29 აპრილი 2023, 15:19 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მცდელობები საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით უკვე ძალიან არასერიოზულია

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ძალიან არასერიოზულია ოპოზიციის მცდელობები საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ერთ კომისიასთან დაკავშირებით. ზოგი „ქოლცენტრებზე“ ითხოვს და ზოგი მოსამართლეების თემაზე. ეს სპეკულაციები მათი მხრიდან არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რამენაირად დააზიანონ ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეროვნული თავმოყვარეობა არ აძლევთ იმის ფიქრის საბაბს თქვან, რომ იცით რა, თუკი მოსამართლემ, ვინც არ უნდა იყოს, მოქმედი ქართველი მოსამართლეები დაგისანქცირეს მტკიცებულების გარეშე, ამას კი არ ავყვეთ, არამედ ელემენტარული პროტესტი მაინც გაგვიჩნდეს, რატომ მტკიცებულების გარეშე, რა სტანდარტია, როცა მტკიცებულების სტანდარტი ამ ქვეყანაში, როგორც იქნა აიწია და სხვა „ლეველზე“ გადავედით ამ მიმართულებით. არა, ისინი პირიქით ამას იყენებენ მიზეზად და რაღაც კომისიების შექმნაზე ლაპარაკობენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებს არ დაუშვებს, და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, რომ საგამოძიებო ფუნქციები შეითავსოს. მისივე თქმით, ამ საქმით კომპეტენტური ორგანოები არიან დაკავებული და არასერიოზულია სამართალდამცავების ნაცვლად დეპუტატების მიერ საქმის გამოძიება.

„პარლამენტი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებს არ დაუშვებს. ეს ერთი და მეორე, საქართველოს პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, რომ საგამოძიებო ფუნქციები შეითავსოს. მაგალითად, აბსოლუტურად სასაცილო, არარეალური და ამავდროულად ამორალურია, გერმანელი და ქართველი სამართალდამცავები, ასობით ადამიანი ერთად რომ არის რამდენიმე წელი ღონისძიებებში ჩართული და ავლენენ თვეში ერთ ქოლცენტრს - იცით, რამდენად რთული გამოსაძიებელი, დასამტკიცებელი და მოსაძიებელია თუნდაც დაზარალებული სხვა ქვეყანაში? აი, ამის ფონზე მაინც ახერხებენ ხალხის დაკავებასაც, „ქოლცენტრების“ გამოვლენასაც, მხილებასაც და ევროპელი და ქართველი სამართალდამცავების ნაცვლად უნდა დავსხდეთ ახლა ჩვენ და ჩვენი „პატიოსანი ოპოზიცია“ და ვიძიოთ საქმე, რაც აბსოლუტურად არასერიოზულია. ამ საქმით ვინც უნდა იყოს დაკავებული - კომპეტენტური ორგანოები, ისინი არიან დაკავებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

20 აგვისტო 2026, 01:41

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევა განახორციელეს - დარტყმების შედეგად დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევა განახორციელეს. დარტყმების შედეგად დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2026, 00:11

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს.

დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2026, 22:42

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის გარშემო „ამ ეტაპზე კარგი სიტუაციაა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის გარშემო „ამ ეტაპზე კარგი სიტუაციაა“. ეს განცხადება მან თეირანთან დიალოგის შეჩერების ფონზე გააკეთა, მაშინ, როდესაც ჰორმუზის სრუტე მიმდინარე კონფლიქტში კვლავ უმთავრეს დაპირისპირების ზონად რჩება.

კიმ იო ჩჟონი

19 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის და უარყოფს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და და მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი, კიმ იო ჩჟონი უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს.

19 აგვისტო 2026, 21:33

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთა მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა 17 მარტს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მოსწავლესთან, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილ ქმედებას მიმართა.

ირინა მუდრა

19 აგვისტო 2026, 20:58

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირინა მუდრა დააკავეს

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირინა მუდრა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.

