ნინო ფოჩხუა: „ლიმბახის" ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ - ქარმა წაიღო მილიონი დოლარი
ნინო ფოჩხუა
ფოტო: Facebook
„ლიმბახის" ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, ქარმა წაიღო მილიონი დოლარი, ახლა გინდ ბრეჟნევივით დაკიდეთ მედლები და გინდა სულ გააშიშვლეთ და უთვალეთ ნეკნები, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მოწამვლის შესახებ კამპანია თავიდანვე რთული დასაჯერებელი იყო. მისი განცხადებით, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმე მეტალებით მოწამლული, ამიტომ, სპეკულაციები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს და სააკაშვილმა საკვების მიღება უნდა განაახლოს.
„მთელი ეს კამპანია ეტყობა გათვლილი იყო იმ ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც მოკლებულია ელემენტარულ აზროვნებას. აბა როგორ შეიძლება დაიჯერო ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, როცა შეხედავ შვილთან მისულ დედა გიულის ცივი მჭადით, ერთი კიტრით და სალათის ფურცლით ხელში, რომელიც მშვენივრად ერგება პატიმარს. მოწამლულიც ვყოფილვარ და კიტრი კი არა, ერთი ყლუპი წყალიც ვერ დამილევია.
ლიმბახის" ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, ქარმა წაიღო მილიონი დოლარი, ახლა გინდ ბრეჟნევივით დაკიდეთ მედლები და გინდა სულ გააშიშვლეთ და უთვალეთ ნეკნები, მიშა არ არის მძიმე მეტალებით მოწამლული და ურჩიეთ დაიწყოს საკვების მიღება და დაასრულონ სპეკულაციები.“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
ყველა სიახლე
17 მაისი 2026, 12:15
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ქართველისთვის ყველაფერი წმინდაა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები
„ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი . პატრიარქ შიო III-ის დღევანდელი ინიციატივაც, რომ ეს გაგრძელდეს და ამას ჰქონდეს შეუქცევადი ხასიათი, ასევე ნიშნავს იმას, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ თემას,არანაირ რწმენას, იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურას და საკუთარ ოჯახს, საკუთარ მშობლებს ყოველთვის სცემს პატივს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავებელი, მათ შორის, ნიშანი ყველა დანარჩენისგან. ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები, იმისათვის, რომ თაობები გაიზარდონ ამ მაღალ ღირებულებებზე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
17 მაისი 2026, 12:12
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება უკვე აპრიორი ცოტათი არასერიოზული არის, თუმცა, მგონი ამის დაზუსტებაც არ უნდა იყოს საჭირო
„იქიდან დავიწყებდი, რომ სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება უკვე აპრიორი ცოტათი არასერიოზული არის, თუმცა, მგონი ამის დაზუსტებაც არ უნდა იყოს საჭირო. თვითონ სამეცნიერო ნაშრომი, სხვათა შორის, ეფუძნებოდა იმის გამოკვლევას თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიასაშუალებების მიერ მათ ეკონომიკურ სიტუაციაზე და საკმაოდ სასაცილო იყო, რომ სტატია, რომელიც დაწერეს, თავიდან ბოლომდე Chat GPT-ს დაწერილი იყო, იმ დონეზე არასერიოზულად, რომ ბმული მიუთითეს სტატიის ბოლოში და Chatgpt.com-ის წაშლა დაავიწყდათ. ზედმეტს აღარ ვისაუბრებდი ამაზე, უბრალოდ კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება არ მიმაჩნია მაინცდამაინც სწორად“, - განაცხადა ივანიშვილმა.
17 მაისი 2026, 12:03
საზოგადოება
კახა კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული
ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. პატრიარქის ინიციატივით ყოველწლიურად ხდება შეკრება. ხედავთ რამდენი ადამიანია და ამ დანატოვარს პატრიარქი, მისი უწმინდესობა შიო აგრძელებს, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
17 მაისი 2026, 12:01
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო. LIVE
მსვლელობაში მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და ლიდერები, ცოტნე ივანიშვილი.
