ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე იყო, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ!
ირაკლი კირცხალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს იყო ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, „წესი და რიგი“, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, უსამშობლოები საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს, რაც 2011 წლის 26 მაისს ჩაიდინეს.
როგორც მან აღნიშნა, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულის შემდეგაც კი მოახერხეს, რომ ტერორით, მუქარით, თუ მოსყიდვით საზოგადოების მღელვარება ჩააცხრეს და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ.
„მოგეხსენებათ, საზეიმო ვითარებაში ჩაიარა 26 მაისმა, ჩვენი დამოუკიდებლობის დღემ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი სხვა თვალსაზრისითაც გახლდათ აღსანიშნავი - რადიკალურმა ოპოზიციამ, უსამშობლოებმა, როგორც მათ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვუწოდებთ, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, საპროტესტო აქცია დააანონსეს.ყველას კარგად გვახსოვს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მათ ამ ნაბიჯზე, ნაბიჯზე, რომლითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათში არაფერია არც ქართული და არც სახელმწიფოებრივი.
თუმცა, უსამშობლოების ამ გადაწყვეტილებაში არაფერია გასაკვირი, თუკი გავიხსენებთ რა ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც მათი რეჟიმით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეები, ასეულობით ადამიანი, რომელთაც ამის დაფიქსირება საჯაროდ გაბედეს, ოთხი მხრით მოიმწყვდიეს, გასაქცევი არ დაუტოვეს და იმდენად ბრუტალურად გაუსწორდნენ, რომ ასეულობით დასახიჩრებულ ადამიანს პირდაპირ საავადმყოფოს იატაკზე ყრიდნენ.
ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა დანაშაულს, რომელიც რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაიდინა! დარწმუნებული ბრძანდებოდით, საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს!
ამ თემასთან დაკავშირებით, შეუძლებელია არ ვახსენოთ ორი დღის წინ, გადაცემა „რეჟიმის ანატომიაში“ გასული ინტერვიუ, რომელშიც 2011 წლის 26 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჯალათების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ნაწამები და მოკლული ჩვენი თანამოქალაქის სულიკო ასათიანის ოჯახის წევრები იმ ჯოჯოხეთზე საუბრობდნენ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ოჯახს და სრულიად საქართველოს მოუწყო.
ამ შემაძრწუნებელ ინტერვიუში ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ სულიკო ასათიანი განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს, უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და ენა ამოგლიჯეს. ამდენი წლის შემდეგაც კი ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. წარმოუდგენელია როგორც ამ სისტემური დანაშაულის მასშტაბი, ისე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ის, თუ რას გრძნობდნენ სულიკო ასათიანის ოჯახის წევრები, როდესაც ადამიანის მკვლელი რეჟიმის მესვეურები, ყველაფერთან ერთად, გარდაცვლილის დაკრძალვაზე მეზობლებსა და ნათესავებს მუქარით და დაშინებით უკრძალავდნენ მისვლას.
დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, როგორი დასაჯერებელია, რომ ეს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა?!
ამ ფონზე, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქართული არაფერი სცხია და როგორც წარსულში, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს. სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როდესაც ცოცხალი ადამიანი უსასტიკესად აწამეს და ენა ამოაჭრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რეჟიმის კრიტიკას, ანუ ხმის ამოღებას ბედავდა.
ტრაგედიაა, რომ ჩვენს ხალხს მოუწია ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს და მსგავსი დანაშაული საშინელებათა ფილმის სცენარი კი არა, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა იყო, ყოველდღიურობა, რომელშიც არათუ რეჟიმის კრიტიკა, თავისუფლად საუბარიც კი დასჯადი იყო.
ეს იყო ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, „წესი და რიგი“, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას ენას ამოგლეჯდნენ!
წარმოიდგინეთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულის შემდეგაც კი მოახერხეს, რომ ტერორით, მუქარით, თუ მოსყიდვით საზოგადოების მღელვარება ჩააცხრეს და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ.
