imedi /  11 მაისი 2023, 16:16 / სანდო წყარო

გია გაბრიჭიძე: იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი აბსურდიდან გამომდინარე, რის დამკვიდრებას აგრესიული ლიბერალები ცდილობენ, სოციალისტური იდეები საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია

გია გაბრიჭიძე

გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია, ვინაიდან დღევანდელი საქართველოსთვის სოციალისტური იდეოლოგია მიუღებელია და ქართული საზოგადოების მენტალობა კონსერვატიულ პრინციპებთან მოდის შესაბამისობაში.

„ქართული ოცნება” „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს, რომლის წევრი 2015 წლიდან იყო. არ დაგიმალავთ და როცა ამ რამდენიმე დღის წინ გავიგე „ოცნების“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრი იყო, ძალიან გამიკვირდა. გამიკვირდა არა იმიტომ, რომ მოვისმინე მათი ვიცე-პრეზიდენტ კეტი პირის მიერ გაცხადებული მიმართულება იმის შესახებ, რომ „კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“, არამედ იმიტომ რომ დღევანდელი საქართველოსთვის სოციალისტური იდეოლოგია აბსოლუტურად მიუღებელია. ერთის შეხედვით, სოციალიზმის მისწრაფება თანასწორობისა და ყველას კეთილდღეობისკენ მიმზიდველად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა არაერთი სახელმწიფოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს ჩარევა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში წყვეტს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს და სოციალური დახმარებებისთვის აუცილებელი გაზრდილი გადასახადების გამო, საშუალო ფენების გაღარიბებას უფრო უწყობს ხელს. ასევე იმ იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი აბსურდიდან გამომდინარე, რის დამკვიდრებას აგრესიული ლიბერალები ცდილობენ, სოციალისტური იდეები საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია.

მიუღებელი იყო ყოველთვის, რადგანაც ჩვენი მენტალობა და საკუთარი თავის გადარჩენის სურვილი სწორედაც კონსერვატიულ პრინციპებს ეთანხმება. ასე რომ არ დავიწყებ რაიმეს მტკიცებას იმ ხალხისთვის ვინც სიტყვა სოციალიზმი მხოლოდ იქიდან იცის, რომ სსრკ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო და იმით არის აღფრთოვანებული, რომ „ოცნებამ“ ეს ევროპული გაერთიანება დატოვა, რითაც თურმე რაიმე ცუდი დაემართება. კიდევ ერთხელ ვიტყვი - მთავარი ის კი არ არის, თუ რომელი გაერთიანების წევრია ესა, თუ ის პარტია. მთავარია ის, თუ რა მოაქვს საქართველოსთვის ამ წევრობას. მარტივი მაგალითისთვის უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის წევრია და რა მოუტანა, ან მოაქვს ამ წევრობას საქართველოსთვის? ასე რომ ძალიან კარგი რომ დატოვა.” – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აგვისტო 2026, 19:43

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევის მთავრობის დამხობამდე გააგრძელებს.

დონალდ ტრამპი

24 აგვისტო 2026, 19:27

მსოფლიო

ტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აგვისტო 2026, 18:51

მსოფლიო

Euronews: ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ

ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ, - წერს Euronews-ი.

24 აგვისტო 2026, 18:40

მსოფლიო

CNN: ირანმა ნატოს წევრი ბულგარეთი გააფრთხილა, არ დაუშვას საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა თუ ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის

ირანმა ორშაბათს ნატოს წევრი ბულგარეთი გააფრთხილა, არ დაუშვას საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა თუ ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის და დასძინა, რომ ნებისმიერი თავდასხმის კერაზე დარტყმის უფლებას იტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

24 აგვისტო 2026, 18:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი სრული კოლაფსის წინაშეა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ირანი „სრული კოლაფსის წინაშეა“.

რაფაელ გლუკსმანი

24 აგვისტო 2026, 18:18

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილი საფრანგეთის საპრეზიდენტო რბოლაში ებმება“

საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა, რათა ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალოს - რაფაელ გლუკსმანს იმედი აქვს, რომ კონკურენციას გაუწევს რადიკალ მემარცხენე ლიდერს, ჟან-ლიუკ მელანშონს, და ელისეს სასახლისთვის ბრძოლაში მემარცხენე ძალების ძირითადი კანდიდატი გახდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილი საფრანგეთის საპრეზიდენტო რბოლაში ებმება“.

24 აგვისტო 2026, 18:10

სპორტი

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა

ეკვადორმა კადეტ ძიუდოისტთა შორის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.

24 აგვისტო 2026, 18:05

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დამატებითი ამანათების მიღება იწყება

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს, - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 17:53

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 2025-2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ, 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 58%-ით აღემატება

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლიდან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერა, სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება. პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ მეურნეობები და გაზარდონ წარმოების შესაძლებლობები.

ცოტნე ანანიძე

24 აგვისტო 2026, 17:36

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: გვარამია წარუმატებელი შურისმაძიებელია, რომელიც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს შურისძიებისკენ მოუწოდა. ანანიძის შეფასებით, გვარამია წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება.

24 აგვისტო 2026, 17:25

მსოფლიო

დასავლური მედია უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერს

დასავლური მედიის რამდენიმე გამოცემა უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერს. Economist-ი აღნიშნავს, რომ კორუფციული სკანდალების ფონზე, ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია და უახლოეს დღეებში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება გამძაფრდება.

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 17:10

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებით, ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და დანაშაულს არ აღიარებს

„სამართლებრივად ბრალდებას აქვს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მან უნდა დაუმტკიცოს ის, რაც არ ჩაუდენია ირაკლი ღარიბაშვილს“, - აღნიშნა ლილი გელაშვილმა.

24 აგვისტო 2026, 17:05

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ უკრაინა ევროკავშირში საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგნაცი ნემჩინცკი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება. მისი განმარტებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ ომში მყოფი ქვეყანა გაერთიანებას შეუერთდეს.

შემოსავლების სამსახური

24 აგვისტო 2026, 17:00

სამართალი

საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის ,,კინოლოგიის სამმართველოს" სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, სგპ „სარფში“ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

თამარ ბაგრატიონი

24 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა

SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურთა მეუღლეებს აერთიანებს, ყოველწლიურად პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.

ენტონი ჰოპკინსი

24 აგვისტო 2026, 16:04

კულტურა

ენტონი ჰოპკინსმა პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა

ჰოლივუდის მსახიობმა ენტონი ჰოპკინსმა, თავისი პირველი მუსიკალური ალბომი Life Is a Dream წარადგინა. ფირფიტა მან ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჩაწერა, გუსტავო დუდამელის დირიჟორობით. ჩანაწერი ბოლო 60 წლის განმავლობაში ჰოპკინსის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს. კრებულის პირველი ტრეკი - Bracken Road მსახიობმა 10 ივლისს გამოუშვა. სულ ალბომში 12 კომპოზიცია შევიდა.

24 აგვისტო 2026, 15:47

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 15:27

ჯანდაცვა

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

პროფესიული განვითარების კურსის პარალელურად, ცენტრის თანამშრომლებმა მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. სამუშაო პროცესის მთავარ მიზანს 2027-2030 წლების სტრატეგიული გეგმისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა წარმოადგენდა.

24 აგვისტო 2026, 15:17

სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირს შეურაცხყოფა მიაყენა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა.