28 აპრილი 2023, 12:47 / სანდო წყარო

კახა კალაძე: საოცრება იყო ლორდთა პალატაში დებატები. დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო. ესეც საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს

კახა კალაძე

კახა კალაძე

ლორდთა პალატა საოცრება იყო, „გადავსებული დარბაზი“ და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე ბრიტანელი დეპუტატის, ადამ ჰოლოვეის ლორდთა პალატაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური, პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს, მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და პროგრესს ქართველი ხალხი ხედავს და რეფორმები კვლავაც გაგრძელდება.

„ლორდთა პალატა საოცრება იყო, „გადავსებული დარბაზი“ და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო, თუმცა ეს ყველაფერი გასაგებია. რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. ვისმენდით მათ განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა არის გარკვეული პრობლემა ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები რას გრძნობენ საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია, გავაკეთოთ შედარება - რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს, რა ვითარება გვაქვს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მიღწევები და, რა თქმა უნდა, ეს გზა მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ურთულეს გზაზე განსახორციელებლი რეფორმების თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ გზაზე სიარულს გააგრძელებს და ამ მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთია, ვიღაც რას ამბობს საქართველოზე და მეორეა რეალობა, რა ხდებოდა 2012 წლამდე. 2012 წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის წყალგამყოფი - რა ხდებოდა, რა ვითარება იყო ამ წლების განმავლობაში, როდესაც სისხლიანი რეჟიმი მართავდა ქვეყანას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და რა ხდება 2012 წლის შემდეგ, რა მიღწევები გვაქვს, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. შეხედეთ, დაელაპარაკეთ საზოგადოებას, ჰკითხეთ ხალხს, როგორ გრძნობს თავს, მაშინ რა იყო, დღეს რა არის. შედარების გაკეთება ძალიან მარტივია. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, გავაგრძელებთ იმ გზაზე სიარულს, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული ამ რთულ გზაზე“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად

რაც შეეხება უსამართლო მიდგომებს, სამწუხაროდ, უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა მათ ძალიან მძიმე სურათს ქმნის. ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს პოზიციების დასაცავად.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის

9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2026, 13:39

მსოფლიო

ზელენსკი: ამერიკელები მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელები ბოლო პერიოდში მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან.

15 აპრილი 2026, 13:24

საზოგადოება

გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.

15 აპრილი 2026, 13:09

პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

15 აპრილი 2026, 13:07

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ აშშ-ში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:04

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

15 აპრილი 2026, 13:04

ტაბლოიდი

58 წლის პარიზელმა ინჟინერმა ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო

პარიზელმა ინჟინერმა საქველმოქმედო ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო. მოგების ნაწილი, რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობით, ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ფონდს გადაეცემა. ხელოვნებით გატაცებულმა არი ხოდარამ ლატარიის ბილეთში 100 ევრო გადაიხადა, მოგებული ნახატის ღირებულება კი მილიონ ევროს აღემატება. სულ 120 000 ბილეთი გაიყიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2026, 13:03

მსოფლიო

ზელენსკი: Patriot-ის რაკეტების ისეთ დეფიციტს განვიცდით, რომ უარესი წარმოუდგენელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტების ისეთ დეფიციტს განიცდის, რომ უარესი წარმოუდგენელია.

15 აპრილი 2026, 12:44

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 12:26

მსოფლიო

ტრამპი პეტერ მადიარზე: ის კარგი კაცია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი კარგი კაცია.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 11:52

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“.

15 აპრილი 2026, 11:51

საზოგადოება

„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

15 აპრილი 2026, 11:44

რეგიონი

საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 11:40

საზოგადოება

სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

„თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 11:36

მსოფლიო

მედია: ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

მაია ომიაძე

15 აპრილი 2026, 11:34

ეკონომიკა

მაია ომიაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად პირველი კვარტლის მონაცემები მაინც საკმაოდ პოზიტიურია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2026 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს, მაია ომიაძის თქმით, პირველი კვარტალი პოზიტიური მონაცემებით დასრულდა.

15 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება. მოეწყობა ე.წ. სტრიტ ბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს

„საქმემან შენმან უნდა გამოგაჩინოს - როგორც იტყვიან. მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები არსებობს, რომელიც სწორედ დაფუძნებული იყო იმ ღირებულებებზე, რომელსაც ეკლესია უჭერს მხარს. ამის შესახებ მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] დადებითი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მაგალითად ასეთი იყო ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი. მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.