თავად განსაჯეთ რამდენად მძლავრი იყო მათი ტერორისა და შიშის ფაქტორი, რამდენად მძლავრად იყო ის ხალხში გამჯდარი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი, დიდი დრო დაგვჭირდა, რომ სულიკო ასათიანის ოჯახის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის არაადამიანობაზე და მათ მიერ ჩადენილ გაუგონარ ბოროტებაზე ხმამაღლა ესაუბრათ. დაფიქრდით იმაზეც, რამდენად დათრგუნული და დაშინებული უნდა ყოფილიყო იმ დროს ქართველი, რომ მეზობელს და ნათესავს გვერდით არ დასდგომოდა და დაკრძალვაზე არ მისულიყო...
დიახ, სწორედ ასეთი იყო რეალობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობაში დათესილი შიშისა და ტერორის ფონზე რომ დღეს მათთვის პასუხის მოთხოვნას ვახერხებთ, დამიჯერეთ, ეს დიდი მიღწევაა.
თუმცა, გამაოგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოატარა, დღეს ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასოდეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო.
ეს არის უსამშობლო ძალა, რომელიც წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს ძალადობის, შიშის, ტერორის, უსამართლობის და ადამიანის უფლებებისა, თუ ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის ფეხქვეშ გათელვის „ეტალონს“ საქართველოში.
ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს.
არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას! არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაზიანების უფლებას!“, - განაცხადა კირცხალიამ.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 22:53
საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
31 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა
დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
31 ივლისი 2026, 22:27
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
31 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით
ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.
31 ივლისი 2026, 21:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 21:24
მსოფლიო
პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.
31 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
31 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.
31 ივლისი 2026, 21:01
ეკონომიკა
მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი
გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.
31 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა
იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 20:57
პოლიტიკა
შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.
31 ივლისი 2026, 20:53
მსოფლიო
ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.
31 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა
დღეს კობა დავითაშვილი 55 წლის გახდა... არიან ადამიანები, რომელთა ღირსებას, ჰუმანიზმს, ნათელ გონებას, სიმამაცეს, სიყვარულისა და თავგანწირვის უნარს ვერასოდეს ვივიწყებთ, ჩვენი გულთამპყრობელია მისი ადამიანური ხიბლი და სიმაღლე, - წერს პედაგოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში.
31 ივლისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ეროვნული ფასეულობების, ისტორიული გმირებისა თუ სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი დაცვა საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებულია. მაგალითად, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება.
31 ივლისი 2026, 20:36
პოლიტიკა
დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განხილვის მთავარი თემა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე.
31 ივლისი 2026, 20:29
ჯანდაცვა
ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაასრულა მოლაპარაკებები იტალიურ ფარმაცევტულ გიგანტთან. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ შეძენილია.
31 ივლისი 2026, 19:57
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს
,,აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა, არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს, აგროვებს კაპიტალს და მძიმე დაავადებით დასნეულებული ბავშვებით სპეკულირებს და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობს. ახლოსაც ვერ მიხვალთ, გაკეთებული საქმეებით ,,ქართულ ოცნებასთან’’, დასაბამიდან დღემდე, ხართ და იყავით აგენტურა, მავნებელები და გადასაშენებლები (პოლიტიკურად, რა თქმა უნდა),’’ - წერს გამსახურდია.
31 ივლისი 2026, 19:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული
ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე. საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ამ პოლიტიკას მივყვებით დღიდან სანქციების დაწესებისა და, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.
31 ივლისი 2026, 19:36
მსოფლიო
დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა, თუ მიგრაციის კონტროლის საკითხები სათანადოდ არ მოგვარდება.
31 ივლისი 2026, 19:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს
„ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს. ის ნაბიჯები, რაც იდგმება ქართული დიპლომატიური სამსახურის მიერ, არის შედეგიანი. პირველ რიგში, მისასალმებელია ნაურუს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ გადაწყვეტილებას და გამოვთქვით მზაობა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დავამყაროთ ნაურუსთან და ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთობების წინ წაწევაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.


