23 მაისი 2023, 11:44 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც არცერთი ქვეყანა და ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, იმის მოთხოვნა, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა.

„კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ, აქაც მნიშვნელოვანია ჩვენს აღქმებს არ ავყვეთ და შევხედოთ ფაქტებს. ფაქტი არის შემდეგი - აქ არანაირ [ფრენების] აღდგენებზე არ არის საუბარი. საქართველოს არასდროს თავის მხრიდან არ შეუწყვიტავს პირდაპირი ფრენები რუსეთთან. საქართველოს მხრიდან ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი რუსეთთან, მაშინდელი და შემდეგი ხელისუფლებაც ბარიერს არ უქმნიდა პირდაპირ ფრენებს. პირდაპირი ფრენები დაკეტა რუსეთმა 2019 წელს და ამ გადაწყვეტილებით მან საკუთარი, მაშინდელი გადაწყვეტილება უკან წაიღო. საქართველოს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ის რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელი პოლიტიკაც ჰქონდა აქამდე. მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, როდესაც საუბარია შეშფოთებებზე. დააკვირდით ამ განცხადებებს, არცერთ განცხადებაში არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი იქნება თუ რაიმე სტრუქტურა, არავინ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება გვერდის ავლა სანქციის, ან რომელიმე სანქციის დარღვევა. ეს არის ფაქტი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არცერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. აქედან გამომდინარე, თუ სხვა რაიმე მოტივაცია არის ამ შეფასებებში, მაშინ თავიანთ მოტივაციებზე უნდა ისაუბრონ. ჩვენ არათუ ახლა, წელიწადზე მეტია, რაც განვაცხადეთ რა არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. პოლიტიკა არის შემდეგი, რომ ჩვენ ერთის მხრივ არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არცერთი ფაქტი, ჭორი ეჭვი არ არსებობს. მეორე - ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ეთანხმება ქართველი ხალხიც. ოპოზიციაც დაეთანხმა შარშან, როდესაც ჰქონდათ საუბარი, რომ ცა უნდა ჩაგვეკეტა რუსეთისთვის, თქვეს რომ არა, მართალი იყო გადაწყვეტილება, რომ არ ჩავკეტეთ ცა, ვინაიდან ამ ცას ტრანზიტად იყენებს სომხეთი. ამბობდნენ, რომ ვიზა უნდა შემოგვეღო. შემდეგ თქვეს, რომ მართალი ვიყავით, როდესაც ვიზა არ შემოვიღეთ. ახლა გადააკეთეს, რომ იქნებ შევამციროთ უვიზოდ ყოფნის ვადები და ა.შ. სინამდვილეში, ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება ნიშნავს სანქციას. სანქცია ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება რა იქნება შემდეგი, იქნება ეს ეკონომიკური კონტრდარტყმა საქართველოს მიმართ, თუ სხვა სამხედრო სახის რისკები. იმ პირობებში, როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

ყველა სიახლე

12 ივნისი 2026, 22:20

კულტურა

„დინამო არენაზე“ კანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს. VIDEO

„დინამო არენაზე“ გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტის გრანდიოზული სანახაობა მიმდინარეობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

12 ივნისი 2026, 21:45

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას

დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

12 ივნისი 2026, 21:20

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტში ფრენბურთში დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, პედაგოგებს შორის, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფრენბურთში.

შეჰბაზ შარიფი

12 ივნისი 2026, 20:55

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, შეთანხმებულ ტექსტს მიაღწიეს, - განაცხადა პარასკევს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა.

12 ივნისი 2026, 20:43

კულტურა

რამდენიმე წუთში „დინამო არენაზე“ კანიე უესტი მასშტაბური პერფორმანსით წარდგება

წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა - გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტი „დინამო არენაზე“.

12 ივნისი 2026, 20:40

პოლიტიკა

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმი გაეროში უჩვენეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დოკუმენტური ფილმი „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ- იორკში უჩვენეს. კინოჩვენებას სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

12 ივნისი 2026, 20:33

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონული ტურნე - შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთში რელიგიურ ცენტრებსა და კურორტ აბასთუმანში იმყოფებოდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონული ტურნე. საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.

12 ივნისი 2026, 20:32

პოლიტიკა

რატომ გახდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა კონგრესმენ ჯო უილსონისთვის - ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ გახდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა - რესპუბლიკელი კონგრესმენის და ქართული ოპოზიციის იდენტური რიტორიკა ზაზა შათირიშვილის ანალიზის თემაა.

ნანუკა ჟორჟოლიანი

12 ივნისი 2026, 20:30

პოლიტიკა

მსჯავრდებულის ფავორიტი - ოპოზიციურ ალიანსში არსებული ქაოსის ფონზე, პატიმარი სააკაშვილი ფსონს ნანუკა ჟორჟოლიანზე დებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯავრდებულის ფავორიტი - პატიმარი სააკაშვილი ფსონს ნანუკა ჟორჟოლიანზე დებს. იყო შეთავაზება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თინა ბოკუჩავას ჩანაცვლებაზე, თუმცა, როგორც თავად ჟორჟოლიანი ამბობს, თავმჯდომარეობაზე უარი თქვა.

