27 მაისი 2023, 14:00 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: რას დავობენ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი?! ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს, 100 000 რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე?!

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

რას დავობენ საერთოდ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი?! ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე?!, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაზე დიდი ქართული დიასპორა რუსეთშია.

„რას დავობენ საერთოდ?! ამაზე მინდა გავაკეთო კომენტარი. მილიონი ცხოვრობს თუ ნახევარი მილიონი? ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება რომ ვიზრუნოთ ჩვენ დიასპორაზე?! მაგრამ ვიცით, რომ ყველაზე დიდი დიასპორა არის რუსეთში. ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ იქ. ჩვენი ქართველი ხალხი ცხოვრობს იქ. არაფერი არ მოუთხოვია, უფრო მეტიც - მაშინ ზეწოლა გაუკეთეს, თავად აღიარეს, რომ მათ ეროვნულ ინტერესებზე თქვეს უარი, არაფერი არ მოითხოვეს სანაცვლოდ და მხარი დაუჭირეს ამ ომის შემდეგ, რაც მე მოგიყევით, რომ გახსნა უვიზო რეჟიმი, პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუს მოქალაქეებს, ტურისტებს და ცდილობდნენ, რომ ვაჭრობა აღედგინათ და ასე შემდეგ და დაუჭირა მხარი სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ნებისმიერ მოქალაქეს ახლა რომ კითხო, რომ გააჩერო და აი რას მოითხოვდა მაშინდელი პრეზიდენტი, ან ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი სანაცვლოდ. როცა ოკუპირებული ქვეყანაა და ამხელა რაღაცაზე მიდიხარ. რაღაც ხომ უნდა მოითხოვო შენი ქვეყნისთვის? შენი ხალხისთვის. რა მოითხოვა მეგობრებო იცით? მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან ვიზიტი. აი ასეთ პირად ინტერესში გაცვალა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

აი, ასეთ ძალასთან გვქონდა ჩვენ საქმე. ასეთი ძალა, მოღალატე, ანტიეროვნული და ანტიევროპული თავისი შინაარსით მოიშორა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილიყო ჩვენი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება", დღეს ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნებოდა. ეს ადამიანები ხელისუფლებაში არ არიან და ყოველ დღე ამბობენ, რომ უნდა გავაგზავნოთ ჯარი თუ რა ვიცი, რას ამბობენ, სამხედრო დახმარება, სანქციები დავაწესოთ. პირდაპირ პროვოცირებენ, ომში ჩართვა უნდათ ამ ადამიანებს. ეს არის ომის პარტია, ამათ შემთხვევით არ დავარქვით ომის პარტია და ეს წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში არიან 10 წელი უკვე, აგებენ ყველა არჩევნებს, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ესენი ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, რას იზამდნენ, ხომ? ქვეყანას გადაწვავდნენ, იტყოდნენ, რომ მერე რა, აი, კიდევ დავიჩაგრეთ. აღარ გვინდა ეს ამდენი დაჩაგვრა, წაგება, დაპყრობა! ჩვენ გვინდა გამარჯვება, ხალხო! ქართველ ხალხს დღეს სჭირდება გამარჯვება, განვითარება, გაერთიანება სჭირდება ქვეყანას.

ამიტომ, მიუხედავად ამდენი მავნებლებისა, ამდენი მტრებისა, შიდა თუ გარე მტრებისა, დღეს ხელისუფლება არის ძლიერი, ჩვენი გუნდი არის ერთიანი ძლიერი და ჩვენი ხალხი არის ბრძენი და ამ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

ალექსეი არესტოვიჩი

29 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 11:29

მსოფლიო

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნოდარ გიორგიძე

29 აგვისტო 2026, 11:20

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.

29 აგვისტო 2026, 11:04

რეგიონი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

29 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:55

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:50

სამართალი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

29 აგვისტო 2026, 10:47

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

29 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 10:39

რეგიონი

სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

29 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.

მარკო რუბიო

29 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.

დავით ჩხეიძე

29 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 09:30

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.

29 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ როსტოვში მდებარე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის Ozon-ის საწყობი დაბომბა

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 01:30

მსოფლიო

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

29 აგვისტო 2026, 01:14

მსოფლიო

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.

29 აგვისტო 2026, 00:55

რეგიონი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 00:26

მსოფლიო

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება

ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

28 აგვისტო 2026, 23:08

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.