კობახიძე: კონსტიტუციას მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენებს, ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.
„ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს კონკრეტულად ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება 2 საკითხს. ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე არის, ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ ამ სახით გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, ეს იქნება ჩვენი ხედვით ყველაზე სწორი ნაბიჯი. ამით აღსრულდება ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმება ძალიან მალე და ეს იქნება ძალიან კარგი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე ცოტა ხნით ადრე წარმართულ პროცესებს დადებითად ვერ შეაფასებს. „დადებითად ვერ შევაფასებ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართა კონსტიტუციის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე. რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ე. წ. 20 პარტიასთან ერთად დაწერა ახალი კონსტიტუცია. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ თითქოს დოკუმენტი, ამ დროს თვითონ 3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ე. წ. 20 პარტიამ. ეგრეთწოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ ვიცით, თქვენც დამეთანხმებით 20 პარტია საერთოდ არ არსებობს. ეს არის თან შერაცხული „თანხმობის დოკუმენტად“ მაშინ, როდესაც ჩვენს დოკუმენტს მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტი თავის 20 პარტიასთან ერთად ანუ ოპოზიცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები და მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს უწოდებენ „თანხმობის დოკუმენტს“. ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან პოზიტიური შეფასება ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხაარები შეთანხმდებიან, უმრავლესობას არჩილ თალაკვაძე წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის შეხვედრაზე თავად მივიდეს.
მმართველი გუნდის შეთავაზების განსახილვევად გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს დღეს შეხვდება. შეხვედრა 4 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა ის მხოლოდ მათსა და გიორგი მარგველაშვილს შორის უნდა გაიმართოს.
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ თავად შესთავაზა და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს მხოლოდ ორი შენიშვნა - ბონუსების გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება - წარედგინება, ვეტო არ დაიძლევა. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. კონსტიტუციის ახალი რეაქცია პარლამენტმა ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2026, 13:37
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გვარამიას განცხადებაზე: საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას
საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
21 სექტემბერი 2026, 13:27
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება
პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება, ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5,422.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგენს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
21 სექტემბერი 2026, 13:21
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.
21 სექტემბერი 2026, 13:11
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირის ელჩები პუტინისა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და ახალ შეხვედრას გეგმავენ
როგორც აღინიშნება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო დაწესებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელების განხილვა ნაშუადღევს გაგრძელდება. მოქმედი სანქციების რეჟიმი, რომლის სიის ფორმირებაც ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მოიცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაზე.
21 სექტემბერი 2026, 13:05
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა აუცილებელია, რადგან მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება
2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან. წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა, 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
21 სექტემბერი 2026, 12:52
საზოგადოება
საქპატენტში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო პროგრამას 10 ქვეყნის წარმომადგენელი გაივლის, სწავლებას ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვარშავისა და ალიკანტეს უნივერსიტეტების პროფესორები გაუძღვებიან
საქპატენტში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, მიმდინარეობს გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სპეციალიზებული სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
21 სექტემბერი 2026, 12:32
მსოფლიო
ცნობილია რა თემებზე გაამახვილებს ტრამპი ყურადღებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
გაეროში ტრამპის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა სპარსეთის ყურის ექვსი არაბული ქვეყნის ლიდერებთან - იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტში თავის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ტრამპის გამოსვლა გაეროში 22 სექტემბერს არის დაგეგმილი.
21 სექტემბერი 2026, 12:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ მათ შორის ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. არ გვინდა ჩვენ, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე
ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ მათ შორის ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. არ გვინდა ჩვენ, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შეფასებისას.
21 სექტემბერი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც
კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ადგილი აქვს კანონის გვერდის ავლას, შესაძლოა, საჭირო გახდეს კანონმდებლობის გადახედვაც.
21 სექტემბერი 2026, 12:14
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა
ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 12:11
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 12:08
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე
ღვინის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გულისხმობს მოსავლის ხარისხზე აქცენტის გაკეთებას. აღნიშნული სიახლეები მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოების წახალისებას და, შედეგად, კონკურენტუნარიანი ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობას.
21 სექტემბერი 2026, 12:07
პოლიტიკა
პაპუაშვილი: სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოში არცერთი რისკი არ რეალიზებულა
მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რუსეთის მოქალაქეების მასიური შესვლის საკითხს.
21 სექტემბერი 2026, 12:05
საზოგადოება
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი გრძელდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ქვეშეთი–კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტზეც, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 12:04
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: დღეს იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ასეთ პირობებში ქართული მეღვინეობის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ხარისხს.
21 სექტემბერი 2026, 12:01
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი
როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
21 სექტემბერი 2026, 11:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს
ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა - შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია ცალი მხრიდან ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას.
21 სექტემბერი 2026, 11:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა ყველაფრით, თავისი რიტუალები აქვთ და ყოველდღე ვხედავთ რუსთაველის გამზირზე მოდიან იმისთვის, რომ რიტუალი ჩაატარონ, ჰყავთ თავისი ქურუმი, რომელიც მათი ტელევიზიიდან ქადაგებს, აქვთ საკუთარი შეძახილები რიტუალის ჩატარების დროს, აქვთ საკუთარი სალოცავები ევროკავშირის დროშის სახით, რომელზეც ლოცულობენ
თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ქცევას, ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
21 სექტემბერი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ
გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.


