imedi /  20 აპრილი 2023, 00:21 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოჰკრან ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

როცა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც მათი [ოპოზიციის] ინიციატივაა დღეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, შესაბამისად, მათ არა გამოძიება, არამედ, სისტემატიზაცია სჭირდებათ. ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ საკმარისია იმდროინდელი ტელევიზიების მიერ გაშუქებული მოვლენების ნახვით, ყველასთვის ნათელი იქნება, თუ რა დანაშაული ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ.

„თუ წარმოვიდგენთ ამ პროცესს, სინამდვილეში, მათ კრიმინალს სჭირდება არა გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, უბრალოდ, საჭიროა სისტემატიზაცია მაგალითად იმისა, თუ რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და სხვებმა, როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები. რა მოხდა 7,8,9 აგვისტოს? - ეს ხომ ყველამ იცის. საკმარისია უბრალოდ, აიღოთ მაშინდელი ტელევიზიები, მაგალითად, „რუსთავი 2“, ყველაზე ინტენსიური გამშუქებელი იყო იმ პროცესების და მათი მთავარი რუპორი იყო, „იმედიც“ მათ საკუთრებაში იყო მაშინ. ელემენტარულად, აიღეთ უწყვეტი კადრი 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით და ყველა ძალიან კარგად გაიხსენებს, რა დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი ქვეყნის წინაშე, რა ავანტიურა ჰქონდათ მათ დაგეგმილი 7,8,9 აგვისტოს.“ - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა ფორმით შეიძლება გამოჰკრას ხელი ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნას და განიხილება თუ არა ეს საკითხი „ქართულ ოცნებაში“, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ათი წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებისთვის შეხსენება, შესაძლოა, კარგი დრო იყოს, ვინაიდან არიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ ახსოვთ წინა ხელისუფლების დროს არსებული ვითარება.

„არაფერს გამოვრიცხავ, დაველოდოთ. ათი წელია გასული მათ მიერ ამ დანაშაულების ჩადენიდან - მადლობა ღმერთს, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა. ხალხმა ამოისუნთქა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ადეიშვილი-სააკაშვილის სასამართლოს მხრიდან ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ, ათი წელია გასული, რაც ნიშნავს იმას, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ავიწყდება, ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, ათი წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისათვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას. მათ შორის არიან, პირობითად, 20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ათი წლის წინ იყვნენ 10 წლის და საერთოდ არ უნახავთ ეს წლები, არ ახსოვთ, რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს. შეიძლება, ათი წლის თავზე იყოს ზუსტად იდეალური დრო იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს იქნება ნიურბნერგის პროცესის მსგავსი ერთგვარი მორალური სასამართლო, რომლითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს და შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულებს. „პატარა ნიურბნერგი ამ ადამიანებისთვის შეფასება-შეხსენების დონეზე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ და ამის დრო ალბათ დადგება. ვნახოთ, შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შეიძლება გამოჰკრან საკუთარ საგამოძიებო კომისიას ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

07 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას Patriot-ის სარაკეტო ბატარეები გადაუდებლად სჭირდება: რაკეტები ჩვენც გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხზე ისაუბრა.

07 აგვისტო 2026, 00:08

მსოფლიო

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი ყარყარაშვილი

06 აგვისტო 2026, 23:55

პოლიტიკა

გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ

ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, - ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

06 აგვისტო 2026, 23:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნი

06 აგვისტო 2026, 22:25

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას - ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 აგვისტო 2026, 22:14

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

06 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

Reuters: ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე და ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას მიაღწიოს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

06 აგვისტო 2026, 21:12

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

06 აგვისტო 2026, 20:44

მსოფლიო

The New York Times: რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე, საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის მოწოდებები უპასუხოდ რჩება - უამრავ ფრონტზე მძვინვარე ომის გამო, დასავლელი მოკავშირეები ერიდებიან იმ რაკეტების გაცემას, რომლებიც შესაძლოა საკუთარი თავდაცვისთვის დასჭირდეთ

ომის დიდი ნაწილის განმავლობაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვებმა დასავლელი მოკავშირეებისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემების თაობაზე შედეგი გამოიღო, მისმა ლობირებამ ხელი შეუწყო ვაშინგტონის დარწმუნებას, 2023 წელს კიევისთვის აშშ-ის წარმოების პირველი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცა, რასაც წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნების მიერ კიდევ რამდენიმე ასეთი სისტემის გაგზავნა მოჰყვა - ახლა კი, როდესაც უკრაინა ომის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მძლავრი სარაკეტო იერიშების წინაშე დგას, ზელენსკის ხელახალი მოწოდებები უპასუხოდ რჩება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

06 აგვისტო 2026, 20:35

რეგიონი

გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

06 აგვისტო 2026, 20:34

პოლიტიკა

კრიმინალით მანიპულირების მცდელობა და სტატისტიკა. ჰიბრიდული ომი და ხელისუფლების პასუხი-საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა ხდებოდა საქართველოში დანაშაულის ჩადენის თუ გახსნის მიმართულებით და როგორ შეიცვალა ვითარება. საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა - ეს ხელისუფლების პასუხია მორიგ დეზინფორმაციაზე და ქვეყნის ამ სტატუსს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, თუ კვლევაც ადასტურებს.

06 აგვისტო 2026, 20:32

პოლიტიკა

შეკვეთილი რუსოფობია. რატომ შეცვალა ოპოზიციამ რიტორიკა? აღიარება და უპასუხო კითხვები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ განსაზღვრავს და ცვლის ოპოზიციის რიტორიკას გარე კონტექსტი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს კითხვებს აღარ პასუხობდნენ, იქამდე კი დაადასტურეს, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის და ოკუპაციის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაცია დასავლეთის გამო არ სჭირდებოდათ.

06 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

უცხო ქვეყნიდან მართული და საქართველოდან მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია. საბოტაჟის საქმის გამოძიება და პრემიერის კომენტარი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმ ფონზე, როდესაც საქართველო მსოფლიო ტურიზმის რუკაზე წარმატებულ და გამორჩეულ ადგილს იკავებს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს - ვინ და როგორ ცდილობს ამ მონაპოვრის განადგურებას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.

06 აგვისტო 2026, 20:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნაცსექტისათვის გიგა ავალიანის დედა საინტერესო იყო როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, მაგრამ რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით

ნაცსექტისათვის, რომლის კრებსით სახესაც ამ შემთხვევაში ნანული ჟორჟოლიანი წარმოადგენს, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე საინტერესო იყო, როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, პოლიტიკურ სვავებს თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, X-ზე.

06 აგვისტო 2026, 19:57

პოლიტიკა

აფხაზეთის მეომართა კავშირი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული, - აღნიშნულია აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებაში.

06 აგვისტო 2026, 19:55

მსოფლიო

უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია

უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია, იმის მიუხედავად, რომ ფიფას პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და მსოფლიო ჩემპიონატის გასხვისების გეგმა უკან გაიწვია.

06 აგვისტო 2026, 19:53

პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

06 აგვისტო 2026, 19:47

საზოგადოება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: ქართველი მეზღვაურები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქართველი მეზღვაურების მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ.

06 აგვისტო 2026, 19:35

მსოფლიო

ფლორიდის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპს ავალდებულებდა, BBC-ისთვის თავისი ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები გაემჟღავნებინა

ფლორიდის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპს ავალდებულებდა, BBC-ისთვის თავისი ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები გაემჟღავნებინა - ეს მოთხოვნა უკავშირდება ცილისწამების სარჩელს, რომელიც ტრამპმა მედია-კომპანიის წინააღმდეგ შეიტანა, - წერს გამოცემა POLITICO.

06 აგვისტო 2026, 19:30

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა