ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი, რომელიც საქართველოში რევოლუციის, ქაოსის, არეულობის გამოწვევის მცდელობებს აფინანსებს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საბოლოო ჯამში მთავარი არის ვინ ჩადებს ფულს - რა თქმა უნდა ტელევიზიის თანამშრომლები ფულს არ ჩადებენ, ყოველწლიურად ამ ტელევიზიაში სისხლიან ფულს კვლავაც კეზერაშვილი ჩადებს, ამიტომ ასეთი გადათამაშებით ვერავის მოატყუებენ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დავით კეზერაშვილის განცხადებას, რომ ის უარს ამბობს ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს.
როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას განაცხადა, „ფორმულასთან“ ნებისმიერი ტიპის კავშირი ნიშნავს გარკვეულ კომპრომისს მორალთან, რადგან ეს ტელევიზია სისხლიანი ფულით ფინანსდება.
„ინტელექტი რომ არ აქვთ ამ ადამიანებს, ეს ყველაფრიდან ჩანს. რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მთავარია, ვინ აფინანსებს უწყვეტ რეჟიმში ამა თუ იმ ტელევიზიას. ყველამ ვიცით, რომ „ფორმულა“ საკუთარი სახსრებით ვერ არსებობს, მათ აქვთ მიზერული სარეკლამო შემოსავლები გამომდინარე იქიდან, რომ არის 1%-იანი ტელევიზია, შესაბამისად, მათ სჭირდებათ მუდმივი სუბსიდირება, მრავალმილიონიანი სუბსიდირება ყოველწლიურად. საბოლოო ჯამში მთავარი არის ვინ ჩადებს ფულს - რა თქმა უნდა ტელევიზიის თანამშრომლები ფულს არ ჩადებენ, ყოველწლიურად ამ ტელევიზიაში სისხლიან ფულს კვალვაც კეზერაშვილი ჩადებს, ამიტომ ასეთი გადათამაშებით ვერავის მოატყუებენ. ფორმულასთან ნებისმიერი ტიპის კავშირი ნიშნავს გარკვეულ კომპრომისს მორალთან, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც იღებს ფულს ხელფასის სახით თუ რაიმე სხვა ფორმით, მიდის მორალურ კომპრომისზე, რადგან ეს არის სისხლიანი ფული. ეს არის ფული, რომელიც არის ნაშოვნი ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის ხარჯზე, ბიზნესის რეკეტიდან, პენსიონერების ძარცვიდან, ჯარის ძარცვიდან.
სინამდვილეში არავინ ეკითხება კეზერაშვილს პოლიტიკაში დარჩენა-არ დარჩენას, ის იღებს თავისუფალი მიმოსვლის გარანტიას, სწორედ იმის სანაცვლოდ, რომ აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, მისთვის ეს იძულებაც არის, არავითარი სვლა არ აქვს. ის არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, გლობალური ომის პარტიის აგენტი, რომელიც აფინანსებენ საქართველოში ქაოსს, არეულობას, ამის მცდელობას. ეს არის მთავარი მისი მოტივაცია, რატომაც ის რჩება ქართულ პოლიტიკაში, მას აიძულებენ დააფინანსოს რევოლუციის მცდელობა, ქაოსის გამოწვევის მცდელობა და მას ამ კუთხით არჩევანიც არ აქვს სინამდვილეში. ზოგადად გლობალურ ომის პარტიაში ინტერესი იმისა, რომ კეზერაშვილმა განაგრძოს რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება, დიდია, თუმცა, თუ ნახავენ სხვა წყაროს დაფინანსებისთვის, რა თქმა უნდა კეზერაშვილსაც მარტივად გაწირავენ“, - განაცხადა კობახიძემ.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 16:52
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 11,85 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს, რომელიც 40 ცალად დააფასოვა. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
05 მაისი 2026, 16:51
მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი: მედესანტეები მზად არიან დაეშვან ირანში და საკვანძო პოზიციები დაიკავონ, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს სიცილიასა და ნორმანდიაში გააკეთეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ დენ კეინის განცხადებით, ამერიკელი მედესანტეები მზად არიან და ელოდებიან ბრძანებას, რათა დაეშვან ირანის ტერიტორიაზე და საკვანძო პოზიციები დაიკავონ.
05 მაისი 2026, 16:49
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოადგილეებთან ერთად სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოადგილეებთან ერთად სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.
