01 მაისი 2023, 18:26 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: არჩევნებში უკეთესი შედეგის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან გატარებული პრაგმატული პოლიტიკაა, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ქვეყნის ინტერესებს, უსაფრთხოებას, მშვიდობასა და განვითარებას

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

არჩევნებში უკეთესი შედეგის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან გატარებული, ქვეყნის ინტერესებზე აწყობილი, პრაგმატული პოლიტიკაა, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ქვეყნის ინტერესებს, უსაფრთხოებას, მშვიდობასა და განვითარებას, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მეორე მიზეზი კი ის ფაქტორია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და რეალური სახით წარდგა საზოგადოების წინაშე.

„ახლანდელ არჩევნებში უკეთესი შედეგის მიღების მიზეზი ჩემი აზრით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან გატარებული, ქვეყნის ინტერესებზე აწყობილი, პრაგმატული პოლიტიკაა, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ქვეყნის ინტერესებს, უსაფრთხოებას, მშვიდობას, განვითარებას, პოლიტიკურ ასპარეზზე ცივილიზებული სამყაროს პოზიციების გვერდით დგომას, ამ შემთხვევაში იმ გლობალური გამოწვევის კუთხით გვერდით დგომას, რაც ეხება რუსულ აგრესიას უკრაინაში. ჩვენ უკრაინის პოზიციებს ვამაგრებთ და ვამყარებთ პოლიტიკური კუთხით, ყველა პლატფორმის გამოყენებით მსოფლიო ასპარეზზე. რა თქმა უნდა, ასევეა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც უკვე ორი წელია ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რომელიც უკვე შესახები და შესამჩნევი გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის. ასევე სტაბილურობასა და განვითარებაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ავლენს, განსაკუთრებით 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებაში, სადაც რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თუ რა რეალურ მიზნებს ატარებენ ისინი საზოგადოებისა და ქვეყნის მიმართ, რომ მხოლოდ საკუთარ ვიწრო ინტერესებზე ზრუნავენ და ქვეყანა, საზოგადოება არ აინტერესებთ. მეორე კი ის ფაქტორია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და რეალური სახით წარდგა საზოგადოების წინაშე. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის პირადი ინტერესი ვერანაირად ვერ სცდება საკუთარ პირად ინტერესებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ქვეყნის ინტერესი დააზიანონ“,- აღნიშნა მიქანაძემ.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 13:12

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ისევ 2003 წელი ჰგონია, როცა პოლიციელებს ათას ბინძურ დავალებას აძლევდნენ და მათი დიდი ნაწილი დავალების არშესრულების გამო ისჯებოდა, ზოგიც თავს იკლავდა

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელშიც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა, სოციალურ ქსელში აფასებს

ანალენა ბერბოკი

01 ივნისი 2023, 13:09

პოლიტიკა

ანალენა ბერბოკი: ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ომში არიან

ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

01 ივნისი 2023, 13:07

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება

როგორც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა, საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18%-ი მიიღო

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია - ვინც მათთან არ არის, მათი მტერია

გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება, „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია და ამას ვერ იცვლიან, ვინც მათთან არ არის, მათი მტერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების მხრივ მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ სტატუსი, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით

„თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის მზად იმ დონეზე, რომ იყოს წევრი ევროკავშირის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე“

მიკ უოლესი

01 ივნისი 2023, 13:00

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება

„საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მას სურს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ საკუთარ სუვერენიტეტზე უარი უნდა თქვას? უნდა წაახალისონ ომი, მშვიდობის ნაცვლად? მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა უოლესმა.

გელა გელაძე

01 ივნისი 2023, 12:57

საზოგადოება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა და ევროპის საბჭომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემაზე, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

01 ივნისი 2023, 12:52

საზოგადოება

გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გიოტინგენის უნივერსიტეტის მცენარეთა პათოლოგიისა და მოსავლის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი და მოსავლის დაცვის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტის 22 სტუდენტთან ერთად ესტუმრა.

01 ივნისი 2023, 12:47

საზოგადოება

ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

კახა კალაძე

01 ივნისი 2023, 12:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 12:40

რეგიონი

ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:38

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ქვეყანა მიგვყავს გაერთიანებისკენ

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვსუსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის

„ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში ზოგადად. რა თმა უნდა, ასევე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გვექნება საუბარი. დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ეროვნულმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

01 ივნისი 2023, 12:17

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა უმასპინძლა

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად შეტანილი

01 ივნისი 2023, 12:13

სამართალი

კონკურენციის სააგენტომ „გლოვოსთან“, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გლოვოაფფ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა ეკა გამრეკლიძისა და ვეფხვია ცერცვაძის განცხადებებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

გია აბაშიძე

01 ივნისი 2023, 11:44

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი არველაძეზე: ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

01 ივნისი 2023, 11:33

კულტურა

კიმ კეტროლი სამანტა ჯონსის როლს დაუბრუნდება

კეტროლი სამანტა ჯონსის ცნობილ როლს დაუბრუნდება, თუმცა მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება. სცენა 22 მარტს, ნიუ-იორკში გადაიღეს. მასში სამანტა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს სერიალის მთავარ გმირს, კერის ტელეფონით ესაუბრება.

ღვინის ეროვნული სააგენტო

01 ივნისი 2023, 11:32

საზოგადოება

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან. სტუდენტებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ირაკლი ჩოლობარგიამ უმასპინძლა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.