დენის სალუქვაძე

19 აგვისტო 2026, 20:54

რეგიონი

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი: შვიდ პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები - შავი ზღვის წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება

„სეზონურად, ყოველთვიურად სულ მცირე, 3 კვლევა ტარდება. ახლა ვიყავით სამ სხვადასხვა ადგილას, სადაც 7 პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები. წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება“, - აღნიშნა დენის სალუქვაძემ.

დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2026, 20:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანთან დიალოგის განახლებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანთან დიალოგის განახლებას.

19 აგვისტო 2026, 20:38

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტების მისაღებად ემზადება - ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა უფასოა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტების მიღებას აცხადებს. სწავლა ერთწლიანია და უფასო. მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდის, შემდეგ კი სასწავლებელში მოსახვედრად ცალკე შემოწმების გავლა მოუწევთ.

19 აგვისტო 2026, 20:35

მსოფლიო

აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე ევროკავშირის ლიდერები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებენ

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ, მხარდაჭერა გამოუცხადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის მოქმედებებს იძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

19 აგვისტო 2026, 20:34

პოლიტიკა

ოპოზიციური ალიანსის ფიასკო და ისევ ურთიერთბრალდებები - „ნაციონალური მოძრაობა“ კოლეგებს აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე არ ამბობს, რომ ალიანსიდან გავიდა, მაგრამ თავად ამ ჯგუფს უფუნქციოს უწოდებს. კოლეგებს კი სააკაშვილის პარტიიდან ისევ აკრიტიკებენ.

ივანე აბაშიძე

19 აგვისტო 2026, 20:30

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რათა საქართველომ საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს“, - აცხადებს ივანე აბაშიძე.

19 აგვისტო 2026, 20:27

პოლიტიკა

ვინ „ექაჩება“ ომს საქართველოსკენ - ოპოზიციის აქტივისტის განცხადება და მმართველი გუნდის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ „ექაჩება“ ომს საქართველოსკენ - მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამხელილი მიზანი აშკარაა - არეულობა და სამხედრო ესკალაცია საკუთარ ქვეყანაში.

19 აგვისტო 2026, 20:23

პოლიტიკა

მითები გამჭვირვალობის ქართული კანონის შესახებ და რეალობა - მმართველი პარტია ყალბი კამპანიის ავტორებისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობის ქართული კანონი და დეზინფორმაციული კამპანია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოების მოტყუების მცდელობას აღწერს.

19 აგვისტო 2026, 20:12

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: რუსთაველზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების პირველად შესწავლასა და ფიქსაციაზე სპეციალისტებმა სწრაფად იზრუნეს

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას და შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს“.

19 აგვისტო 2026, 19:48

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე კახი ინანაშვილი, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განხილული იყო კახი ინანაშვილის საქმე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 აგვისტო 2026, 19:42

მსოფლიო

Financial Times: ირინა მუდრას დათხოვნა უკრაინის პრეზიდენტს ახალ კორუფციულ სკანდალში გახვევის საფრთხეს უქმნის, თანაც იმ დროს, როდესაც მას ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი მწვავედ აკრიტიკებს

ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა თავისი ერთ-ერთი წამყვანი თანაშემწე მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა სამსახურებმა მის საცხოვრებელ სახლში რეიდი ჩაატარეს - ეს გადაწყვეტილება ემთხვევა პრეზიდენტის მიმართ გაზრდილ იერიშებს, რაც მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ წამოყენებული კორუფციული ბრალდებების სერიას უკავშირდება, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

19 აგვისტო 2026, 19:32

სამართალი

სუს-ი: 17 აგვისტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 აგვისტო 2026, 18:50

მსოფლიო

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა თანამდებობიდან დაითხოვა - ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ანტიკორუფციული უწყების წარმომადგენლებმა, მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მის სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს“.

19 აგვისტო 2026, 18:44

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი - https://ge-polic-des.eu.cc/ge, სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ. ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.