თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას, უნდა დავაკვირდეთ

თამთა მეგრელიშვილი
ფოტო: Facebook
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი 7- 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ადამიანს, რომელიც პოლიციელს დასაწვავად იმეტებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იცავენ.
მეგრელიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ დაკავებულმა პირმა, წარსულში საკუთარ მამასაც მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
„ადამიანი მამას რომ დაჭრის, ის სხვას დაინდობს?
პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს?
კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.
ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 17:39
პოლიტიკა
პარლამენტმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

31 მაისი 2023, 17:37
პოლიტიკა
ქართული პოლიციის დღე 2023 📸 ფოტოგალერეა
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები, მიწვეული სტუმრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.

31 მაისი 2023, 17:36
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი: პუტინს არცერთი ომი არ წაუგია, იმედი მაქვს, რომ ის ამ ომს წააგებს, თუმცა ამ დროისთვის რუსული სატკეპნი უკრაინას აწვება, ფრონტზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება
დღეს ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინმა ომი წააგო და მისი დამარცხება ის არის, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანდა, თუმცა წლების განმავლობაში, ფინეთის საზოგადოება ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ.

31 მაისი 2023, 17:19
თავდაცვა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იუბილე მიულოცა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კრწანისის ბაზაზე არსებული სიმულაციების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალი შენობა და სიმულაციურ-ტექნიკური შესაძლებლობები დაათვალიერეს.

31 მაისი 2023, 17:18
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ივერთუბანში მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ივერთუბანში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 6400 კვ. მ ფართობზე სკვერი მოაწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

31 მაისი 2023, 17:15
ეკონომიკა
კატარელი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
„7-კაციანი ჯგუფის წევრებისთვის კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, კულინარიის, სპა და სამთო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები მოამზადეს. პრესტურის მიზანია კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის ამაღლება და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

31 მაისი 2023, 17:07
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა რისკები რჩება
ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია. ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. მიღწეული შედეგი დადებითია, თუმცა პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავაც მაღალია. არის ფაქტორები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც ინფლაციის მატება, ისე დეფლაცია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

31 მაისი 2023, 16:59
რეგიონი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს
„პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, ყველას ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, გაწეული შრომისთვის, გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი“- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

31 მაისი 2023, 16:53
ეკონომიკა
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
„ამ კუთხით ჩვენ განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებდით მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს, რაც დაგვეხმარა, რომ ჯერ პანდემიიდან გამოწვეული შოკი და შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომიდან გამოწვეული შოკი საბანკო სექტორს მარტივად გადაეტანა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

31 მაისი 2023, 16:47
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“: ამ ორგანიზაციას ვურჩევდი, რომ სანამ სხვა პრობლემებზე იმსჯელებენ, მათ შიგნით რა პრობლემები აქვთ ამაზე იმსჯელონ. რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანას აზიანებენ
მდინარაძის თქმით, რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანას აზიანებენ, სჯობს, ამ პრობლემებზე ისაუბრონ.

31 მაისი 2023, 16:45
სამართალი
პროკურატურამ თბილისში, კაფეში მომხდარი მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 მაისი 2023, 16:33
საზოგადოება
კახა კალაძე „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი პროექტის შესახებ: ქალაქის ურბანულ განვითარებაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სამსახურები და არა თბილისის მერი
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული, სწორი განვითარება და არქიტექტურა იყოს შესაბამისობაში. როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ და იმას ვუყურებთ, კონკრეტული პროექტის უკან ვინ დგას, რომელი კომპანიაა, ჩვენი მხარდამჭერია, თუ ოპოზიციის და ამის მიხედვით გავცემთ ნებართვებს? შეიძლება ასე იყო წლების წინ, 2012 წლამდე. არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია. არ იფიქროთ, ვინმეს რამეში ვადანაშაულებდე. გარწმუნებთ, რომ ამჟამად, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ჩვენი სამსახურების მიერ. ყურადღება ექცევა იმას, ურბანულად რამდენად სწორია და არქიტექტურისთვის შესაბამისი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

31 მაისი 2023, 16:31
საზოგადოება
სამართალდამცველი, რომელმაც პარლამენტთან გამართულ აქციაზე, საქართველოს დროშა მიწიდან აიღო და აკოცა პოლიციელის დღეზე დაჯილდოვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იოსებ როსტიაშვილს რომელმაც მარტში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს დროშა მიწიდან აიღო და აკოცა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე "განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა.

31 მაისი 2023, 16:29
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა სტაჟირებისა და კარიერული განვითარების ფორუმს უმასპინძლა
საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებაზე, მხარდაჭერაზე და არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას მასპინძლობს. სწორედ ამ მიზნით, სებ-ის ინიციატივით, სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

31 მაისი 2023, 16:28
სამართალი
მამუკა მდინარაძე: ყველა პოლიციელს, გმირებს, რომლებიც ყველაზე რთულ, რისკიან, შრომატევად, მაგრამ ამავე დროს საამაყო საქმეს ემსახურებიან, ვულოცავ პროფესიულ დღეს
ყველა პოლიციელს, გმირებს, რომლებიც ყველაზე რთულ, რისკიან, შრომატევად, მაგრამ ამავე დროს საამაყო საქმეს ემსახურებიან, ვულოცავ პროფესიულ დღეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

31 მაისი 2023, 16:19
პოლიტიკა
კახა კალაძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: 2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!
თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ ისტორიაში პირველად, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

31 მაისი 2023, 16:19
ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება საერთაშორისო ინსტიტუტებმა დადებითად შეაფასეს
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე და ასევე იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რომელიც ხდებოდა როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იყო პოლიტიკის ეფექტური რეაგირება, როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, ასევე საბანკო სისტემების მდგრადობის შენარჩუნების და გაძლიერების კუთხით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა

31 მაისი 2023, 16:18
საზოგადოება
2022 წლის მონაცემებით ფიქსირებულ ინტერნეტს 1.08 მილიონი აბონენტი იყენებდა
ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა - 497 ათასი - „მაგთიკომს” ჰყავს, 308 ათასი - „სილქნეტს”, ხოლო „ახალი ჯგუფის ქსელებს”, ისევე როგორც “სქაიტელს” - 60 ათასი. 104 ათასი აბონენტი კი, სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.

31 მაისი 2023, 16:16
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან დაკავშირებით, არ განსხვავდებოდა დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებისგან.

31 მაისი 2023, 16:16
საზოგადოება
ზაზა ლომინაძე ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს