imedi /  03 მაისი 2023, 17:25 / სანდო წყარო

კრისტიან პეტრი კანდიდატის სტატუსზე: სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია - მთავრობა, მოსახლეობა და პარლამენტი. ძალიან იშვიათია, რომ მხოლოდ ერთის დამსახურება იყოს ამ გზაზე წარმატება

კრისტიან პეტრი

კრისტიან პეტრი

გერმანიის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრის, კრისტიან პეტრის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნდა მონაწილეობდეს როგორც მოსახლეობა, ასევე მთავრობა და პარლამენტი და სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია. კომენტარი ამ თემაზე კრისტიან პეტრიმ საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

„ამაში უნდა მონაწილეობდეს ყველა - იქნება ეს მოსახლეობა, მთავრობა თუ პარლამენტი. მთავარი ის არის, რომ მოსახლეობას აქვს სურვილი. პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი რეგულაციები და ნორმები, რათა შეასრულოს წინაპირობები. სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია - მთავრობა, მოსახლეობა და პარლამენტი. ძალიან იშვიათად არის ისეთი სიტუაცია, რომ მხოლოდ ერთის დამსახურება იყოს ამ გზაზე წარმატება“, - განაცხადა პეტრიმ.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2026, 17:04

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 17:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, საუკეთესო მაგალითები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

08 ივნისი 2026, 17:03

მსოფლიო

ირანში განაცხადეს, რომ ისრაელზე დარტყმებს წყვეტენ, თუმცა ლიბანზე თავდასხმის შემთხვევაში იერიშს განაახლებენ

თუმცა, ამავე განცხადებაშია გაფრთხილება იმის შესახებ, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება, „მათ შორის სამხრეთ ლიბანზეც“, ირანი უპასუხებს „უფრო მკაცრად და ძლიერად, ვიდრე ადრე“.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

08 ივნისი 2026, 17:01

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: როდესაც არის ომი, შესაძლოა კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში მაგრამ გარკვეული დროით მაგრამ შეუძლებელია, რომ განჭვრიტოთ მისი განვითარება და საბოლოო ჯამში შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი. თუ ეს არ იქნება მიღწეული საშიშროება უფრო გაიზრდება, როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის

ყოველი კონფლიქტი შეიცავს გარკვეულ რისკს. როდესაც არის ომი, შესაძლოა კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში მაგრამ გარკვეული დროით მაგრამ შეუძლებელია, რომ განჭვრიტოთ მისი განვითარება და საბოლოო ჯამში შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, ვეძიოთ გზები, რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან. თუ ეს არ იქნება მიღწეული საშიშროება უფრო გაიზრდება, როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვი სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 16:58

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის განაცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მომდევნო მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს

„შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო. მოუთმენლად ველოდები, რომ ვუმასპინძლო ჩვენს ქვეყანაში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

08 ივნისი 2026, 16:48

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანი და საქართველო ვმუშაობთ კოორდინირებულად და ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ

„მინდა ჩემს კოლეგებს დიდი მადლობა გადავიხადო ვაშინგტონში გამართულ სამიტზე აზერბაიჯანის მხარდაჭერისათვის, რომელმაც პოზიტიური შედეგები გამოიღო და მშვიდობა მოიტანა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია მდგრადი მშვიდობისთვის და ეს ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ, როგორც საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები“, - აღნიშნა მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 16:45

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც გააცნო, რომლებზეც წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.

08 ივნისი 2026, 16:42

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 6-7 ივნისს, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 16:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

08 ივნისი 2026, 15:48

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

08 ივნისი 2026, 15:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა

სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 15:04

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

დონალდ ტრამპი

08 ივნისი 2026, 14:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

„ორივე მხარე, ისრაელიც და ირანიც, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მიისწრაფვის! „მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუკი ამას ხელს უცოდინარობა ან სისულელე არ შეუშლის. ბლოკადა ძალაში და სრული მოცულობით დარჩება მანამ, სანამ „საბოლოო შეთანხმება“ არ იქნება მიღწეული. პროცესები სწრაფად უნდა განვითარდეს“, - წერს ტრამპი.

08 ივნისი 2026, 14:36

პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

08 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებზე: როდესაც რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს წარმოადგენს, ასეთ რეზოლუციას არანაირი არსებითი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს

არცერთი ობიექტური კრიტერიუმი, თვითონ ევროკავშირის სივრცეში არსებული კვლევებითაც კი, არ არის რეზოლუციებში გათვალისწინებული, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

08 ივნისი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: 11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის. უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლება ევროკომისიას ან ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ჰქონდეს კითხვები

11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის. უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლება ევროკომისიას ან ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ჰქონდეს კითხვები, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

კაია კალასი

08 ივნისი 2026, 14:29

მსოფლიო

კაია კალასი: ამერიკა და ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ

„ამერიკა და ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ. რა თქმა უნდა, ჩვენ დახმარება შეგვიძლია ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მაგალითად ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ორივე მხარესთან გვაქვს კონტაქტი, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ ცეცხლის შეწყვეტა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას და შემდეგ შესაძლებელია დაიწყოს ხანგრძლივი მოლაპარაკება, მაგალითად ბირთვულ საკითხზე“, - განაცხადა კალასმა.

მიხეილ დუნდუა

08 ივნისი 2026, 14:27

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: ბევრი საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ფუნდამენტური კვლევით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიდის წინ და ბუნებრივია, რომ საქართველო გააგრძელებს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას

კანონიერებითა და პოლიტიკის სიჯანსაღით საქართველო მსოფლიოში 26-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულშია კვლევებით, რომელიც უშუალოდ ეხება გამჭვირვალობას, უშუალოდ ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ხარისხს, - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 ივნისი 2026, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: მიზანია, კარგად იყოს რეგულირებული საქართველოში მიგრაციული პროცესები, რომ არ მივიღოთ ისეთი სურათი, როდესაც მიგრაცია იღებს უკანონო, უკონტროლო ხასიათს

მისი მიზანი არის კარგად იყოს რეგულირებული საქართველოში მიგრაციული პროცესები, რომ არ მივიღოთ ისეთი სურათი, როდესაც მიგრაცია იღებს უკანონო, უკონტროლო ხასიათს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2026, 14:25

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს ომის დასრულება არ სურს. მას გამარჯვება უნდა ამ საშინელ ომში

„ყოველთვის ვცდილობდი, რომ ევროპა ჩართული ყოფილიყო ჩვენთან, ამერიკასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ევროპა დიდია, ბევრი ლიდერია და უნდა ავირჩიოთ, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი წარმომადგენელი. პუტინს ომის დასრულება არ სურს. მას გამარჯვება უნდა ამ საშინელ ომში. ვითარების ფრონტის ხაზზე გაყინვა ყველაზე სწრაფი საშუალებაა მშვიდობისთვის, მაგრამ მთავარია ომის ისე დასრულება, რომ ის არასოდეს განახლდეს. ტერიტორიულ დათმობაზე საუბარი არ გვაქვს. ცეცხლი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უნდა შეწყდეს. შემდეგ შეგვიძლია დავსხდეთ, ვისაუბროთ რთულ საკითხებსა და ომის სრულად დასრულებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.