27 მაისი 2023, 14:15 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ, თამაზ გაიაშვილს დაავალეს, ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ?!

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, თამაზ გაიაშვილი გააგზავნეს და დაავალეს, რომ ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ?! მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონი დიასპორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსული ჯარი, ბოლოს, საქართველოდან 2007 წელს გავიდა, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენიმე თვეში კი, წინა ხელისუფლებამ უგუნური, გაუაზრებელი, გაუთვლელი პოლიტიკის შედეგად, კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი დააბრუნა ჩვენს ტერიტორიაზე.

„რაც შეეხება ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ორივე, ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიაზე, აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც. მე მინდა კითხვა დავსვა, ვის წარმოუდგენია? როგორ წარმოუდგენია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება? რაც გააკეთა წინა ხელისუფლებამ, ძალიან კარგად ვნახეთ. რუსული ჯარი, ბოლოს, 2007 წელს გავიდა, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათი ნება იყო გამოხატული და გაიყვანეს ჯარი. 2007 წელს, მეგობრებო. შეხედეთ, რამდენიმე თვეში ისეთი უგუნური პოლიტიკა, გაუაზრებელი, გაუთვლელი პოლიტიკა აწარმოვა წინა ხელისუფლებამ, რამდენიმე თვეში დააბრუნეს კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე. ჩააბარეს უბრძოლველად კოდორის ხეობა, საერთოდ არავის ჰქონია მანამდე პრეტენზია, დაარქვა ზემო აფხაზეთი ამ მავნებელმა კაცმა, ჩააბარეს კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი და ათასობით ახალი დევნილი მივიღეთ ქვეყნის შიგნით.

დღეს, მთელი კამპანია არის დაორგანიზებული და მობილიზებული, მთელი მსოფლიო დგას, რა თქმა უნდა და ჩვენ, მათ, შორის, მათ რიგებში ვართ, უკრაინას ვუჭერთ მხარს. ძალიან მძიმე ისტორიას ვისმენთ, უკრაინის ტერიტორიები იბომბება, ნადგურდება ქალაქები, სოფლები, რაიონები, თქვენ ამის კადრები ნანახი გაქვთ, არაფერი აღარ რჩება. დღეის მდგომარეობით უკრაინის ტერიტორიის 20% არის უკვე ოკუპირებული. განადგურებულია ქალაქები და ასეულობით ათასობით არის დაღუპული. 20 მილიონის მიგრაცია მოხდა. ამბობენ, რომ 10-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინის ტერიტორია და 10 მილიონი ქვეყნის შიგნით არის იძულებით გადაადგილებული. 20 მილიონი, გესმით რამხელა კატასტროფაზეა საუბარი? 100 ათასობით ადამიანი დაიღუპა და იხოცება ყოველდღე. ამის თაობაზე დაორგანიზებულია მთელი საერთაშორისო კამპანია, სანქციების თემაზე, ეკონომიკური, მათ შორის ფინანსურია და ა.შ.

ჩვენი ხელისუფლება გამოვიდა თავიდანვე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, ჩვენი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, 20% გვაქვს ოკუპირებული, ამაზე ვფიქრობთ ჯერ, არ მომერიდება ამის თქმა, დიახაც, ასეა. ჯერ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე და ხალხზე უნდა ვიფიქროთ, მე ასე მჯერა. ყველა ნორმალური, პატრიოტი ადამიანი ასე უნდა ფიქრობდეს, ქვეყანას რა უნდა გაუკეთოს, მერე დავეხმაროთ სხვებს.

ყველას პატივს ვცემთ, უკრაინას, ძალიან გული მტკივა და საშინელება ხდება, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამ ომის მალე დასრულება მინდა ვუსურვო, ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობა. ჩვენი ოპოზიცია და სხვების გვეუბნებიან, რომ დააწესეთ სანქციები, რუსეთს დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები, შეწყვიტეთ ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები რატომ აღადგინეს, ჩვენ არ აღგვიდგენია, შეწყვეტილი იყო მანამდე მათი გამოისობით და ა.შ. უვიზო რეჟიმი რატომ შემოიღეს? მანამდე რაც მოგიყევით, ეკონომიკური აღმავლობა რაც გვაქვს და განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა, ამაზე უნდა ვთქვათ უარი, გადავყაროთ ყველაფერი, ათასობით სამუშაო ადგილი, რომ იქმნება და ხალხმა, რომ ამოისუნთქა და დოვლათი იქმნება ქვეყანაში, ამაზე უნდა ვთქვათ უარი და უნდა შევუერთდეთ უკრაინის ომის გამო დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. ახლა მოდი ამაზე გავჩერდეთ და ვთქვათ, ვინ დააწესა სანქციები ჩვენი ომის გამო? ვინმემ დააწესა სანქციები? ან წინა ხელისუფლება გამოვიდა? გახსოვთ ვინმე გამოსულიყო და ეთქვა არ გვინდა ვაჭრობა რუსეთთან? პირიქით, მოდით გავყვეთ ქრონოლოგიურად, შევახსენოთ ამ მავნებლებს რა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, რამხელა ღალატი ჩაიდინეს, გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ჩააბარეს 20%, კოდორის ხეობა 100-ზე მეტი სოფელი, ამდენი ჯარისკაცი, ბიჭები წაიყვანეს, ჩახოცეს და არც კი გამოიყვანეს, რომ არა პატრიარქისა და მეუფეების დამსახურება. ჩვენი სამხედროების ცხედრებიც კი არ გამოიყვანეს და მიწაზე გართხმული ვნახეთ ჩვენ მაშინდელი მთავარსარდალი.

თვეების შემდეგ, მე მინდა ფაქტები ქრონოლოგიურად მოგიყვანოთ, წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რუსეთისთვის, ოკუპანტი ქვეყნისთვის, ომი ახალი მომხდარი იყო, მიეყიდათ ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ანუ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, ვის მიჰყიდეს? რუსულ სახელმწიფო კომპანიას, გახსოვთ მაშინ გამოდიოდა ყოფილი მინისტრი მერაბიშვილი და თქვა, მერე რა მოხდა, რუსული ფული რუსული ფულია, რა მოხდა? აი, ასეთ ფარისევლებთან გვაქვს საქმე. რამდენიმე თვეში გაგრძელდა ეს მუშაობა, მახსოვს ძალიან კარგად, მათი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ფრენები დაგვეწყო, აგერ არის ავიაკომპანია „ქართული ავიახაზები“ ბატონი თამაზ გაიაშვილი, მოაყოლეთ, მე ვიცი ფაქტები, გააგზავნეს, დაავალეს, რომ ჩასულიყო დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ? მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონი დიასპორისთვის”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 13:00

მსოფლიო

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 13:00

რეგიონი

სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 12:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

დიმიტრი მედვედევი

29 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.

29 აგვისტო 2026, 12:14

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.

ალექსეი არესტოვიჩი

29 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 11:29

მსოფლიო

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნოდარ გიორგიძე

29 აგვისტო 2026, 11:20

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.

29 აგვისტო 2026, 11:04

რეგიონი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

29 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:55

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:50

სამართალი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

29 აგვისტო 2026, 10:47

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

29 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 10:39

რეგიონი

სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

29 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.

მარკო რუბიო

29 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.

დავით ჩხეიძე

29 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 09:30

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.

29 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ როსტოვში მდებარე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის Ozon-ის საწყობი დაბომბა

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.