო და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით უკვე მონაწილეობს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რომლებიც, მიუხედავად წმინდად ეკონომიკური ხასიათისა, პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითადაც გვევლინება.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2026, 00:54

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის დაზვერვა გერმანიის აეროპორტში აღმოჩენილ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ დრონს რუსეთს უკავშირებს

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშების შესახებ ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ამ კვირაში გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობას ეკუთვნის, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

08 აგვისტო 2026, 00:50

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

08 აგვისტო 2026, 00:47

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

08 აგვისტო 2026, 00:37

თავდაცვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.

08 აგვისტო 2026, 00:34

საზოგადოება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

08 აგვისტო 2026, 00:30

საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის და ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

08 აგვისტო 2026, 00:20

მსოფლიო

იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას და უარყო მადრიდის მუქარა საპასუხო ზომების მიღების შესახებ

იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას და უარყო მადრიდის მუქარა საპასუხო ზომების მიღების შესახებ, თუ რომი შეინარჩუნებს იმ საგანგებო ზომებს, რომლებიც გასულ კვირას ესპანურ ანკლავ სეუტაში მიგრანტთა მასობრივი ნაკადის საპასუხოდ დააწესა.

08 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 მოქალაქე, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.

08 აგვისტო 2026, 00:13

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

08 აგვისტო 2026, 00:10

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

08 აგვისტო 2026, 00:01

საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.

ნიკოლ ფაშინიანი

07 აგვისტო 2026, 23:56

მსოფლიო

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა.

07 აგვისტო 2026, 22:27

საზოგადოება

თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საგზაო მოძრაობის დროებითი შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.

არჩილ გორდულაძე

07 აგვისტო 2026, 21:48

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

07 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

07 აგვისტო 2026, 21:19

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე გია ნიშნიანიძე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და შედგა გაცვლა - ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს

ნიშნიანიძე იხსენებს, რომ ავთანდილ იოსელიანის წინადადებით, თავად ჩაერთო ტყვეების გაცვლის პროცესში და გუდაუთის აეროდრომზე მოწინააღმდეგის 23 ტყვე აფხაზეთის წარმომადგენლებთან ქართველ ტყვეებზე გაიცვალა, გიორგი ბარამიძე კი იქ არავის უნახავს. მისივე განცხადებით, 13 თვე და 13 დღე იყო აფხაზეთში, საიდანაც სვანეთის გავლით, ფეხით ჩამოვიდა და მზადყოფნას აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთანაც ითანამშრომლოს.

გიორგი ბარამიძე

07 აგვისტო 2026, 21:17

მსოფლიო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბარამიძის დევნას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი აქვს - ეს წარმოადგენს ზემოქმედების მცდელობას ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს მზადყოფნას წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.

07 აგვისტო 2026, 20:52

მსოფლიო

ამერიკული გამოცემა The Atlantic: სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა

ამ ზაფხულის დასაწყისში უკრაინამ, როგორც იქნა, ხელში ჩაიგდო ინიციატივა ამ სასტიკ, ოთხწლიან ომში - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკმარისად ჰქონდა გამარჯვებები და ტექნოლოგიური მიღწევები დასავლელი მხარდამჭერებისთვის წარსადგენად, როდესაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი სტატიაში სათაურით „უკრაინის ხანმოკლე აღმავლობა“.

07 აგვისტო 2026, 20:52

საზოგადოება

რეკრეაციული სივრცეები თბილისში - შარტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება, ეს დედაქალაქის მავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად შარტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი განახლდება.

07 აგვისტო 2026, 20:50

ეკონომიკა

დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა - რას მოხმარდება დამატებითი ფინანსური რესურსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა. განხილვის დაწყებამდე სხდომა პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო. რას მოხმარდება დამატებითი ფინანსური რესურსი, ვრცლად ნინი ჩუბინიძის სიუჟეტში.