დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენს, მარიო დიას-ბალარტს შეხვდა

ფოტო: Facebook
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მარიო დიას-ბალარტს შეხვდა.
ელჩმა და კონგრესმენმა განიხილეს არსებული გამოწვევების ფონზე საქართველო-შტატების სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე წარმოქმნილ უსაფრთხოების და ეკონომიკურ გამოწვევებზე.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონული უსაფრთხოებისთვის და შავი ზღვის მნიშვნელობას დამაკავშირებელი პროექტებისთვის. ასევე, ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა გამოხატეს მომავალში ახლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 20:57
პოლიტიკა
პარლამენტმა „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
„პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტით ახლებურად გაიწერა იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები; კერძოდ: თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს ჩაითვლება სანადირო იარაღად“.

31 მაისი 2023, 20:52
პოლიტიკა
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში დაამტკიცა
„2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე და ასევე იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რომელიც ხდებოდა როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იყო პოლიტიკის ეფექტური რეაგირება, როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, ასევე საბანკო სისტემების მდგრადობის შენარჩუნების და გაძლიერების კუთხით. ჩვენმა ქმედებებმა თავისი გავლენა იქონია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის შეფასებაში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად იყო შეფასებული", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

31 მაისი 2023, 20:50
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე
სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე, მანდ უნდა იმოქმედოს პროაქტიულად - ევროპის სასარგებლოდ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

31 მაისი 2023, 20:38
პოლიტიკა
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
პარლამენტის წევრების, რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტმა 89 ხმით დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

31 მაისი 2023, 20:17
ეკონომიკა
პარლამენტმა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
„კანონპროექტი არეგულირებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს, მათზე ზედამხედველობას და განსაზღვრავს სქემებში მონაწილეობის წესებს, პირობებს და მონაწილეთათვის დაცვის გარანტიებს“, - განაცხადა საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

31 მაისი 2023, 20:05
მსოფლიო
მაკრონი: უკრაინამ უსაფრთხოების ძლიერი და ხელშესახები გარანტიები უნდა მიიღოს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების ძლიერი და ხელშესახები გარანტიები უნდა მიიღოს.

31 მაისი 2023, 20:05
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია
სამწუხაროდ, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას ამბობს, მისი განცხადებები კი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც ქართული პოლიტიკა და საზოგადოებაა დღესდღეობით. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

31 მაისი 2023, 20:00
საზოგადოება
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახუირ ავრცელებს.

31 მაისი 2023, 19:37
მსოფლიო
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ შესაძლოა განახორციელონ სამართლებრივი ზომები პოლონეთში მიღებული ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელმაც ცალკეულ პირებს საჯარო თანამდებობაზე არჩევის უფლება შეიძლება ჩამოართვას
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ შესაძლოა განახორციელონ სამართლებრივი ზომები პოლონეთში მიღებული ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელმაც ცალკეულ პირებს საჯარო თანამდებობაზე არჩევის უფლება შეიძლება ჩამოართვას

31 მაისი 2023, 19:29
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე: დღეს იყო გაცილებით დარბილებული, შედარებით დაბალანსებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო
„საქართველო ამ მოცემულობით, სხვაზე მეტად (და ამას ევროკავშირიც და მისი კრიტერიუმებიც ადასტურებს), იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა დანარჩენი არის დეტალები, რომელსაც შეიძლება მნიშვნელობაც შედარებით აღარ მივანიჭოთ, მაგრამ შედარებით დაბალანსებული, ობიექტური გამოსვლები შეიძლება მისასალმებელიც იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

31 მაისი 2023, 19:12
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია
„ფსონები მაღალია, რადგან ომი ჩვენს საზღვრებთანაა. უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს, 15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია. ვლადიმერ პუტინის მიუნხენში სიტყვით გამოსვლა 2007 წელს, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, შემდეგ მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე - 2022-ში. ის, რასაც რუსეთი ომის დაწყების წინა დღეს ითხოვდა და გაწერილი იყო ხელშეკრულებების პროექტებში, მიუღებელი იყო. ეს იყო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა. ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირეები. როდესაც ქვეყანა ირჩევს დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, ის არასდროს წარმოადგენს საფრთხეს თავისი მეზობლისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.

31 მაისი 2023, 19:08
მსოფლიო
გერმანიის მთავრობა: საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი რუსული თავდასხმებისგან
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი რუსული თავდასხმებისგან.

31 მაისი 2023, 18:51
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა
„ირაკლი კობახიძემ, ასევე იმსჯელა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

31 მაისი 2023, 18:21
საზოგადოება
ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ-ში ქიმიკოსის დღე პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღინიშნება
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით მომავალი წლიდან ქართველ ქიმიკოსთა დღეს თსუ 11 ივლისს, უნივერსიტეტის პირველი რექტორის, საქართველოში ქიმიის მეცნიერების ფუძემდებლის პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტში ქიმიკოსების შეხვედრაზე გახდა ცნობილი“.

31 მაისი 2023, 18:17
მსოფლიო
ჯონ კირბი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს.

31 მაისი 2023, 18:16
რეგიონი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს
„პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, ყველას ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, გაწეული შრომისთვის, გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

31 მაისი 2023, 18:12
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე დემოკრატიაზე, ხალხის ინტერესებზე საუბარი არის წარმოუდგენელი და წყლის ნაყვა
„მეტად როგორღა უნდა დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას ისეთი ფორმალური თავმჯდომარე დაუნიშნეს, რომელიც არის კომიკოსი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებ პარტიაში მისი წონა, ან ავტორიტეტი. ეს ხომ ყველასთვის არის ცნობილი და ცხადზე ცხადია. ამის იქით პარტია როგორ უნდა დაეშვას. რა ფსკერი უნდა იყოს“

31 მაისი 2023, 18:08
პოლიტიკა
რომან კაკულია: რუსეთი იმპერია იყო და ერჩოდა მეზობლებს, მაგრამ ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა აათმაგებს რუსეთის ამ ბუნებას
ოპოზიცია ამბობს, რომ ნატო არაფერ შუაშია და რუსეთის ისედაც ერჩოდა მეზობლებს. კი ბატონო, რუსეთი იმპერია იყო და ერჩოდა მეზობლებს, მაგრამ ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა აათმაგებს რუსეთის ამ ბუნებას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

31 მაისი 2023, 18:06
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: დღეს ერთი რამ არის მკაფიოდ თვალშისაცემი - დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველი და მოამაგე ხელისუფლებაა
„სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცალკეული გამონათქვამები ან ამ გამონათქვამების დამახინჯება და შემდეგ უკვე ხელოვნურად რაღაც თემების აწევა, მიუთითებს ერთადერთ რამეზე - სამწუხაროდ დღეს არის მოცემულობა, როდესაც პოლიტიკაში არის ძალა, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს მერკანტილურად, ვერ ელევა ვიწროპარტიულ ინტერესებს და ყოველდღიურად აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. მათ ჰგონიათ, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას აზიანებენ, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან კარგად იციან, რომ ამით აზიანებენ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

31 მაისი 2023, 18:00
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: 2006 წლის შემდეგ შს სამინისტროს დანაშაულის გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს
შსს მუდმივ რეჟიმში აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. თუ გადახედავთ დღეს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, 2006 წლის შემდეგ შსს-ს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დანაშაულის გახსნის, რომელიც 63%-ს აჭარბებს, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.