17 მაისი 2026, 11:56
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: უკვე რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად
„უკვე რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების მიმართ გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იყო მიღებული. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რამე დამატებით გითხრათ. ბოლოს, როდესაც ძალადობაზე ვისაუბრე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას ძალიან. ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოხატული, კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს იყო რაღაც სტრატეგიული ნაბიჯი თუ პოლიტიკაში მოსვლის სვლა თუ ა.შ. ეს ყველაფერი მართლა არასერიოზული არის. ზუსტად 1 წლის წინ, 17 მაისს, იგივე დავაფიქსირე. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო. ახალს ვერაფერს გეტყვით. ძალადობა ზოგადად - ნებისმიერი ტიპის და ნებისმიერი მიმართულებით მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული. ამასთან, აუცილებელია წესრიგის დაცვა ქვეყანაში“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
17 მაისი 2026, 11:47
საზოგადოება
ლევან ჟორჟოლიანი: მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელი დღე, ოჯახი ეს არის უზენაესი ღირებულება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი ერთად
მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელი დღე. ოჯახი ეს არის უზენაესი ღირებულება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი ერთად, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 მაისი 2026, 11:45
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: ქართული საზოგადოება ამ ყველაფრის წინაშე მტკიცედ დგას და ყოველთვის დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს
მე მგონი კარგად დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი მანიპულაციურია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ითხოვენ. როგორია თქვენი პოზიცია?
17 მაისი 2026, 11:33
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი პატრიარქ შიო მესამის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: ეს ყველაფერი იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია
ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და მკაცრი; მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც პატრიარქ შიო მესამის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეეხებოდა.
17 მაისი 2026, 11:25
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო მსვლელობას შეუერთდა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო მსვლელობას შეუერთდა.
17 მაისი 2026, 11:18
საზოგადოება
ცოტნე ივანიშვილი: ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი თავისთავად უდიდესი მორალისა და ღირსების გამოხატულებაა
„რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი თავისთავად უდიდესი მორალისა და ღირსების გამოხატულებაა. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა გამოდის დღევანდელ დღეს და გვერდში უდგას ამ იდეას და ამით მშობლებისადმი პატივისცემას გამოხატავს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
17 მაისი 2026, 11:12
საზოგადოება
სამების ტაძარში პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
სამების ტაძარში პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.
17 მაისი 2026, 11:08
მსოფლიო
უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მინიმუმ 85 დრონი, რომლებიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ. მისივე თქმით, შეტევის შედეგად დაზიანდა კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - დაშავდა 12 ადამიანი, თუმცა ქარხანაში საწარმოო პროცესი არ შეფერხებულა. ასევე, მედია წერს ხანძრის შესახებ სოლნეჩნოგორსკის ნავთობბაზაზე, მოსკოვის ოლქის სოფელ დურიკინოსთან.
17 მაისი 2026, 10:53
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ოზურგეთში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 მაისი 2026, 10:51
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
17 მაისი 2026, 10:46
მსოფლიო
ტაილანდში სატვირთო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
წინასწარი მონაცემებით, ავტობუსი წითელ შუქნიშანზე პირდაპირ ლიანდაგებზე გაჩერდა, რამაც გადასასვლელი ბარიერების ჩაკეტვას ხელი შეუშალა. მატარებელმა კი, რომელსაც კონტეინერები გადაჰქონდა, დროულად დამუხრუჭება და ავტობუსთან შეჯახების თავიდან აცილება ვერ შეძლო.
17 მაისი 2026, 10:35
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. LIVE
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
17 მაისი 2026, 10:27
მსოფლიო
ლონდონში ანტიმიგრაციულ აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გავიდა
ლონდონში ათობით ათასი ადამიანი ანტიმიგრაციულ მარშზე გავიდა. ინგლისის დედაქალაქის ცენტრში გამართული აქცია ულტრამემარჯვენე აქტივისტის, სტივენ იაქსლი-ლენონის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტომი რობინსონი. მარშის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და მასობრივი იმიგრაციის გამო. აქციის მონაწილეებისადმი მიმართვაში რობინსონმა მათ „ბრიტანეთისთვის ბრძოლისთვის“ მომზადებისკენ მოუწოდა.
17 მაისი 2026, 10:15
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ
ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ. შესაბამისი ქარდები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ ქსელში განათავსეს.
17 მაისი 2026, 10:14
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები ქაშვეთის ტაძართან იკრიბებიან
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები ქაშვეეთის ტაძართან იკრიბებიან.
17 მაისი 2026, 10:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მძიმე დრო ელის, თუ აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს
„წარმოდგენა არ მაქვს, გააკეთებენ თუ არა ისინი ამას. თუ არა, მათ ძალიან მძიმე დრო ელით, ძალიან მძიმე დრო. მათთვის აჯობებს, რომ შეთანხმება დადონ“, - განაცხადა ტრამპმა.


