სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან სამთვიანი სავიზო რეჟიმი დააწესოს
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ბრიფინგით გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან სამთვიანი ვიზების დაწესების საკითხი.
„დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია – შესაძლებელი არის, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, გუშინ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.
ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს დაძაბულობას არ გამოიწვევს, გამოიწვევს რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.
მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე „ტვიტერზე“. მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმის, რომ რასაც მოვითხოვ არაერთხელ, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან სამთვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია რაღაც ზომები იყოს მიღებული, რათა ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, ეს უკვე გამოჩნდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რომ რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს რაღაც ზომები სხვადასხვა პროფესიაზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას უნდა მოუსმინოს.
„ჩვენ არ გვჭირდება დღეს რუსეთისგან საჩუქრები, ვითომ რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ. არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი. მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხზე არის ერთიანი, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება, შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული უკრაინელი მეგობრებისადმი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამის ერთგულნი უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ, რომ თუ სხვანაირად მოხდა, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 00:45
სპორტი
მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის შერეული გუნდური ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
06 სექტემბერი 2026, 23:29
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის
აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის, - განუცხადა „იმედის კვირას“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
06 სექტემბერი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს
თითოეული რევოლუციის მცდელობა, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, პირიქით ხელს უშლის სწორედ ამ პროცესს. ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და შიგნიდან დასუსტებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
06 სექტემბერი 2026, 23:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები
ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“ ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
06 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: ეს არ იყო ევროპის იდეის მარცხი, მაგრამ ეს იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და ამას ექნება თავისი გამოძახილი სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით მათში, რომლებიც ახლა ცდილობენ ევროკავშირის წევრობას
რასაც ვხედავთ ერთმანეთის მიყოლებით, დღევანდელ სიტუაციაში ქვეყნები ამჯობინებენ სუვერენული გადაწყვეტილების შენარჩუნების შესაძლებლობას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირში გაწევრების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე საუბრისას.
06 სექტემბერი 2026, 23:19
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ. ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან
ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
06 სექტემბერი 2026, 23:05
საზოგადოება
ნიკოლოზ ჩხეტიანი აბასთუმნის ფილტვის ცენტრზე: უნიკალური ობიექტია და გასაგებია, პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეები რატომაც ცდილობენ, ამ უდიდეს ქველმოქმედებას როგორმე ჩირქი მოსცხონ და ნეგატიურ კონტექსტში წარმოსახონ მიმდინარე პროცესები. მაგრამ, ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ
„ფონდი ქართუ“ პირველივე დღეებიდან ჩართული იყო პროცესში. ეს ძალიან მრავალშრიანი პროცესია და გულისხმობს ამ ტერიტორიის კომპლექსურ, სისტემურ განვითარებას როგორც გზების, ისე ძველი შენობების რეაბილიტაციის კუთხით, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის აღდგენის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაციაზე საუბრისას.
06 სექტემბერი 2026, 23:04
მსოფლიო
„შესანიშნავი შედეგია, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ცუდი იდეა იყო, შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს, დამოუკიდებელი, ევროკავშირი კი დაიშლება, ასე რომ შესანიშნავი შედეგია, კარგია“ - „იმედის კვირა“ რეფერენდუმის შედეგებზე რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრა
ისლანდიაში 29 აგვისტოს ჩატარებულ რეფერენდუმსა და ევროკავშირში გაწევრების შესახებ „იმედის კვირა“ რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრა.
06 სექტემბერი 2026, 22:48
პოლიტიკა
იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილზე: ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა. ჩვენ გვეუბნებოდა, რომ არ გვაქვს საარჩევნო კამპანიის ფული, თანახმა ხართ, რომ ჩავწეროთ ორი ადამიანი, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას დააფინანსებსო? ვთქვით, რომ თანახმა ვიყავით, მაგრამ ვისი ფული იყო, ჩვენ ხომ არ ვიცოდით
დაგვიძახა და გვითხრა, რომ მოდი ჩვენ დავთმოთ თავმჯდომარეობაო და ლევან გაჩეჩილაძეს დავუთმოთ ეს ადგილიო. ჩვენ ყველამ ვუთხარით, რომ რატომ უნდა დავუთმოთ ლევან გაჩეჩილაძესო, მან კი გვითხრა, რომ ახალ მემარჯვენეებთან ჩვენ კარგი ურთიერთობა დავამყაროთო და ბადრი პატარკაციშვილი დაგვაფინანსებსო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა იოსებ შატბერაშვილმა.
