გირჩი ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკაზე მუშაობის შეჩერებისთვის აკრიტიკებს
ზურაბ ჯაფარიძე
"გირჩი" ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შემოშავების პროცესის შეწყვეტის გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ჯაფარიძის თქმით, 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა 1 თვით, 21 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მუშაობა შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებამდე არ მოხდება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და "არსებული იდიოტური და მავნებლური ნარკოპოლიტიკის თუნდაც ოდნავი ლიბერალიზაცია", - ამბობს ჯაფარიძე.
„ამასთან დაკავშირებით გვინდა, განვაცხადოთ: დაახლოებით 4 თვის განმავლობაში, ბევრისთვის გაუგებარი მიზეზით „გირჩი“ არ აქტიურობდა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის მიზეზი იყო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტი და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე სხვადასხვა ჯგუფის იმედიანი მოლოდინი (ჩვენი აზრით, საფუძველშივე ფუჭი), რომ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებამდე გადმოდგამდა შემხვედრ ნაბიჯს და შეარბილებდა ნარკოპოლიტიკას.
იმის გამო, რომ „ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობის წევრთა ნაწილი ნარკოპოლიტიკის ცვლილებით დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ერთ ნაწილს არწმუნებდა, თითქოს „გირჩის“ აქტიურობა ხელს უშლიდა მათ თანაგუნდელების დარწმუნებაში, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვანია, ჩვენ გადავწყვიტეთ არ მიგვეცა „ქართული ოცნების“ ერთი შეხედვით სწორი პოზიციის მქონე დეპუტატებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებზე უარის თქმის საბაბი და ნარკოპოლიტიკაზე გამოვაცხადეთ მორატორიუმი.
„გირჩის" მორატორიუმის შედეგი არის ის, რომ ნარკოპოლიტიკა პრაქტიკულად გაქრა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ხოლო არჩევნებამდე 1 თვით ადრე ვიგებთ, რომ არანაირი ცვლილება ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არჩევნებამდე არც იგეგმება. მეტიც, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მთავრობამ ისეთი დასკვა დაწერა, რომ დღეს რომელიმე სამოქალაქო ჯგუფის მხრიდან რაიმე პოზიტიური ნაბიჯის მოლოდინი უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში ხელისუფლებასთან კოლაბორაცია.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე „ოცნება“ დათმობაზე წავიდა არაერთ ჯგუფთან, რომლებმაც იაქტიურეს და არ შეასუსტეს წნეხი ხელისუფლებაზე. ოცნებამ დაუთმო ფაშისტური ხედვების მქონე ჯგუფებს და კონსტიტუციით კრძალავს სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე; ოცნებამ დაუთმო კომუნისტური ხედვების მქონე ჯგუფებს და კონსტიტუციიდან იღებს (12 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც) ჩანაწერს რეფერენდუმის გარეშე გადასახადების ვერ გაზრდის თაობაზე; ოცნებამ ასევე დაუთმო ჰომოფობთა უზარმაზარ არმიას დომინანტი რელიგიური ჯგუფის თამადობით და კონსტიტუციით აპირებს განსაზღვროს ქორწინება როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირი.
ერთადერთი, ვინც „ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გადააგდო, არიან ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც წლებია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ელოდებიან. და ამის მიზეზია სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში ხელისუფლებაზე წნეხის შესუსტება, თუ არა სრულიად მოხსნა. ხელისუფლებამ, პროგრესულად პოზიციონირებადი რამდენიმე პარლამენტარისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის დახმარებით, წარმატებით მოახერხა ილუზიის შექმნა, თითქოს არჩევნებამდე აპირებდა ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ტყუილი, თუმცა მაინც ავირჩიეთ მორატორიუმის გზა, რათა კანონპროექტის ჩავარდნა ვინმეს გირჩის პასუხისმგებლობად არ მოენათლა...
ჩვენი აზრით განსაკუთრებული ცოდნა ან პოლიტიკური ალღო არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ არჩევნების შემდეგ ხელთ აღარ გვექნება ხელისუფლებაზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტი და ვიქნებით სრულიად სხვა რეალობაში, მნიშვნელოვნად გაუარესებული პოზიციით. მეტიც, წარსული მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების შემდეგ, მაღალი ალბათობით, სამართალდამცავი სტრუქტურები ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდებიან და ეს აქტიურობა აღარ იქნება შემოფარგლული ფონიჭალაში საჩვენებელი სპეცოპერაციებით. სიმძიმის ცენტრი გადაინაცვლებს მომხმარებლებზე, მიაკითხავენ ყველას, და, როგორც ეს უკვე არაერთხელ მომხდარა წინა წლებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ფულით აზღვევინებენ იმ რბილ დამოკიდებულებას, რომელიც ახლა, წინასაარჩევნოდ იგრძნობა. სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაცვლად მივიღებთ კრიმპოლითა და საპროცესოებით სავსე ქალაქს. საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არჩევნებამდე ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა 2 დღიანი საგანგებო საპარლამენტო სესია და 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა. ერთადერთი რას ამისთვის საჭიროა - ესაა პოლიტიკური ნება. ..
გირჩი ამთავრებს მორატორიუმს და გეგმავს ყველას ახლობლების მოკითხვას, ვინც წინ დაგვიდგება არსებული არაადამიანური ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის ბრძოლის გზაზე", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" სახელით.
20 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის სფეროში ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური დაპირებების პარალელურად, ამ კუთხით ცვლილებები ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს.
26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება.
29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 12:15
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
30 აგვისტო 2026, 12:12
ჯანდაცვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
30 აგვისტო 2026, 11:58
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
30 აგვისტო 2026, 11:45
სპორტი
ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.
30 აგვისტო 2026, 11:27
მსოფლიო
კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
30 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
30 აგვისტო 2026, 11:18
მსოფლიო
პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას
არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.
30 აგვისტო 2026, 11:12
რეგიონი
ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.


