imedi /  03 აპრილი 2023, 18:35 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პოლიტიკურად, უკანონო ფულით და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით დააშანტაჟოს დანარჩენი ოპოზიციური პარტიები

არჩილ თალაკვაძე

ცარჩილ თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პოლიტიკურად, უკანონო ფულით და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით დააშანტაჟოს დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრებული პოლიტიკური პარტიაა.

„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გადავიდა 8-თვიან ბოიკოტში. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ევროპელებიც მოუწოდებდნენ ამ ოპოზიციურ პარტიებს, შედით, იმუშავეთ პარლამენტშიო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ ზეწოლას ახდენდა ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიაზე. მათ გარდა 8 ოპოზიციური პარტია შევიდა მაშინ პარლამენტში, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერც ერთმა გაბედა, რომ პარლამენტში სხდომას დასწრებოდა და თავისი მანდატი გამოეყენებინა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ემუქრებოდა გაქრობით. ახლა ვნახოთ, როგორ უკავშირდება ეს პროცესები კეზერაშვილის დღევანდელ განცხადებებს. მაშინაც და დღესაც ეს არის ერთი ხაზი. სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პოლიტიკური შანტაჟით, უკანონო ფულით და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით დააშანტაჟოს დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რათა შეინარჩუნოს პოლიტიკური მონოპოლია ოპოზიციაში. ანუ, ისინი თავის თავს ეძახდნენ მთავარ ოპოზიციას, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, დღეს კი ცარიელი სკამებით არიან წარმოდგენილი პარლამენტში, სხდომებზეც არ დადიან, კითხვებსაც ვერ სვამენ ნორმალურად და რაც მთავარია, წამყვანმა ფიგურებმა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო გუნდი. გაკოტრდა ეს პოლიტიკური პარტია. ის ხაზი, რომ მე მაქვს ფული და მე ვაკონტროლებ ტელევიზიას, თქვენ გადაგიგრეხთ ხელებს და მოგერევით, ეს ხაზი რჩება და ამ ხაზს აგრძელებს კეზერაშვილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, კეზერაშვილმა ღიად უთხრა მხარდამჭერებს, რომ ის არის ადამიანი, ვინც მუსიკას უკვეთს და აფინანსებს ყველას, ვინც მასთან მივა სათხოვნელად.

„ამ შემთხვევაში კეზერაშვილი და მისი დაჯგუფება მოერია სააკაშვილს, მათ წაართვეს პარტია, რადგან სააკაშვილი არის პატიმრობაში. სააკაშვილის ოჯახი აბრალებს ამ ხალხს, რომ თქვენ ჩამოიყვანეთ სააკაშვილიო. სავარაუდოდ, აქ იკვრება ლოგიკური წრე, რომ შესაძლოა, მართლაც კეზერაშვილის დაჯგუფებამ და ამ ჯგუფმა, ვინც დღეს ჩაიგდო ხელში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლება, დაარწმუნეს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაში და გაანეიტრალეს ის. იცოდნენ, რომ პასუხისგებაში მიეცემოდა, რადგან ხელისუფლებას დეკლარირებული ჰქონდა, რომ როგორც კი ის ჩამოვიდოდა საქართველოში, მიეცემოდა პასუხისგებაში. გამოდის, რომ ისევ ფულისა და კონტროლირებული მედიის საშუალებით „ნაციონალური მოძრაობაში“ ახლა ახალი დაჯგუფება ცდილობს, რომ გაიმყაროს ძალაუფლება. ფაქტობრივად, კეზერაშვილი პირდაპირ გამოვიდა საჯაროდ და მხარდამჭერებს უთხრა - დღეიდან მე ვარ ის ადამიანი, ვინც მუსიკას უკვეთს და ვინც აფინანსებს ყველას, ვინც ჩემთან მოვა სათხოვნელადო. ვფიქრობ, ეს არის უკიდურესი დამცირება ოპოზიციური სპექტრის ლიდერების“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება

არ ვიცი რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება

სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ

„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი

31 აგვისტო 2026, 11:21

მსოფლიო

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.

31 აგვისტო 2026, 11:01

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

31 აგვისტო 2026, 10:59

პოლიტიკა

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.

31 აგვისტო 2026, 10:43

მსოფლიო

BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:32

რეგიონი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

31 აგვისტო 2026, 10:24

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

31 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.

თეა ახვლედიანი

31 აგვისტო 2026, 10:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:56

რეგიონი

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.

მარინ ლე პენი

31 აგვისტო 2026, 09:50

მსოფლიო

მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.

31 აგვისტო 2026, 09:44

მსოფლიო

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.

31 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:32

სპორტი

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.