12 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

20 ივნისის მოვლენებზე ბრალდებული და მსჯავრდებული გიორგი გახარიას პარტია საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებების დაცვას ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

20 ივნისის მოვლენებზე ბრალდებული და მსჯავრდებული გიორგი გახარიას გუნდი საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებების დაცვას ითხოვს. პარტიამ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები მოითხოვა და თავის მართლება მოუხდა.

ბაჩო ოდიშარია

12 ივნისი 2026, 20:23

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე

გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ფილმზე მათი გამოხმაურება, - განაცხადა რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ, რომლის დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაეროში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა.

ნიკა გვარამია

12 ივნისი 2026, 20:21

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას პოლიტიკური მავნებლობა და რჩევები ტრამპის ადმინისტრაციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის წარმომადგენელი ვაშინგტონს უხსნის, რა სჯობს ამერიკისთვის. ამ კონტექსტში საზიანოდ წარმოაჩენს თბილისთან ურთიერთობის გადატვირთვას. ურჩევს, მხარი დაუჭირონ ოპოზიციის ლობისტი კონგრესმენის სპონსორობით შექმნილ აქტს და შეამჩნიონ საქართველოს ოპოზიცია, რომელიც გვარამიას თქმითვე, აბსტრაქტული არ არის.

12 ივნისი 2026, 20:19

პოლიტიკა

სავიზო დიალოგი და ქართული მხარის პოზიციები - რას ითხოვს ბრიუსელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით თბილისმა და ბრიუსელმა ინფორმაცია გაცვალეს. ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული ტექნიკური შეხვედრა პირველი იყო.

რომის პაპი ლეო XIV

12 ივნისი 2026, 20:17

მსოფლიო

თვითმფრინავში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართობის გამო, რომის პაპს ესპანეთში ერთკვირიანი ტურნეს დასრულების შემდეგ რომში დაბრუნების გადადება მოუწია

პარასკევს, თვითმფრინავში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართობის გამო, რომის პაპს ესპანეთში ერთკვირიანი ტურნეს დასრულების შემდეგ რომში დაბრუნების გადადება მოუხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

12 ივნისი 2026, 20:10

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ყირგიზეთში - რა შეთანხმებებით ბრუნდება ქართული მხარე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა - ქართული მხარე კონკრეტული შედეგებით და შეთანხმებებით ბრუნდება. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ბიზნეს კონტაქტების გაფართოების და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების მიმართ ინტერესი დაადასტურა. საქართველოს პრემიერი სადირ ჟაპაროვთან შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს.

მარკო რუბიო

12 ივნისი 2026, 20:05

მსოფლიო

რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ რუს ხალხს რუსეთის დღეს - ვიმედოვნებთ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა გზას გაუხსნის უფრო აყვავებულ მომავალს რუსი ხალხისთვის და უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ რუს ხალხს რუსეთის დღეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

ტულსი გაბარდი

12 ივნისი 2026, 19:50

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი: აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაშიც - ამ ბიოლაბორატორიების არსებობისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ადამიანები მიზანმიმართულად მალავდნენ, ხოლო მათ, ვინც საწინააღმდეგოს ამბობდა, უცხო ქვეყნის აგენტებად და ამერიკის მოღალატეებად აცხადებდნენ

სადაზვერვო საზოგადოების მფლობელობაში არსებული მასალებისა და ფაილების მრავალთვიანი შესწავლის შემდეგ, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი აქვეყნებს ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი ავრცელებს.

12 ივნისი 2026, 19:35

მსოფლიო

Euronews: ევროკომისიამ გააფრთხილა ალბანეთი, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა საფრთხე არ შეუქმნას ბლოკში გაწევრიანების განაცხადს, რაც მისგან ევროკავშირის გარემოსდაცვითი წესების დაცვას მოითხოვს

ევროკომისიამ გააფრთხილა ალბანეთი, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა საფრთხე არ შეუქმნას ბლოკში გაწევრიანების განაცხადს, რაც მისგან ევროკავშირის გარემოსდაცვითი წესების დაცვას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ილონ მასკი

12 ივნისი 2026, 19:10

მსოფლიო

ილონ მასკი ქაღალდზე მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ

ილონ მასკი ქაღალდზე მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც SpaceX-მა თავისი რეკორდული პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) თითო აქციაზე 135 დოლარად შეაფასა. ამას მოწმობს თავად კომპანიისა და Tesla-ს დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარებული გამოთვლები.

ეკა სეფაშვილი

12 ივნისი 2026, 19:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ - ეს ხდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მძიმეწონიანი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითა და მათი ხელშეწყობით და არა ჯო უილსონის სურვილით

ფაქტი ერთია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისა.