imedi /  07 აპრილი 2023, 16:26 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე: ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა სისხლი გაიღო იმისთვის, რომ საერთაშორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების დასანქცირება ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება.

„საქართველო-ამერიკის პარტნიორობას 30 წელი ჩვენ პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ჩვენ ამას ვიჩენთ. მათ შორის იმით, რომ ავღანეთში საქართველო ამერიკის შემდეგ იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. როდესაც ავღანეთიდან უკან იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ უმოკლეს დროში ლოგისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო, რომ პროცესი ყოფილიყო ორგანიზებული. ამ გადმოსახედიდან და ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ისეთი, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეების და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები. ამავე დროს, იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არავითარი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე, რაც ყველამ ვიცით და რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო ვერავინ გაიგო. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი. ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. რაც უნდა ყოფილიყო საფუძველი თუ მიზანი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ ვხედავთ ვინ სარგებლობს ამით, სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის წყლის შეყენება. ამიტომ ძალიან იმედგამაცრუებელია ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 12:11

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 11:57

მსოფლიო

აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

28 მაისი 2026, 11:44

სპორტი

სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 მაისი 2026, 11:39

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

28 მაისი 2026, 11:01

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 10:52

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.

თეა ბარბაქაძე ნინო თანდილაშვილი

28 მაისი 2026, 10:44

საზოგადოება

სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

28 მაისი 2026, 10:31

კულტურა

EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲

ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

28 მაისი 2026, 09:51

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

28 მაისი 2026, 09:48

საზოგადოება

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.