თეა წულუკიანი: რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანი, თუ გულწრფელი იქნება, აუცილებლად დაინახავს, რომ ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობიანობისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი არის ბიძინა ივანიშვილი
თეა წულუკიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანი დღეს საქართველოში, თუ ის იქნება გულწრფელი, აუცილებლად დაინახავს და იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობიანობა და ის განვითარება, რომელსაც მიუხედავად ბევრი პრობლემისა, გამოწვევისა, ჩვენი ქვეყანა მაინც ახერხებს ამ ტურბულენტურ და მრავალი რყევით სავსე სამყაროში - ერთ-ერთი მთავარი გარანტორი ყოველივე ამისა არის ერთი ფაქტორი და ამ ფაქტორს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, უკვე მრავალი წელია ეს ასეა და შეიძლება ეს ბევრს ქვეყნის გარეთ ან ზოგიერთს ქვეყნის შიგნით არ მოსწონდეს.
„მაგრამ ეს რეალობაა. ვიტყოდი, კიდევ კარგი, რომ ეს რეალობაა. თუ კი ვინმეს ურტყამენ, თუ ცდილობენ რომ ვინმეს ძირი გამოუთხარონ, სანქცია გამოუწერონ თუ სხვანაირად დაასუსტონ, არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის არის ის ქართველი, რომელმაც გააერთიანა პოლიტიკური პარტიები 2011 წელს და დაამარცხა რეჟიმი, რომელსაც ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავდა საქართველო უფსკრულისკენ. სწორედ ეს არის, რასაც მას არ და ვერ პატიობენ.
მაგრამ ჩვენ ბევრნი ვართ, ვინც ვფიქრობთ - რომ არ ბიძინა ივანიშვილი, ის ცვლილებები 2012 წლის ოქტომბერში ვერ მოხდებოდა; რომ არა ის, როგორც პრემიერ-მინისტრი და შემდეგ როგორც პარტიის თავმჯდომარე, ეს ქვეყანა ვერ შეიძენდა სტაბილურობის იმ მინიმალურ ხარისხს, რომელიც საჭიროა მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის საპარლამენტო უმრავლესობა, ის მთავრობა, რომელსაც გვაქვს პატივი გავაგრძელოთ მისი საქმე და გავაგრძელოთ ამ ქვეყანაში იმ ღირებულებების გაძლიერება, რომლებზეც „ქართული ოცნება“ დგას. ეს არის ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები და ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, ყველა ღონის გამოყენება, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში ჩვენი რწმენა, ენა, კულტურა გადარჩეს და გადარჩეს ისე, რომ ამისთვის არავის დასჭირდეს ქართული ჯარისა და ჯარისკაცის შეწუხება“, - განაცხადა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 11:01
მსოფლიო
Politico: თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს პირველი ისრაელი დაარტყამდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლები ფიქრობენ, უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს ჯერ ისრაელი დაარტყამდა, ხოლო შემდეგ ამერიკა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 11:00
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ გაუტანა⚽
კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქი კარი 66-ე წუთზე აიღო. მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ხვალ, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
26 თებერვალი 2026, 10:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
26 თებერვალი 2026, 10:44
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: სტარმერი თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს ის სხვას ასანქცირებდეს
უკრაინასთან მიმართებაში ევროპელი პოლიტიკოსების შეცვლილ რიტორიკას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან დიდი ხანია არ ისმის უკრაინასთან მიმართებაში ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „უკრაინა იმარჯვებს“ და „არაპროვოცირებული“ ომი.“
26 თებერვალი 2026, 10:44
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსოლუტური ტყუილებია ჩაწერილი.
26 თებერვალი 2026, 10:40
სამართალი
საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 30 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
26 თებერვალი 2026, 10:39
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
26 თებერვალი 2026, 10:39
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
26 თებერვალი 2026, 10:38
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 10:38
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ სახელით უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანია "Postv-ის" და ტელეკომპანია „იმედს“ - ისინი აკეთებენ უზარმაზარ საქმეს და ამას აფასებს ქართველი ხალხი
ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად მიიჩნევს.
26 თებერვალი 2026, 10:37
პოლიტიკა
ოპოზიციის ლიდერი დარჩიაშვილი: მარკო რუბიო პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლოა
მარკო რუბიო არის, ამ ცხოვრების თუ არა, თანამედროვე პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლო: ჩადის ბუდაპეშტში და, ცოტა ხანში, გასივებული ორბანი იმ გახვრეტილ ფიცართან ერთად უკრაინას ევროპულ ფულს უბლოკავს,- წერს ოპოზიციის ლიდერი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
26 თებერვალი 2026, 10:25
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს.
26 თებერვალი 2026, 10:23
ტაბლოიდი
ომანში აქლემები სილამაზის კონკურსზე ბოტოქსის გამო არ დაუშვეს🐪
კონკურსის მაღალი სტანდარტების გამო, წელს ბევრმა მომშენებელმა გადაწყვიტა აქლემებისთვის ტუჩები ბოტოქსის საშუალებით გაედიდებინათ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ მიორელაქსანტებს - დრუნჩის გამომეტყველების დასარბილებლად და სილიკონის ცვილის ინიექციებს - კუზის ზომის გასაზრდელად.
26 თებერვალი 2026, 10:14
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ტერიტორიების 20% დაკარგეს. შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს - ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის „საგმირო საქმეების“
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს“. ანალიტიკოსის თქმით, ამას ამბობს მართლაც რომ პოლიტიკური ბანკროტი და არარაობა, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგეს, შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს.
26 თებერვალი 2026, 09:53
მსოფლიო
ილონ მასკი ბრიტანეთში გაუპატიურების 70 000 შემთხვევის უნგრეთის მაჩვენებელთან შედარებაზე: დიდი განსხვავებაა
დიდი განახვავებაა, - ასე აფასებს ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში გაუპატიურების მაჩვენებლებს შორის სხვაობას.
26 თებერვალი 2026, 09:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.
26 თებერვალი 2026, 09:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში
26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
26 თებერვალი 2026, 09:19
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.
26 თებერვალი 2026, 09:14
საზოგადოება
ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.
26 თებერვალი 2026, 09:02
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


