27 აპრილი 2023, 14:03 / სანდო წყარო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების ინტერესიც, ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე

ზბიგნევ რაუ

ზბიგნევ რაუ

საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების ინტერესიც, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზბიგნევ რაუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის ნატოს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან.

ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში.

მიმდინარე კვირაში მინისტრი დარჩიაშვილი გახლდათ საპატიო სტუმარი ევროსაბჭოში. ამიტომ, ბუნებრივი და აშკარაა, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრები ბრიუსელში გამართული კონსულტაციების გაგრძელებაა და ეხება როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრობლემატიკას, ისე ევროპის უსაფრთხოებას ვილნიუსის ნატოს სამიტის კონტექსტში. ასევე განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, მ. სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის“,- განაცხადა ზბიგნევ რაუმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

22 ივლისი 2026, 19:48

საზოგადოება

გია აბაშიძე: სინგაპურის Changi Airport Group, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული აეროპორტის ოპერატორი, დაინტერესდა ვაზიანის პროექტით - ინტერესი ეფუძნება საქართველოს სტაბილურობას, მის ზეპერსპექტიულ სატრანსპორტო-ტურისტულ სექტორებსაც -

Changi Airport Group მსოფლიოში ცნობილია ეფექტიანი მენეჯმენტით, მაღალი მომსახურების სტანდარტებითა და აეროპორტების განვითარების წარმატებული მოდელით, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.

დავით ქართველიშვილი

22 ივლისი 2026, 19:46

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტმა უკვე მიიპყრო მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ოპერატორის, სინგაპურის "ჩანგის" აეროპორტის მმართველი გუნდის ყურადღება - ასეთი ინტერესის გამოვლენა თავისთავად წარმოადგენს საქართველოს გეგმებისა და პროექტის პერსპექტიულობის საერთაშორისო აღიარებას

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტმა უკვე მიიპყრო მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ოპერატორის - სინგაპურის "ჩანგის" აეროპორტის მმართველი გუნდის ყურადღება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ცოტნე ანანიძე

22 ივლისი 2026, 19:34

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება.

ნინო ფოჩხუა

22 ივლისი 2026, 19:31

საზოგადოება

ნინო ფოჩხუა: Singapore Changi Airport-ი ითვლება ნომერ პირველ აეროპორტად მსოფლიოში და მისი მმართველი გუნდის დაინტერესება ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტით ნიშნავს თუ რამხელა პოზიტიური მოლოდინებია ჩვენი ქვეყნის სტაბილურ ზრდაზე

თუ ვინმემ არ იცის, მე გეტყვით, რაც შეგიძლიათ შემდეგ გადაამოწმოთ, რომ Singapore Changi Airport-ი ითვლება ნომერ პირველ აეროპორტად მსოფლიოში, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

22 ივლისი 2026, 19:24

პოლიტიკა

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას

მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, - წერს სოციალურ ქსელ X-ში სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი.

22 ივლისი 2026, 19:23

მსოფლიო

ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეირანი განიხილავს „რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურისა და ხიდების დაბომბვას“, მას შემდეგ, რაც ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ გაანადგურებს ერთ „ხიდს ან ელექტროსადგურს“ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში რაიმე გემს შეუტევს

მაღალი რანგის ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეირანი განიხილავს „რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურისა და ხიდების დაბომბვას“, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ გაანადგურებს ერთ „ხიდს ან ელექტროსადგურს“ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში რაიმე გემს შეუტევს.

22 ივლისი 2026, 19:16

რეგიონი

ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, ციცინო კობიაშვილი და მსახიობი, მერაბ კილაძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ

ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, ციცინო კობიაშვილი და მსახიობი, მერაბ კილაძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

კინგა გალი

22 ივლისი 2026, 19:02

მსოფლიო

ევროპარლამენტარი კინგა გალი: დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - მთავრობა ახლა სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს უძლიერესი ოპოზიციური პარტიის პარალიზებისთვის, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია

დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - პროკურორები წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ იმ შენობაში, სადაც „ფიდესის“ სერვერებია განთავსებული, რათა პარტიის მთელი საკომუნიკაციო სისტემა და მონაცემთა ბაზები ამოეღოთ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კინგა გალიმ.

მატეო სალვინი

22 ივლისი 2026, 18:53

მსოფლიო

იტალიის ვიცე-პრემიერი: რაც უგრეთში ხდება, ცუდ პრეცედენტს ქმნის - თვალშისაცემია ბრიუსელისა და იმ ადამიანების ყრუ სიჩუმე, რომლებიც წლების განმავლობაში საუბრობენ, ხშირად უადგილოდ, „კანონის უზენაესობაზე“

რაც უგრეთში ხდება, სერიოზულია და ცუდ პრეცედენტს ქმნის - თუ დემოკრატია ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად იხრება, ის აღარ არის დემოკრატია, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ.

 გიორგი აბუთიძე

22 ივლისი 2026, 18:46

საზოგადოება

გიორგი აბუთიძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს

ბევრი ობიექტია ნამდვილად რუსთაველის გამზირზე და ყველა გაფრთხილებულია, გამგეობის თანამშრომლების მიერ ინფორმირებულია, რომ იწყება გამზირის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

მიხეილ სააკაშვილი

22 ივლისი 2026, 18:40

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - არანაირი ავტორიტეტი თქვენ არ გაქვთ, ხალხი გთვლით არაგულწრფელ გრანტიჭამიებად

სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ნინო ბაგაშვილი

22 ივლისი 2026, 18:20

საზოგადოება

ნინო ბაგაშვილი: რუსთაველის გამზირის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები - სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება

იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაბილიტაცია, გადაწყდა რუსთაველის გამზირის სრული დაკეტვა სამანქანო მოძრაობისთვის. შესაბამისად გვაქვს მცირედი ცვლილებები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2026, 18:19

მსოფლიო

ტრამპი: ამერიკელები ომის წინააღმდეგნი არ არიან - ამერიკელებს არ სურთ მაღალი ფასები საწვავზე, მაგრამ ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელებს საწვავის მაღალი ფასები არ მოსწონთ, თუმცა ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან.

22 ივლისი 2026, 18:18

ეკონომიკა

თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

22 ივლისი 2026, 18:16

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.

22 ივლისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა.

გიორგი აბუთიძე

22 ივლისი 2026, 18:04

საზოგადოება

გიორგი აბუთიძე: დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები

დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა

ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართ, აღმოჩნდა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიქტორ ორბანი

22 ივლისი 2026, 17:53

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება

„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული - სამწუხაროა, რომ დღევანდელ კაცობრიობას ამის განმარტება უწევს, ის რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, ადამიანების წყევლა, კრულვა და ათასი უბედურება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ენა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩას და ყველანაირ ეროზიას იწვევს ქვეყნისა და სახელმწიფოსა, მისი არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული ასეთი კლიმატის დამკვიდრება ქვეყანაში, საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ოჯახებში გადადის. ამიტომ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინც ამბობს, რომ ასეთი რამ არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ადამიანობის გაგების მიმართ აბსოლუტური განსხვავება აქვთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.