05 მაისი 2026, 16:44
პოლიტიკა
ჩიხელიძე: ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა. სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი ბრძოლა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება და მტკიცებულებების ეტაპობრივი შეგროვება - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
05 მაისი 2026, 16:33
მსოფლიო
რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას, პრემიერ-მინისტრ, ილიე ბოლოჟანის ხელმძღვანელობით, უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
05 მაისი 2026, 16:20
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
05 მაისი 2026, 15:58
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს
ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
05 მაისი 2026, 15:50
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოეტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო ზურაბ გორგილაძის ხსოვნას და მონაწილეობა მიიღო პოეტის დაბადებიდან 89 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
05 მაისი 2026, 15:47
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ დაასრულა მუშაობა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინზე, რომელიც ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან აკავშირებს
ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 2030 წლისთვის ველოდებით ამ მაჩვენებლის გაორმაგებას და სწორედ ამიტომ ვახორციელებთ მსხვილ ინვესტიციებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
05 მაისი 2026, 15:41
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
„იმედინიუსმა“ გაარკვია, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია, უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო.
05 მაისი 2026, 15:21
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო
„ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლისთვისაც თანაბრად აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამს – არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარია რეალურად არსებულ, უსაფრთხო და ეფექტიან სამკურნალო საშუალებაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხზე.
05 მაისი 2026, 15:20
ეკონომიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს და ჰქონდეს დატვირთვა. ამ პორტს მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და აზიისთვის, ვინაიდან მთავარი დატვირთვა იქნება სწორედ ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირება
ჩვენთვის მთავარია, რომ ის პორტი, რომელიც უნდა აშენდეს, საქართველოს სახელმწიფოს ექნება 51% წილი მთლიან პორტში, რაც გულისხმობს, რომ ეს იქნება საქართველოს საკუთრება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას.
05 მაისი 2026, 15:18
პოლიტიკა
სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილეს
სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
05 მაისი 2026, 15:17
პოლიტიკა
პარტია „ლელო“ პარტიულ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას დიპლომატებს აწვდის
პარტია „ლელო“ პარტიულ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას დიპლომატებს აწვდის. შეხვედრაზე ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ ბრძოლის მეთოდებზე ილაპარაკებენ.
05 მაისი 2026, 15:15
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში იგეგმება მასშტაბური ინვესტიცია, რათა განვამტკიცოთ ჩვენი როლი შუა დერეფანში და ვიყოთ სანდო, ეფექტური, სწრაფი პარტნიორი და დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის
საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლების პროცესი იწყება, რომელიც ინფრასტრუქტურის, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებების სრულ გაჯანსაღებას და ამ სფეროში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზის პრეზენტაციის „ისტორიული განახლების“ შემდეგ.
05 მაისი 2026, 15:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ზუსტად კომისიის დასკვნა არის დღეს ის დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფასებთან დაკავშირებით ზედაპირული საუბარი არ იყოს
კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ზუსტად კომისიის დასკვნა არის დღეს ის დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფასებთან დაკავშირებით ზედაპირული საუბარი არ იყოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
05 მაისი 2026, 15:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამხრეთ კავკასია არის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის ამიტომ გაუგებარია ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც საკუთარ ფეხში სროლას ჰგავს, როდესაც ვხედავთ მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ
სამხრეთ კავკასია არის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის და სწორედ ამიტომ არის გაუგებარი ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც საკუთარ ფეხში სროლას ჰგავს, როდესაც ვხედავთ მათ დამოკიდებულებას, მაგალითად, საქართველოს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ურსულა ფონდერლაიენის განცხადებას, რომ „სომხეთი „მნიშვნელოვან“ როლს ასრულებს, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის საკითხში“.
05 მაისი 2026, 15:07
სამართალი
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.
05 მაისი 2026, 15:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ზელენსკის ინიციატივა, რომ ასე დემონსტრაციულად შეხვედროდა ადამიანს, რომელიც თავად შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, აჩვენებს იმას, რომ მან შესაძლოა გადაიაზრა თავისი პოლიტიკის მცდარი მიმართულება
მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება ათობით ათას ლტოლვილს იღებდა, როდესაც ასობით უკრაინელ ბავშვს უკრაინულ ენაზე სკოლებში კლასებს უქმნიდა, როდესაც ყველა რეზოლუციაში გვერდზე ედგა, ამის საპასუხოდ, როდესაც ხელისუფლება ასანქცირებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამას თუ უკრაინული ხელისუფლებისთვის მადლიერება ჰქვია, მაშინ ტერმინებში ვერ ვთანხმდებით, იმიტომ რომ ქართულად ამას მადლიერების არ გამოხატვა ჰქვია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - „არაერთხელ გაგიკრიტიკებიათ პერსონალურად ზელენსკი, ამ კრიტიკის შემდეგ და იმ განცხადებების შემდეგ, რომ უკრაინის ხელისუფლება ომში გვითრევდა, ახლა ეს საფრთხე აღარ არის?“
05 მაისი 2026, 15:02
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი
ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო - უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას.