06 სექტემბერი 2026, 22:46
მსოფლიო
„როდესაც ხალხი დაფიქრდა, თუ რას წარმოადგენდა ევროკავშირი, მოხდა გარდატეხა, ხალხი გულით დაფიქრდა თუ რას თმობდა, ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა, არ წავსულიყავით ამ გზით“ – „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიელ პროფესორთან
ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა არ წავსულიყავით ამ გზით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკურეის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა, ბირგირ გუდმუნდსონმა ისლანდიააში 29 აგვისტოს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შესახებ. ისლანდიაში კი ევროკავშირთან ურთიერთობას უპირველეს ყოვლისა სუვერენული ქვეყნის გადმოსახედიდან აფასებენ.
06 სექტემბერი 2026, 22:26
მსოფლიო
„მე რომ ევროკავშირის მოსაზღვრე ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი გაწევრიანებას“ - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიიდან
ისლანდიაში 29 აგვისტოს გამართული რეფერენდუმის შედეგებზე „იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუები საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სუვერენისტთა კავშირი“ თავმჯდომარეს ჰარალდურ ოლაფსონთან.
06 სექტემბერი 2026, 22:05
რეგიონი
ბათუმური ყავის ფესტივალი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
თუ ქვიშაზე მოდუღებული ბათუმური ყავა არ დაგიგემოვნებიათ, ე.ი. ყველაფერი წინ გაქვთ. საზღვაო სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბათუმური ყავისთვის ბათუმში ჩასვლა ყველა სეზონზე ღირს.
06 სექტემბერი 2026, 22:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გია ბარამიძის განცხადებაზე: საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული
საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გია ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.
06 სექტემბერი 2026, 21:56
საზოგადოება
„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
„ტელეიმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს - ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, რეზონანსული და მრავალფეროვანი სეზონი.
06 სექტემბერი 2026, 21:55
მსოფლიო
„რეფერენდუმის შედეგი გამომდინარეობს ძლიერი ეროვნული თვითშეგნებიდან. ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება, ჩვენ ორი რამ გვჭირდება, უსაფრთხოება და ბაზრებზე სრულ წვდომა, ევროკავშირი ვერცერთს მოგვცემს. ევროკავშირი უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა ჩვენი უფროსი“, - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორთან
„იმედის კვირა“ ისლანდიაში იმ მიზეზებზე სასაუბროდ ჩავიდა, რამაც რეფერენდუმზე ისლანდიის მოსახლეობის მაღალი აქტივობა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების განახლებაზე უარი განაპირობა.
06 სექტემბერი 2026, 21:50
მსოფლიო
ისლანდიელთა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ჩრდილოეთის ამბოხი. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი ისლანდიიდან
ისლანდიელებმა უარი თქვეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე და ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის არჩევანი არ არის. ეს არის სიგნალი - სიგნალი დღევანდელი ევროპული პოლიტიკისთვის.
06 სექტემბერი 2026, 21:46
საზოგადოება
მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
დაბის ახალი სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევის შედეგია. წლების წინ უნიკალური კურორტი დანგრეული და გაპარტახებული იყო, დღეს კი მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრია.
06 სექტემბერი 2026, 21:36
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
06 სექტემბერი 2026, 21:30
პოლიტიკა
სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ნათელაშვილი სხვებს პრორუსული საქმის კეთებაში ადანაშაულებს, თავად კი წერილებს წერს ვლადიმერ პუტინს. იგი პარტიის ფინანსურ პრობლემებზეც ხშირად საუბრობს. არადა, როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, თავად პოლიტიკური მევახშეობით, მისი ოჯახი კი ფულის გაპროცენტებითაა დაკავებული.
06 სექტემბერი 2026, 21:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები
რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.


