imedi /  24 მარტი 2023, 19:12 / სანდო წყარო

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პარტნიორების სრული მხარდაჭერა აქვს ყველა იმ ძალისხმევაში, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება

ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს მეგობრების სრული მხარდაჭერა და გამოხატული მზაობა დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატებების მიღწევასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანად დაძლევაში.

„მე დღეს დილით დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც გავმართე მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. ამ წუთებშიც საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ის, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის - გერმანიის პირველი დიპლომატი სტუმრობს საქართველოს ევროპისთვის და მსოფლიოსთვის ამ ურთულეს დროს, გახლავთ ჩვენი ქვეყნისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება და იმის დემონსტრირება, რომ საქართველო რჩება ევროპის სანდო და საიმედო პარტნიორად რეგიონში“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მისი თქმით, ისტორიული მნიშვნელობის იყო ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ჯეიმს კლევერლის ვიზიტი საქართველოში, რომელიც პირველია 2016 წლის შემდგომ და რომელიც სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ თანამშრომლობას.

მინისტრის განცხადებით, როგორც ბრიუსელში, ისე თბილისში მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდამჭერი განცხადებები. თავად ის ფაქტი, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის შუალედურ ზეპირ შეფასებამდე შედგა მაღალი დონის ვიზიტი, იძლევა იმედს, რომ ანგარიშში პოზიტიურად აისახება საქართველოს მიერ გაწეული არსებითი ძალისხმევა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ვილნიუსის სამიტამდე ნატო-საქართველოს კომისიის გამართვა და ყველა იმ გზავნილის განხილვა, რომელთა გაჟღერება ვილნიუსის სამიტზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარჩიაშვილის შეფასებით, ასევე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია თვის დასაწყისში მისი ვიზიტი შვედეთის სამეფოში, ევროკავშირის საბჭოში შვედეთის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა იმყოფება, ურთულესი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოსაც. „მერწმუნეთ, რომ პარტნიორები სრულად აცნობიერებენ იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ასევე სათანადოდ აფასებენ ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას ყველა იმ საგარეო პოლიტიკური მიზნისა თუ ამოცანის მისაღწევად, რომლის პირობაც ქართველ ხალხს მივეცით“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისა და ენერგო რესურსების წყაროების დივერსიფიცირების კონტექსტში, საქართველო, ისევე როგორც მთლიანად რეგიონი, დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია. ახალი სატრანზიტო ფუნქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში კი, საქართველოს უჩნდება უნიკალური პერსპექტივა გახდეს ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორი.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 21:43

მსოფლიო

„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“ - დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“, - ბუკინჰემის სასახლის მეფის გალერეა დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.

13 აპრილი 2026, 21:24

მსოფლიო

ისტორიული მისიის შედეგები - „არტემისი 2“-ის დაბრუნება დედამიწაზე და „ნასა“-ს მომდევნო გაჩერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმატებული მისიის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების ახალ გუნდს ორ წელიწადში ისევ გაუშვებს და ამჯერად ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.

13 აპრილი 2026, 21:11

რეგიონი

უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები კახეთში - სტიქია რეგიონში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შედეგებს ექვსს მუნიციპალიტეტში ითვლიან, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

13 აპრილი 2026, 20:59

მსოფლიო

მოუწევს თუ არა ერევანს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამართლებრივად დაცვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი სომხეთს ყოვლისმომცველი, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 20:45

მსოფლიო

კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

13 აპრილი 2026, 20:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი

აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აპრილი 2026, 20:28

მსოფლიო

ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:18

მსოფლიო

პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:07

მსოფლიო

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:42

მსოფლიო

პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:22

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

13 აპრილი 2026, 18:27

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.

13 აპრილი 2026, 17:12

მსოფლიო

მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.