01 აპრილი 2023, 15:14 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელებზე: ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალდებდა, რომ სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენ, როცა გაირკვა ვინც იყო, საზოგადოებას სთავაზობენ სულ სხვა ინტერპრეტაციას, თითქოს ეს ადამიანი გმირია

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

როგორც არ უნდა ეცადონ ადამიანის წარმოჩენას როგორც გმირისას, არ შეიძლება სიტყვა „გმირი“ ისეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს მაგალითად, ჟიული შარტავას. გარდა იმისა, რომ ეს სამართლებრივად აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, ამორალობაც არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოში აქციებს დიდი ისტორია აქვს, თუმცა, ქართულ საზოგადოებას არასდროს მიუმართავს ისეთი მეთოდებისთვის, რაც 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე დაფიქსირდა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოპოზიცია „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აბრალებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით მოქმედი პირის ვინაობა, ცდილობენ, იგი საზოგადოების თვალში გმირად წარმოაჩინონ.

„ჩემთვის ძალიან საყურადღებოა და არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს, ის, რომ საქართველოში აქციებს, განსაკუთრებით კი ბოლო ხანებში, საკმაოდ დატვირთული ისტორია აქვს. 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, არასდროს ქართულ საზოგადოებას არ მიუმართავს ისეთი ხერხებისთვის, როგორიც გამოყენებული იყო ამ დღეებში. ასეთი არაბუნებრივი ქცევა, შესაძლოა, ბევრ კითხვას ბადებდეს და ლოგიკურიც არის ამ კითხვების დასმა. ასეთ ფონზე, შეიძლება გარკვეული ვარაუდები ჩამოგვიყალიბდეს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ეს ყველაფერი მართული ოპოზიციის იმ ნაწილის მხრიდან, რომელსაც მუდამ რაღაც გეგმები აქვს, რომ როგორმე ძალადობრივი ინსტურმენტებით და ძალადობრივი მეთოდებით მიაღწიონ თავიანთ საწადელს და ხელისუფლება ხელში აიღონ, იმიტომ რომ ხვდებიან, არაძალადობრივი მეთოდებით, ამის განხორციელება უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომაც, არ ვიცი, ვისი ან რისი წამხედურობით, მაგრამ ფაქტია, ადამიანებმა იქ სრულიად არაბუნებრივი ნაბიჯები გადადგეს და ზოგიერთ შემთხვევაში, აშკარადაც გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ზოგი ლიდერი, სამწუხაროდ, მაქსიმალურად აქეზებდა ასეთ ნაბიჯებს. ჩვენ ვიხილეთ ასევე იმ აქციების დროს ადამიანები, რომლებიც სრულიად არაბუნებრივად მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. როდესაც ამასთან დაკავშირებით პირველად კითხვები გაჩნდა, მოგეხსენებათ, პირველი ვერსია, რაც ოპოზიციამ განავითარა, ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენ, მერე გაირკვა, ვინც იყო, ახლა საზოგადოებას სთავაზობენ სრულიად სხვა ინტერპრეტაციას და ამბობენ, რომ ეს ადამიანი, სინამდვილეში გმირიაო. როგორც არ უნდა ეცადონ ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, არ შეიძლება, სიტყვა „გმირი“ ისეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს მაგალითად, ჟიული შარტავას. გარდა იმისა, რომ სამართლებრივად ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, ამორალობაც არის“, - აღნიშნა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 09:14

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:09

მსოფლიო

„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს

ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.

13 აპრილი 2026, 08:57

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

13 აპრილი 2026, 08:55

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.