19 მაისი 2023, 11:55 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: არიან გაკოტრებულები, დეგრადირებულები, დემორალიზებულები, არიან სრულ ნიჰილიზმში და იგონებენ ათას რაღაცებს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მე მაინტერესებს საქმე და ჩვენი ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა მიხეილ სააკაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ „ნაცმოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინოს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის წევრები არიან „ნიჰილიზმში და იგონებენ ათას რაღაცებს“.

„ვისაუბრე სააკაშვილზე, აღარ ვაპირებდი საუბარს „ნაცმოძრაობაზე“. არიან გაკოტრებულები, დეგრადირებულები, დემორალიზებულები, არიან სრულ ნიჰილიზმში და იგონებენ ათას რაღაცებს - მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს საქმე და ჩვენი ქვეყნის წინსვლა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

გიორგი არველაძე

01 ივნისი 2023, 10:46

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის მაღალჩინოსანი ქართულ პოლიციას: ძაღლობად დარჩებით

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 10:42

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

01 ივნისი 2023, 10:41

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა

პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას - განვახორციელებთ არაერთ პროექტსა და ინიციატივას რათა, ხელი შევუწყოთ ბავშვებს, იყვნენ წარმატებულნი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“ - აღნიშნავს მინისტრი.

ოქრო

01 ივნისი 2023, 10:35

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც ერთი პირი დააკავა.

01 ივნისი 2023, 10:31

საზოგადოება

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა დღეს გაიხსნება

ახალი გზის უსაფრთხოების მიზნით, 11 ლოკაციაზე მოეწყო ფერდის დამცავი ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, განხორციელდა ფერდების ფორმირება და დატერასება. ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 431 500 ლარს შეადგენს.მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელიც მოეწყო, რომელიც ადაპტირდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტით. პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

01 ივნისი 2023, 10:24

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ასამბლეის 90-ე გენერალური სესია მიმდინარე წელსაც, ტრადიციულად, პარიზში გაიმართა. ორგანიზაციის წევრი 183 ქვეყნის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და პარტნიორებმა, ხუთდღიანი სესიის ფარგლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

01 ივნისი 2023, 10:13

საზოგადოება

დღეს ნინოობაა

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება, სიონის საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მამა შიო აღავლენს.

ლევან დიასამიძე

01 ივნისი 2023, 10:10

პოლიტიკა

ლევან დიასამიძე: ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან

მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძემ განაცხადა. მისი თქმით, წლევანდელ სამიტზე ძირითადი თემები იქნება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები.

01 ივნისი 2023, 10:05

ეკონომიკა

ამერიკულ გამოცემა „Saveur“-ში საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის შესახებ სტატია გამოქვეყნდება

მომზადებული ფოტომასალა მაღალრეიტინგულ გამოცემაში „Saveur“-ში გამოქვეყნდება, სადაც საქართველოს შესახებ სპეციალური სტატია „15 Essential Dishes“ მომზადდება. პრესტურის მიზანია საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების გაზრდა.

01 ივნისი 2023, 09:58

ეკონომიკა

გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს ლუცია პუტრიხს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს ფედერაციისა და ევროპის საკითხებში ლუცია პუტრიხს შეხვდა.

01 ივნისი 2023, 09:55

საზოგადოება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში განვითარდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის სისტემა, დაინერგა სუიციდისა და სექსუალური ძალადობის რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების მექანიზმი, გადამზადდა 500-მდე სპეციალისტი.

01 ივნისი 2023, 09:50

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ჯორჯიის შტატის გუბერნატორ ბრაიან კემპს შეხვდა

ჯორჯიის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჯორჯიის შტატს შორის არსებული კავშირები და მისი გაღრმავების პერსპექტივები. ელჩმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში და ხაზი გაუსვა მზარდი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებისთვის. ელჩმა მიმოიხილა რუსეთის მიერ საქართველოს მიწების განგრძობით ოკუპაცია და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

ნანა კაკაბაძე

01 ივნისი 2023, 09:45

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ეს გადაწყვეტილება ისე უნდა წარმოჩინდეს, თითქოს ევროპამ მოწყალება გაიღო ქართველი ხალხის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე, თორემ საქართველოს ხელისუფლება ამას არ იმსახურებდა

სალომეს გამოსვლას ბრიუსელში ძალიან ბევრმა მარტო იმიტომ დაუკრა ტაში, რომ იქ ხელისუფლება პირდაპირ არ აგინა, ისეთმა ხალხმაც კი მოიწონეს მისი სიტყვა, ვინც გუშინ მას ლანძღავდა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

01 ივნისი 2023, 09:42

მსოფლიო

„ტელეგრაფი“: ევროკავშირის იმპერია იშლება

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე ერდოღანის კიდევ ერთი ვადით არჩევა ამსხვრევს მითს იმის შესახებ, თითქოსდა ბრიუსელს რაიმე სახის გეოპოლიტიკური გავლენა აქვს. გარდა ამისა, უკრაინის კრიზისზე არადამაჯერებელი რეაგირების გამო დღის წესრიგში ევროკავშირის სანდოობის საკითხი დგას, გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის კი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებამ იჩინა თავი.

01 ივნისი 2023, 09:36

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „ქართული ლეგიონის“ წევრი, ზვიად გიგანი ქართველი სამხედრო საბრძოლო დანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა. ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. უკრაინაში საქართველოს საკონსულო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია და საჭირო პროცედურები განხორციელდება. გარდაცვლილი მებრძოლი 43-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა. ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი - ვახტანგ ბარაბაძე. ის 4 აპრილს ბახმუტთან ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა.

01 ივნისი 2023, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1 ივნისი ქუთაისში +25 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ილია კახაბერიძე

01 ივნისი 2023, 09:25

სამართალი

ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური ილია კახაბერიძე მოკლეს

ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური ილია კახაბერიძე მოკლეს – ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, მას კრიმინალური წარსული აქვს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ცხედარი სასტუმროს ნომერში, საწოლზე მიბმული იპოვეს. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება ბრაზილიაში საქართველოს საელჩოშიც შევიდა. საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. ილია კახაბერიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში ცხოვრობდა. ის გემის ინჟინერი იყო. ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ბრაზილიაში დასასვენებლად მეგობრებთან ერთად ერთი თვის წავიდა.

01 ივნისი 2023, 09:06

მსოფლიო

კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დედაქალაქში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად დესნიანსკის რაიონში 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. კიევის მერის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.

01 ივნისი 2023, 08:44

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 463-ე დღეს

ბახმუტთან რუსების შეტევა შეჩერებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისათვის ქალაქის უმეტეს ნაწილს ოკუპანტები აკონტროლებენ, ქალაქის გარეუბნები კი ,სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება. უკრაინელები აკონტროლებენ ქალაქის შესასვლელსაც, თუმცა მტერმა გაზარდა საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა. მძიმე ბრძოლები გრძელდება მარიინკის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით. ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც გუშინ ოდესის ოლქში იმყოფებოდა.

რობერტა მეცოლა

01 ივნისი 2023, 08:32

პოლიტიკა

რობერტა მეცოლა: ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ

დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.